- შეიძლება რომ დავაძინო?- ვკითხე ღიმილით ჯინს რადგან მსურდა თაესა და ჯინს ესაუბრათ.
- რათქმა უნდა.- ამბობს ღიმილით ჯინი.
- სად შემიძლია რომ?...
- წამოდი ერთ-ერთ საძინებელში გავიდეთ.- ამბობს და მასთან ერთად საძინებელ ოთახში გავდივარ.
მალევე პატარას ვაძინებ და მისაღებში ვაპირებ გასვლას როდესაც მათი საუბარი მესმის.
- მენატრებოდი ჯინ.
- მეც მენატრებოდი სულელო ბავშვო, შენთან დარეკვას ვაპირებდი, შეხვედრა მინდოდა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ მე არ მქონდა უფლე...
- არა ჯინ არ დაამთავრო რადგან შენ ერთადერთი ხარ რომელსაც ჩემი ცემის უფლება აქვს, შენ მივლიდი შენ იყავი ჩემს გვერდით მუდამ, შენ მასწვალიდი თუ რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ასე რომ შენ ყველაფრის უფლება გაქვს, შენ რომ მითხრა თავი მოიკალიო არც კი დავფიქრდები ისე შევასრულებ ამას.
- ნუ სულელობ ყველაზე ნაკლებად მინდა შენი დაკარგვა.
- მშვიდობაა?
- პასუხები მივიღე თაე.
- დაა?
- ვეღარასოდეს ვერ გავაჩენ პატარას თაე, მე ჯუნს შვილებს ვერ გავუჩენ.- გავიგონე ჯინის ნამტირალევი ხმა.
- გთხოვ დამშვიდდი ხომ იცი შენს ცრემლებს ვერ ვიტან, ყველაფერი კარგად იქნება ძალიან ბევრი ოჯახია ვისაც შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ბედნიერები არიან, შეგიძლიათ პატარები აიყვანოთ.
- ჯუნმაც ეგ შემომთავაზა.
- აი ხედავ ყველაფერი კარგად იქნება, პატარებს ძალიან ეყვარები.
- მინდა რომ 2 გოგო და 1 ბიჭი ავიყვანოთ.
- ეს არაჩვეულებრივია ჯინ, მიხარია თუ ასეა, ვიცი რომ საუკეთესო დედა იქნები.
- ჰეი...
- მაგრამ ასეა საუკეთესო დედიკო.- ამბობს თაე ღიმილით.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...