მოკლე ვიდეო ფიკზე☝️☝️იმედია კარგი გამოვიდა
-და ლამაზო,ეს თვალის ჩრდილი რომ ძალიან გიხდება უკვე გითხარი?-ახლაგაზრდა მამაკაცი კაზინოში,
ვისკის ჭიქით ხელში,ბართან იჯდა და ბარმენს ეფლირტავებოდა.აშკარად ოდნავ ნასვამი იყო რადგან,არშიყი იმაზე ცუდად გამოსდიოდა ვიდრე,ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს.მაგრამ ბარმენი,უკბილო კომენტარებსა და გამოლეულ საარშიყო სიტყვებს,ყურადღებას არ აქცევდა,მისთვის მთავარი იყო ბიჭს უფრო მეტი სასმელი შეეკვეთა და ფულიც უფრო მეტი დაეხარჯა.გოგონას დიდად არ ეპიტნავებოდა ამ ღრმა დეკოლტისა და საკმაოდ მოკლე,ტანზე მომდგარი, ქვედაბოლოს ჩაცმა.
-რა მოხდა,უკარებას როლს მეთამაშები?-ბიჭმა წარბები შეკრა,ბარმენმა კი თვალებმოჭუტულმა გახედა ბიჭს,რომელიც სიმთვრალისგან უკვე საკმაოდ დაბინდული მზერით იყურებოდა.
-კიდევ რამეს ინებებთ?-იკითხა თავაზიანი ხმით.ბიჭმა შეკრული წარბები გახსნა და გოგონას გაუღიმა.გოგონას ბიჭის ღიმილი მოსწონდა,უცნაურად ეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ბიჭი ასეთი მომხიბვლელი იყო და ცბიერი ღიმილით გამოირჩეოდა,მაგრამ ქცევები,საუბრის მანერა ცუდი ჰქონდა.გათამამებული მამიკოს ბიჭი იყო,რომელმაც დედიკოს კალთიდან ფეხი ახლახანს გადმოდგა.
-შენს გემრიელ ტუჩებს-თქვა ვითომ მაცდური ხმით,და აწითლებულ ლოყებზე ხელი მოიკიდა.
-ვწუხვართ,ეგ მენიუში არ შედის-თქვა გოგონამ ვითომ დამწუხრებული ხმით.
-კარგი,მაშინ ვისკი დამიმატე-თქვა ბიჭმა,თავისი ვისკიანი ჭიქა ჩაცალა და გოგონას წინ დაუდო.
გოგომ მაშინვე აუვსო ჭიქა ვისკით.-ეგ ტატუ,შენს კისერზე-თქვა ბიჭმა ჩაფიქრებული ხმით,გოგონამ ტატუზე მოიკიდა ხელი,დიდი გველი ეხატა,რომელიც მკერდისკენ მიიკლაკნებიდა და ტანისამოსში უჩინარდებოდა.-რას ნიშნავს?-დააყოლა ბიჭმა ღიმილით.
YOU ARE READING
პოლიციის აკადემია《შურისმაძიებელი》(დასრულებული)
Actionმკვლელობების სერია დღითიდღე იმატებს.ადამიანები იხოცებიან,სქესის განურჩევლად.იმ დაჯგუფების არც სახელია ცნობილი და არც მიზანი.ისინი კვალს არ ტოვებენ.ერთადერთი რაც მათ მსხვერპლებს საერთო აქვთ,ზეციური დრაკონის ტატუა,აზიის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,კრიმი...