თავი I

4K 100 2
                                    

2016წლის 12სექტემბერი, დღე, როდესაც დილით ქალაქი ძველებურად აივსო, შვებულებიდან ახლახანს დაბრუნებული, სამსახურში მიმავალი ახალგაზრდებით. 
სწორედ ამ დღეს ავიყვანე სამსახურში დამხმარედ ჩემი ახლანდელი სიყვარული. მაღალი, ათლეტური, ულამაზესი თვალებისა და საოცარი პიროვნების მქონე, დევიდი. ვერც წარმოგვედგინა, რამეს თუ შეეძლო ჩვენთვის იდილია დაერღვია, სანამ 2021წელს, დილის 9საათზე, კაბინეტში შესვლამდე ელისმა მოსული შეტყობინების შესახებ არ მომახსენა. მეილი კრისტიანს ეკუთვნოდა, ყოფილ, ვნებიან საყვარელსა და კონკურენტი ფირმის  ხელმძღვანელს. ნეტავ, მომესწრო და გამომეყენებინა ყველა მოცემული შესაძლებლობა, სანამ ცხოვრება კვლავ ამერეოდა. ეხ! კრისტიან, კვლავ შენ..
კაბინეტში შესულმა შეტყობინება კვლავ კარგად გადავიკითხე და 2საათში მასთან მივედი შესახვედრად.
უკვე ოფისში შევდიოდი, როდესაც მოდელის აღნაგობის, წითურთმიანმა გოგონამ შემაჩერა.
– უკაცრავად, ქალბატონო, ბატონი კრისტიანი ახლა შეხვედრაზეა.
– კი, მაგრამ ვისთან?
– მაპატიეთ, მაგრამ კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ გავცემ.
უკვე ვბრუნდებოდი, როდესაც ჰოლი მძაფრი, მამაკაცური სუნამოს არომატით გაივსო.
– ბი!
მივბრუნდი და სხვა ვინ, თუ არა კრისტიანი იდგა და თავისი კაბინეტისაკენ მიხმობდა.
მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორ არ შეცვლილიყო ამდენი წლის შემდეგ.
ვერც კი შევამჩნიე, როგორ ეუბნებიდა შენიშვნას ახალგაზრდას, დაუკვირვებლობისა და ჩემი არ შეშვების გამო.
წელზე ხელი მომხვია და გამიძღვა.
– კვლავ ულამაზესად გამოიყურები.
– როგორი სასიამოვნო კომპლიმენტია თქვენი მხრიდან. – ვთქვი და ჩავიცინე.
დივანზე ჩამოვჯექი და ისიც გვერდით მომიჯდა.
– რისთვის გინდოდა შეხვედრა?
– არ იცვლები, კვლავ საქმე და მხოლოდ საქმე.
– კრისტიან, მხოლოდ სექსი არ არის მნიშვნელოვანი.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შენც ასე არ ფიქრობდი, როდესაც ჩვენ ვჟიმაობდით?
– ჩვენი სექსუალური ცხოვრების განსახილველად ნამდვილად არ მოვსულვარ.
– კარგი, ემილი გარსია მომავალ პარასკევს საღამოს გეგმავს, სადაც სიახლე უნდა გვაცნობოს. ჩემმა გუნდმა გაანალიზა ყველაფერი და აშკარად გაერთიანებაზე უნდა საუბარი. მისი და ანდერვუდების საერთო ფოტოები ამ ბოლო დროს ხშირად გავრცელდა.
– მართალი ხარ, ნამდვილად რაღაც აქვთ ჩაფიქრებული.
– ვიფიქრე, ერთად ხომ არ წავსულიყავით..
– კრისტიან! დანიშნული ვარ..
– როგორც ბიზნეს პარტნიორები.
– კი, მაგრამ ამ ეტაპზე არც ბიზნეს პარტნიორები ვართ.
– ბი, სწორედ ამაზე მინდოდა კიდევ საუბარი.. – ცოტა ხნით გაჩუმდა და ხელი ფეხზე ამატარა. როდესაც კაბის ბოლოს მიუხლოვდა, მიხვდა, გაფრთხილების თქმას ვუპირებდი და საუბარი გააგრძელა – მაპატიე, უბრალოდ ხელებს ვერ ვიმორჩილებ.. იმის თქმა მინდოდა, რომ მოწინააღმდეგის ცალ-ცალკე დამარცხება გაგვიჭირდება, ერთად უნდა ვიმუშაოთ.
– კი, მაგრამ..
– კარგად დაფიქრდი, ბი.
იმის გაგონებაზე კარგი, როგორ ამოკლებს კვლავ ჩემს სახელს, არაფერია.
– მოვიფიქრებ და შეგატყობინებ.
ლოყაზე ვაკოცე და მიუხედავად იმისა, რომ კოცნისას შეჩერებისაკენ და ტუჩზე კოცნისაკენ მიბიძგა, წამოვედი.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now