თავი II

1.7K 75 1
                                    

რამდენიმე დღემ ძალიან სწრაფად გაირბინა. მე და დევიდი სახლისთვის ახალი დეკორაციების საყიდლად დავდიოდით, სამსახურშიც მოგეხსენებათ და საქმე არასდროს ილევა.
20სექტემბერს კაბინეტის კარი გაიღო და ოთახი ნაცნობმა სურნელმა მოიცვა.
– კრისტიან?
–  4დღეა არ ჩანხარ.
– მართალი ხარ, უბრალოდ ბევრი საქმე მქონდა.
ტუჩებზე თითი მომადო და მითხრა, რომ მისთვის ახსნა-განმარტებები არ იყო საჭირო.
შევიშმუშნე, კვლავინდებურად რეაგირებდა ჩემი სხეული მის ყოველ შეხებაზე.
– რა გადაწყვიტე?
– წამოვალ და კონტრაქტის პირობებიც აუცილებლად შესათანხმებელია. როცა შეადგენ, ჩემი ადვოკატი გადახედავს.
– როგორც ინებებ.
ამ დროს ოთახში დევიდი შემოვიდა და კრისტიანს ამრეზით შეხედა, ყველაფერი იცოდა ჩემსა და მის ურთიერთობაზე. ვერ დაგიმალავთ და ეჭვიანობა ნამდვილად ირეკლებოდა მის ზღვისფერ თვალებში.
– რა ხდება, საყვარელო?
მოვიდა და მაკოცა.
შევამჩნიე მასაროტომ, როგორ გაიხედა, აშკარაა ამის დანახვა ნამდვილად არ ესიამოვნა.
– დევიდ ჯონსი, ბიანკას საქმრო.
ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
– კრისტიან მასაროტო, ბის მომავალი ბიზნეს პარტნიორი.
– გასაგებია.
ვეცადე სიტუაცია გამენეიტრალებინა და პირველივე თემაზე დავიწყე საუბარი, რაც კი თავში აზრად მომივიდა.
– კრისტიან, ხვალ პარასკევია, გარსიას საღამო. დრესკოდი როგორია?
– საღამოს კაბა, დარწმუნებული ვარ, ულამაზესად გამოიყურები.
დევიდმა წელზე ხელი მომხვია და ამით კრისტიანს მაიხვედრა, რომ მისი ადგილი აქ აღარ იყო.
– ნახვამდის. ხვალ 7ზე გამოგივლი.
– კარგი.
როგორც კი ოთახიდან გავიდა, დევიდმა მკითხა, მართალი იყო თუ არა ჩემი და კრისტიანის ბიზნეს პარტნიორობის ამბავი.
– დევიდ, ხომ გითხარი, რომ ემილი რაღაცას ხლართავს. ჯობს მასთან ერთად გავანადგურო გარსიას ფირმა, ვიდრე თავად მოუხერხებია.
– მესმის და შენს გვერდში მიგულე.
– მიყვარხარ!
– მეც მიყვარხარ, პატარავ.
თავი მხარზე ჩამოვადე და ამით ყველა პრობლემა გაუჩინარდა. აღარც ყოფილი მახსოვდა და აღარც რისკი. ნეტავ, ასეთია ნამდვილი სიყვარული?
ხელში ამიტაცა და ოფისის მაგიდაზე შემომაჯინა. კისერზე კოცნა დამიწყო.  ამ დროს კარები ისევ გაიღო და კრისტიანი შემოვიდა.
– მისტერ მასაროტო, ძალიან ცუდ დროს შემოხვედით. – უთხრა დევიდმა.
– ბიანკა, ხელშეკრულება მზადაა. შენი დახმარება მჭირდება, რომ იურისტამდე მშვიდობიანად მივიდეს.
– მგონი, ვერ გამიგეთ, რა გითხარით.  ცუდ დროს შემოხვედით.
– მისტერ ჯონს, ბიზნესი სექსზე ბევრად მნიშვნელოვანია. ასე არ არის ბი?
– ახლავე გამოვალ.
როდესაც კრისტიანი გავიდა, ტანსაცმელი და თმა გავისწორე, მობილური ავიღე და ჰოლში გავედი.
– მეგონა, ჩვენს შორის ერთადერთი იყავი, ვინც სიამოვნებასა და ბიზნესს ერთმანეთისგან მიჯნავდა, თურმე შევცდი.
– დავურეკავ მონიკას და კონტრაქტს შეისწავლის, შემდეგ უკვე საკონფერენციო ოთახში შევხვდეთ, როცა მზად იქნება.
– კარგი. დიდიხანია ერთად ხართ?
– 5წელი.
– ანუ რაც ჩვენ ურთიერთობა გავწყვიტეთ.
– კრისტიან, დრო იყო, რომ სხვაზე გადავრთულიყავი.
მასაროტომ თმა გადამიწია. ეს ყოველივე ძალზედ შორს წაგვიყვანდა, მონიკა რომ არ გამოჩენილიყო.
– მის კარინგტონ.
– მის ჰოლანდ, სწორედ ახლა ვაპირებდი თქვენთან დარეკვას. კონტრაქტი მზადაა, მინდა გადახედოთ და ყოველი მინუსის შესახებ მომახსენოთ, ვფიქრობ, ორივე მხარე თანასწორ უფლებიანი უნდა იყოს.
– რა თქმა უნდა, აუცილებლად შევისწავლი.
ხელშეკრულება გამომართვა, კრისტიანმაც დრო იხელთა ყავაზე დამპატიჟა. დავთანმხდი.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now