სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ ანარეკლს თვალს ვავლებ, ჯერ კიდევ გუშინდელი დღესავით მახსოვს თუ როგორ მთხოვა თაემ ხელი ერთი თვის წინ.
- თავს როგორ გრძნობ?
- ოდნავ ვნერვიულობ.
- ეს არცაა გასაკვირი, მეც ვღელავდი როდესაც იუნგის ვუკავშირებდი ცხოვრებას.
- მიხარია რომ ჯინი და ჯენიც ჩამოვიდნენ.- ამბობს ღიმილით ბექიონი და ტკბილეულს მიირთმევს.
- მეც ძალიან მიხარია.- ვამბობ და ოთახში შემორბენილ პატარებს თვალს ვავლებ, სათითაოდ მეხვევიან და მიცინიან, მეფერებიან მათი პაწაწუნა ხელებით და სხეულში სითბო მეღვრება ისინი ისეთი საყვარლები არიან.
ჩემს ოთახში მამა შემოდის და რამოდენიმე წამით მარტო გვტოვებენ, მეც მის მკლავებში ვთავსდები და ძლიერად ვეხუტები.
- იცი ჯერ კიდევ მახსოვს თუ როგორ დარბოდი პატარა ჩვენს ეზოში, ყვავილების გვირგვინით და ღიღინებდი შენს საყვარელ სიმღერას, მახსოვს შენი პირველი სიტყვები, ნაბიჯები, ეხლა კი ჩემს წინაშე ზრდასრული მამაკაცი დგას თუმცა შენ მაინც ჩემი პატარა ბიჭი იქნები, მიხარია რომ ბედნიერი ხარ პატარავ.
- მამა...
- მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.
- მეც მიყვარხარ მამიკო, ძალიან მიყვარხარ.
- შენი მეწყვილე მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერა და ვერ ჩერდება, ნეტავ იცოდე როგორ ელოდება იმ წუთებს როდესაც გნახავს.- ამბობს მამა სიცილით.
- მეც ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.- ვამბობ ღიმილით და მას ძლიერად ვეხუტები.
*********************
ჩემი ტელეფონი არა და არ ჩერდება ამ ყველაფრის გამო იძულებული ვარ მას ვუპასუხო თუმცა არანაირი სურვილი არა მაქვს.
- გისმენ.
- რამე გაიგე?
- რომ გამეგო დაგირეკავდი.
ESTÁS LEYENDO
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanficა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...