💜 19 💜

742 53 6
                                    


დილით ადრევე მეღვიძება თვალს ვავლებ ჩემს მკლავებში მშვიდად ჩაძინებულ ქუქის და მეღიმება, ძილის დროსაც ისეთი საყვარელია რომ თვალს ვერ ვაშორებ. მთელი გულით ვინატრებდი რომ ჩემი ყოველი დილა მისი სახის დანახვით დაიწყოს და ყოველ ღამით მისი სხეული გულში ჩავიკრა, მიხარია რომ ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. ბოლო პერიოდები სულ ვცდილობდი მის გამოხედვაში ამომეკითხა თუ რას გრძნობდა ჩემს მიმართ. მაბედნიერებდა მისი სითბო, სიახლოვე. ძალიან მომწონს მასთან ყოფნა რაც უფრო ვახლოვდებით ვგრძნობ მის თითოეულ შეხებას უფრო მძაფრად, როგორ მინდა მისი სურნელი ვიგრძნო, მაგრამ ვერ ვიძგრძნობ მანამ სანამ ჩემი არ გახდება, მიუხედავად იმისა რომ მოვწონვარ მას მეწყვილე ჰყავს ბოგამი რაც მაღიზიანებს. არ მინდა იმის წარმოდგენა რომ ქუქის ვინმე სხვა შეეხება, არ მინდა რომ მის ბაგეებს სხვა ეხებოდეს, მის სხეულს, მინდა რომ ეს მხოლოდ მე ვიყო და სხვა არავინ. ქუქის თვალს ვავლებ და მეღიმება, მან ისიც კი არ იცის რამდენაგ გამაბედნიერა, მან შანსი მომცა რომ მეგრძნო თუ რას ნიშნავს იყო მამა, ყველაფრის მიუხედავად მან ჩემი პატარები გააჩინა, ჩემები. თითები ნელა ავასრიალე მის ლოყებზე და მისკენ დავიხარე ნელა შევაერთე ჩვენი ბაგეები და მალევე კისერზე კოცნაც დავუტოვე, მის მოფერებას ვაგრძელებდი როდესაც კოცნაზე კოცნითვე მიპასუხა, წამიერად შევჩერდი და მის თვალებს გავუსწორე მზერა.

- დილამშვიდობისა.- ჩაიჩურჩულა ღიმილით.

- დილამშვიდობისა.

- დიდი ხანია რაც გვიძავს?

- არა.

- მე მიყურებდი?

- გიყურებდი, შენი გაღვიძება არ მინდოდა მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი ისეთი საყვარელი იყავი.

- სწორედ ამიტომ მაკოცე?

- ასეა და კიდევ მინდა რომ გაკოცო.- ვამბობ და საკოცნელად ვიხრები თუმცა ქუქი საუბარს იწყებს.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang