თავი XI

904 50 6
                                    

საკონფერენციო დარბაზში შევედი და კრისტიანი, მისი მეგობარი ედრიანი, სამ-სამი ჩვენი კრეატივ მენეჯერი და დევიდი დავინახე. მეც კრისტიანის გვერდით  ადგილი დავიკავე და საქმის განხილვას შევუდექით. შუა შეხვედრაზე მან კალამი ჩემსკენ გადმოაგდო და მის უკან მაგიდაზე დასაბრუნებლად გადმოიხარა. ამასობაში ფეხზე ხელი ამატარა და ქვედაბოლოს ქვეშ შემიცურა. უხერხულად შევიშმუშნე, მაგრამ მას არაფერი აკავებდა: არც მნიშვნელოვანი შეხვედრა და არც ამდენი ადამიანის ყოფნა ოთახში.
ხელი ჩამოვაწევინე, წამოვდექი დაფასთან სტატისტიკების ჩვენება დავიწყე.
შეხვედრა მალევე მიილია და მეც ჩემი კაბინეტისაკენ გავემართე.
უცებ მსუბუქი კაკუნი გავიგონე და ოთახში შემომავალი კრისტიანი დავინახე. პერანგი ტანზე იდეალურად მორგებოდა და მოსაცმელიც მეტად სექსუალურს ხდიდა, ისედაც უზომოდ მიმზიდველ მამაკაცს.
– რამე დარჩა მოსაგვარებელი?
– არანაირად.
შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ჩემსკენ წამოვიდა.
თმა გადამიწია და მკითხა:
– ეს ვისი ნამოქმედარია?
– რაზე საუბრობ?
– ნაკბენის შედეგად მიღებულ ჩალურჯებებზე შენს ყელზე.
– უი, არც შემიმჩნევია.
– ვისია-თქო, ბი!
– დევიდის.
– ვერ ვიტან სხვა რომ გეხება!
– მაშინაც, თუ ის სხვა ჩემი საქმროა?
– ორივემ ვიცით, რომ მალე აღარ იქნება.
– ასეთი დარწმუნებულიც ვერ ვიქნებოდი, კრისტიან.
– ჭკუიდან მშლი.
კედელს მიმაკრა და კოცნა დამიწყო.
მეც ფეხები წელზე შემოვაბჯინე და სამუშაო მაგიდაზე შემომსვა. პერანგი გავხადე და თავადაც არაფერს დაუბრკოლებია. იმ წუთს მივხვდი, როგორ მაკლდა ძლევამოსილი კაცი ჩემს ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც უკან არაფერზე იხევს და სასურველს ღებულობს.
საათს რომ დავხედე კარგა ხანი გასულიყო და მომდევნო შეხვედრა იწყებოდა. ძირს დავარდნილი ზედა და ტრუსი ავიღე და მოვწესრიგდი.
ოთახიდან გავდიოდი, როდესაც კრისტიანმა მკითხა:
– ხვალ საღამოს რომ სადმე წაგიყვანო, რა აზრის ხარ?
– სად?
– უბრალოდ იმის თქმა, შემიძლია,რომ არ ინანებ.
– რვაზე გამომიარე.
მოსაცმელი მოიცვა, მაკოცა, ქერა თმა წინ გადმომიწია და კაბინეტიდან გავიდა.
დარჩენილმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.
არც კი ვიცი, ხვალინდელი დღე როგორი იქნება. არასდროს იცი კრისტიანის გვერდით, შემდეგ რა კოხდება.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now