💜 17 💜

837 62 2
                                    


მთელი დღეა პატარა ბავშვივით ვცქმუტავ, ვერ ვისვენებ. არ ვიცი რა გავაკეთო მათთვის სათამაშოები ვიყიდე, სახლში ვიყავი და ვფიქრობდი თუ რა მეთქვა მათთვის რომ ვნახავდი, ან როგორ მოვქცეულიყავი.

- იქნებ შეწყვიტო...

- ვერ ვმშვიდდები ქაი, როგორ მოვიქცე რა გავაკეთო?

- არ ვიცი, ვერაფრით ვერ დაგეხმარები.- ამბობს ღმილით და ოთახში მარტო მტოვებს ჩემს არეულს ფიქრებთან.

ოთახში გიჟივით აქეთ-იქით დავდივარ და ვფიქრობ როგორ მოვიქცე, ჩემს ფიქრებს ტელეფონზე ზარი მაწყვეტინებს მალევე ვპასუხობ ქუქია.

- როგორ ხარ?

- ცუდად.

- რა გჭირს?

- ვნერვიულობ და ვერ ვისვენებ.

- და იქნებ დამშვიდდე.

- ვერ ვმშვიდდები, მოიცადე ქაიმ დაგირეკა?

- არა ჯენიმ.

- გასაგებია.

- იცი რა მოდი აქ, ხვალ დილით პატარებსაც ნახავ.- ამბობს და ტელეფონს მითიშავს.

ვფიქრობ წავიდე თუ არა, მისი შეწუხება არ მინდა, მაგრამ მას შეუძლია დახმარება მე ხომ არაფერი არ ვიცი ჩვენს პატარებზე. მას შეუძლია მათზე მოყოლა, მას ვწერ თავს ვიწესრიგებ და მისი სახლისაკენ მივდივარ, შესვლისთანავე ძლიერად ვეხუტები, შემდეგ კი სათამაშოებს ვაწვდი.

- მთელი მაღაზია იყიდე?

- უბრალოდ არ ვიცი რა ამერჩია.

- ღმერთო ჩემო თეჰიონ მგონი მთლად გაგიჟდი.

- დამეხმარე.

- გეხმარები.- ამბობს ქუქი ღიმილით და სათამაშოები სახლში შეგვაქვს.

დივანზე ვზივარ და ქუქის თვალს ვავლებ.

- შეგიძლია რომ დამშვიდდე.

- რა ვუთხრა მათ? როგორ მე...- დავიწყე აბდაუბდად საუბარი.

- ჰეი ჩვეულებრივად მოიქეცი იყავი უბრალოდ ის ვინც ხარ.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Where stories live. Discover now