თავი IV

1.4K 56 1
                                    

მივდიოდი და ვფიქრობდი, რამდენად სწორად მოვიქეცი.. კი, მაგრამ სამართლიანი იყო დევიდის მიმართ? თანაც ამ წუთებში მისი საცოლე მქვია.. არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ახლა მხოლოდ კრისტიანზე მეფიქრება.
დარბაზში შევედი და დევიდს მივუახლობდი. კვლავაც, ჩვეულებისამებრ ხელი მომხვია და მიმიხუტა. კრისტიანიც შემოგვიერთდა, ვუსმენდით გარსიას სიტყვას, რომელზეც ამდენად იყო დამოკიდებული ჩვენი მომავალი.
– კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მოწვეულო სტუმრებო, დღეს მინდა გაცნობოთ ორი უძლიერესი ფირმის  ბიზნეს პარტნიორობის შესახებ. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიის მომავალს სამუდამოდ, უკეთესობისკენ შეცვლის. მინდა გაცნიბოთ, რომ ამ წუთიდან გარსია ქოუ და ანდერვუდ ინთერნეიშენალი ოფიციალურად გაერთიანდნენ.
ასეც ვიცოდი, სხვა ვარიანტი ნამდვილად არ განგვიხილავს.
– მართალი იყავი, კრისტიან. ნამდვილად ეს იყო მათი ჩანაფიქრი.
– მე კი.. მოხარული ვარ, მის კარინგტონ, ერთად დიდხანს მოგვიწევს მუშაობა.
როგორ უნდა გამეტარებინა რამდენიმე თვე იმ ადამიანთან ერთად, ვის მიმართაც კვლავ მქონდა ლტოლვა? მაგრამ აქ მთავარი ჩემი ოჯახური მდგომარეობაა. ცოლად მივყვები კაცს, რომელსაც არაფერი დაუშავებია და ასეთი იმედგაცრუების ღირსი ნამდვილად არ არის.
იმ საღამოს ბევრი ვიცეკვეთ, ბევრიც  ვისაუბრეთ. დასასრულს მე და კრისტიანი მისტერ ლორენცოს ველაპარაკებოდით, როდესაც მისი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა და დაგვტოვა.
– უნდა ვილაპარაკოთ..
– არ მითხრა, რომ დღევანდელს ნანობ, ბი..
– დევიდი ამას არ იმსახურებს. მისთვის ზედმეტია, ქორწილიც სულ რამდენიმე თვეშია. როგორ გავყვე ცოლად და ამავდროულად როგორ ვატყუო?
– ბიანკა, რამდენიმე ჭიქა შამპანიურიც ცუდად მოქმედებს შენზე. შეგვიძლია ხვალ ჩემთან ვილაპარაკოთ.
– რომელ სასტუმროში რჩები?
– სახლი აქაც კვლავ მაქვს.
– კარგი, მისამართი მომწერე და აუცილებლად მოვალ.
სახლში დავბრუნდით, როდესაც დევიდმა მკითხა:
– საყვარელო, ქორწილის ორგანიზატორმა დარეკა და იკითხა, რომელი გვირჩევნოდა, ტორტი თუ უბრალოდ ტკბილეულობა. ვიფიქრე, შენთან უნდა შემეთანხმებინა..
არ მეგონა ოდესმე თუ გამიჭირდებოდა ასეთ პრიმიტიულ კითხვაზე პასუხის გაცემა. სწორად ვიქცევი? ეს ის კითხვაა, რომელიც თავში კოცნის წამიდან მიტრიალებს.
– არ ვიცი.
– პატარავ, რამე მოხდა?
– არა, არაფერი.
– დარწმუნებული ხარ?
– უბრალოდ დავიღალე, ემოციური დღე იყო.
გულში ჩამიკრა.
– ხომ იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენთან ვიქნები?
– ვიცი და სწორედ ამის მეშინია.
ამ საღამოს ხმა აღარ ამოგვიღია. დავწექით და მიხუტებულებს მიგვეძინა.
  დილით ნაცნობმა ყავის სურნელმა გამაღვიძა. სამზარეულოში დევიდი ვიპოვე, უცებ დავემშვიდობე, მომზადებული ყავა დავლიე და მასაროტოსთან შესახვედრად წავედი.
– დილა მშვიდობისა, ბი..
– დილა მშვიდობის, კრისტიან..
– ჩემთან ერთად ხომ ისაუზმებ?
– აქ საუზმისათვის არ მოვსულვარ, ხომ იცი..
– ვიცი, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
დივანზე ჩამოვჯექი და ისიც გვერდით მომიჯდა.
– კვლავ იმავე აზრზზე ვარ. დევიდი არ იმსახურებს ასეთ განუკითხაობას.
– კი, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს არ მოგენატრა?
ფეხებზე ხელი ამაცურა და ამჯერად კაბის ბოლოს აღარ დაუბრკოლებია.
– ან ეს..
შემდევ მისი ხელი საცვალში ვიგრძენი. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ სხეულები ერთმანეთს გადაეხლართა და ერთადერთი რასაც ვგრძნობდი წყურვილი იყო, დაუოკებელი სურვილი კრისტიანთან დაწოლისა.
ყელზე კოცნა დამიწყო და კაბა შემიხსნა. ის ის იყო, ზევით მოვექეცი, რომ ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ წამიყვანა. სიტყვა დომინანტი ნამდვილად აღწერდა კრისტიანის ველურ და ვნებიან პერსონას.
ცხოვრებაში ასე არასდროს მისიამოვნია, 5წლის მანძილზე საკმაოდ დახვეწილიყო.
– პასუხი ნამდვილად მივიღე.
– დევიდს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო.
– დაშორდები?
– არ ვიცი..
კრისტიანს ვაკოცე, ჩავიცვი და სამსახურში მივედი.
კაბინეტის კართან კვლავ ელისი შემომეგება.
– მოგესალმებით, მის კარინგტონ, პრობლემა გვაქვს.
– რა ხდება, ელის?
– კომპანიიდან მნიშვნელოვანი ფაილები და საკმაოდ სოლიდური თანხაა გამქრალი. როგორც ჩანს სერვერი გაგვიტეხეს.
– ტექ-პერსონალი რას ამბობს?
– ჯერ-ჯერობით ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ გაგზავნა მისტერ კრისტიან მასაროტოს კომპანიის მეილიდან მოხდა.
– მიმღები ვინ არის?
– არა მგონია, მოგეწონოთ, რასაც ახლა გეტყვით..
– ელის!
– მიმღები გარსია ქოუა.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now