💜 24 💜

758 48 7
                                    


ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი თაესთან ერთად ძირს. მესმოდა ყვირილი თუმცა არ მესმოდა რას ყვიროდნენ, ერთადერთი რასაც ვხედავდი თაეს ჭრილობა იყო, სისხლი იკვლევდა გზას მის სხეულზე და თეთრი პერანგი ნელ-ნელა წითლად იღებებოდა მე კი პანიკაში ვარდებოდი. არ ვიცი ცრემლებმა როდის გაიკვლიეს გზა ჩემს სახეზე მაგრამ შეუჩერებლად ვტიროდი, თაეს სხეულზე უფრო ძლიერად ვეკვროდი თითებს კი მის ჭრილობას ვაჭერდი. გქონიათ ისეთი შეგრძნება რომ სხეულით ადგილზე ხართ მაგრამ გონებითა და სულით სხვაგან, ზუსტად ასე ვიყავი ამ წამს იქ ვიყავი მაგრამ რეალურად სიმართლის აღქმა მიჭირდა. არ ვიცი როდის მოახერხეს და მომაშორეს თაეს სხეულს ბოლოს სანამ გავითიშებოდი მხოლოდ მის სხეულს ვავლებდი თვალს.

აზრზე მოვედი თუ არა არემარეს მოვავლე თვალი და როგორც კი ჯინი დავინახე ოდნავ დავმშვიდდი თუმცა შემდეგ რეალობა გამახსენდა და ტირილი დავიწყე, ვტიროდი და ვერ ვმშვიდდებოდი მეშინოდა იმის თუ რას მეტყოდა ჯინი.

- ჰეი, ჰეი დამშვიდდი, გთხოვ ნუ ტირი.- გავიგონე ჯინის ხმა და მალევე მის სხეულზე აკრულმა გავაგრძელე ტირილი.

- თაე... ჯინ ის...- საუბარს ვერ ვაგრძელებ და თითებით მაისურზე ვეჭიდები.

- დამშვიდდი ის კარგადაა, მასზე არ ინერვიულო.

- ამას როგორ...

- მისმინე ქუქი ის კარგადაა მალე მის ნახვას შეძლებ უბრალოდ ეცადე დამშვიდდე.

- მაგრამ...

- ტყვია ვერცხლის იყო, სწორედ ამიტომ გახდა ცუდად. ვერცხლი ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს თუმცა ეს ისედაც იცი გაგვიმართლა რომ თაე გადაგეფარა, ასე რომ არ მოქცეულიყო შენ დაგკარგავდით.

- ჯინ...

- გთხოვ დამშვიდდი, შენები შენზე ძალიან ნერვიულობენ პატარებიც არ არიან კარგად. თეჰიონზე ნუ ნერვიულობ მალე მას ნახავ ახლა უბრალოდ უნდა დამშვიდდე.

MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️Wo Geschichten leben. Entdecke jetzt