უკვე 2 დღე გავიდა და მე ისევ ამ წყეულ საავადმყოფოში ვარ, ერთადერთი რაც მაბედნიერებს ქუქის და პატარების ნახვაა, ექიმს ვესაუბრები და როდესაც მეუბნება რომ დილით გამიშვებს იდიოტივით მეღიმება. ბავშვებს ვეფერები და ვფიქრობ რა გავაკეთო ქუქის გასაბედნიერებლად.
- შეგიძლიათ რომ თქვენს მამიკოს დაეხმაროთ?
- რა ხდება მამიკო?- მეკითხებიან და თვალს მავლებენ.
- მინდა ქუქის სურპრიზი მოვუწყო, მაგრამ არ ვიცი რა უყვარს ან სად წავიყვანო.
- პარკში წაიყვანე.- ამბობს ჯეიმსი.
- პარკში?
- ჰო მიუხედავად იმისა, რომ სულ სერიოზულია ატრაქციონები ძალიან უყვარს.
- ასევე ვარდები, ყვავილებიდან ვარდები მისი ფავორიტია.- ამბობს ღიმილით ალისა.
- მართალია ტკბილეული არ უყვარს, მაგრამ ცოტა-ცოტას ყველაფერზე დაგთანხმდება.
- ბავშვებო...
- ჩვენ ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ვიქნებით, ასე რომ მთელი დღით ჩვენი Mummy შენთან იქნება.- ამბობენ ღიმილით და მეხუტებიან.
ერთმანეთს ვეფერებოდით, როდესაც პალატაში გაღიმებული ქუქი შემოვიდა.
- აბა რას აკეთებდით ჩემო პატარებო?- გვეკითხება ღიმილით და სათითაოდ გვკოცნის სუყველას.
- პატარებო?
- ნუ ბრაზდები და თან რომ იცოდე ხშირად ჩვენი შვილებივით პატარასავით იქცევი.
- მე?...
- დიახ შენ და როცა ასე იქცევი ძალიან საყვარელი ხარ.
- მიყვარხარ.
- მეც ძალიან მიყვარხარ.- ჩურჩულებს და ძლიერად გვეხუტება სუყველას.
ჩვენს იდილიას პალატაში შემოსული ქუქის მშობლები არღვევენ თუმცა წინააღმდეგი სულაც არ ვარ რადგან ისინი ძალიან თბილები არიან, ცოტას ვსაუბრობთ და მათი წასვლის დროც ახლოვდება.
YOU ARE READING
MY LITTLE OMEGA. / Completed / ✔️
Fanfictionა-არ მო-მომეკარო არ... - მისმინე ვიცი რომ არ გსიამოვნებს ჩემი შეხება, მაგრამ თუ გაგიშვებ დაეცემი. - ჯობია დავეცე ვი-ვიდრე შენ მეხებოდე.- ვამბობ ტირილით. - მაგრამ მე დაცემის უფლებას ვერ მოგცემ. ...