თუ მკითხავთ ყველაზე ლამაზი რამ რა არის დედამიწაზე გიპასუხებთ რომ ეს ჯეონ ჯანქუქია, მისი მშვენიერი სხეულით, ულამაზესი ღიმილითა და უნაზესი სულით. ვაკვირდებოდი ჩემს მკლავებში მშვიდად ჩაძინებულ ქუქის და როდესაც მის სხეულზე ჩემს მიერ დატოვებულ ნიშნებს ვხედავ იდიოტივით მეღიმება. ბედნიერი ვიყავი მაბედნიერებდა ის ფაქტი რომ მას ვეხებოდი რომ ის ჩემი იყო, ჩემი.
ნელა ავასრიალე ბაგეები მის ყელზე რამოდენიმეჯერ ვაკოცე, შემდეგ ავდექი თავი მოვიწესრიგე და ჩვენთვის საუზმის გასაკეთებლად სამზარეულოში ჩამოვედი, დიდად ვერ ვერკვეოდი ასეთ საკითხებში მაგრამ მინდოდა ჩვენთვის რამე გემრიელი გამეკეთებინა. ყველაზე მარტივით დავიწყე, ხილი დავჭერი ასევე ყავისათვის წყალი დავადგი და ომლეტისათვის საჭირო ინგრედიენტების დაჭრას ვიწყებდი, რომლის გაკეთებაც ჯინისაგან ვისწავლე, ნუ თეორიულად ვიცოდი.
- რას აკეთებ?- გავიგონე თუ არა ქუქის ხმა მისკენ შევტრიალდი და როცა ჩემს მაისურში დავინახე ჩამეცინა.
- დილამშვიდობისა.- ვამბობ და ხელებს წელზე ვხვევ.
- რას აკეთებ?
- ომლეტს.
- არასწორად აკეთებ.
- ნუთუ?
- დიახ ასეა, გინდა გასწავლი?- მეკითხება სიცილით და მას თვალს ვერ ვაშორებ.
- დიდი სიამოვნებით.- ვამბობ და ბაგეებზე კოცნას ვუტოვებ.
ვაკვირდები ქუქის თითოეულ მოძრაობას და ტუჩებს ვიკვნეტ იმდენად სექსუალურია, ნელა ვუახლოვდები და ზურგიდან ვუდგები, მის სხეულს ჩემსაზე ვიკრავ.
- რ-რას აკეთებ?
- ვსწავლობ.- ვჩურჩულებ მის ყურთან და ყურის ბიბილოზე ბაგეებით ვეხები, სხეულზე უფრო ძლიერად ვეკრობი, მუცელზე ხელებს დავასრიალებ ხოლო მის ყელზე ბაგეებს, ვგრძნობ მის რეაგირებას ჩემს შეხებაზე და მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის. ვიცი თუ ახლა არ გავჩერდები ყველაფერი როგორ დასრულდება, თუმცა სულაც არ მინდა გაჩერება. კისერზე ოდნავ ვკბენ რაზეც კვნესა სცდება მის ბაგეებს შემდეგ კი თავს გვერდით წევს, მეც ოსტატურად ვასრიალებ ბაგეებს მის ყელზე ალაგ-ალაგ ვკბენ, კანს ვუკოცნი იასამნისფერი ლაქებით ვამკობ და მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის, მასთან ერთად თითოეული წამით ვტკბები.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...