თავი XXIV

613 41 3
                                    

დარჩენილმა დრომ სწრაფად გაირბინა და ყველანი ნომრებში გადანაწილდნენ.
მეც ჩემს ოთახში შევედი და ვეცადე მომდევნო დღისათვის ფსიქოლოგიურად მოვმზადებულიყავი.
დილით ყველანი სასაუზმოდ შევიკრიბეთ. ორივეს ერთმანეთისგან მოშორებით, მაგიდები აერჩიათ და მათ მისხდომოდნენ. არ წყდებოდა ხალხი ბენისა და ლუკრეციას ირგვლივ. მეც ლუ გადავარჩინე და რამდენიმე წუთით ალიაქოთს გამოვარიდე.
– გადაწყვიტე?
– კი.
– როდის ეტყვი?
– დღეს, აუცილებლად.
– წარმატებები, ბიანკა და რომ ჩამოვალ, ყველაფერს მოგაყოლებ.
– მობილური და უამრავი ტექნოლოგია არსებობს.
– ბევრად სერიოზული საკითხია. მხარს გიჭერ, ვისთანაც გგონია, რომ ბედნიერი იქნები, ის აირჩიე.
– ქორწინება მოგიხდათ, მისის დევის.
– მიდი და თავს მიხედე.
ლუკრეცია და ბენი სამოგზაუროდ წავიდნენ კერძო თვითმფრინავით, ხოლო დანარჩენები ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. მიხაროდა, რომ ქორწილმა ზედმეტი დრამების გარეშე ჩაიარა.
ჩვენი ფირმის ნიუ-ორკის მთავარ ფილიალში მივედი და ჩანთა მაგიდაზე დავაგდე.
– არ მეგონა, დღეს თუ მოხვიდოდით, მის კარინგტონ.
– ბიზნესი არასდროს იცდის, ელის.
– ყავა მოგიტანოთ?
– აქამდე უნდა მოგეტანა. ახლა არ მჭირდება.
– კარგით, მის კარინგტონ.
– დევიდი მოვიდა?
– კაბინეტშია.კიდევ შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
– არა. საბუთებს გადახედე და მომავალი კონფერენციების განრიგი გამირკვიე.
– კარგი.
მოსაცმელი დივანზე დავტოვე და დევიდის კაბინეტისაკენ გავემართე.
მაგიდასთან იჯდა და როგორც ყოველთვის, დოკუმენტებს აწესრიგებდა. მალევე შემნიშნა და მეც აღარ დამიყოვნებია:
– მეტი აღარ შემიძლია.
– რაზე ამბობ?
– არ შემიძლია გატყუო, ცოლად გამოგყვე და რეალურად სხვა კაცზე ვფიქრობდე.
– ბიანკა..
– ცოტა ხანი მაცადე. ვიცი, შესანიშნავი ადამიანი ხარ და რეალურ ურთიერთობას იმსახურებ, დაგვირგვინებულს იდეალური ქორწინებით და შვილებით, რომლის მოცემაც მე არ შემიძლია. გატყუებ, შემიძლია, მაგრამ იდეალურამდე ზედმეტად ბევრი ეკლდება. ვერ გაგწირავ, მეტს იმსახურებ და შენ ეს ძალიან კარგად იცი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც შეიყვარებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ვიყავი.
– მისმინე.
– დევიდ, ეჭვი მაქვს, აღარ გენდომება ჩვენთან მუშაობა, მაგრამ იმედი მაქვს, იქამდე მაინც დარჩები, სანამ ახალ სამსახურს იშოვი.
– მესმის და ვაფასებ შენს გულწრფელობას.
– რა?
– ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.
– მაპატიე. იმედი მაქვს, იპოვნი შესაფერის ადამიანს.
– წარმატებები მასაროტოსთან.
დამშვიდობების ნიშნად ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
სწორედ ეს იყო, რასაც დევიდში ყველაზე მეტად ვაფასებდი: მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი და გაგების უნარი. კი, მაგრამ რამდენი იზამდა იგივეს? არც თუ ისე ბევრი. რამდენი წყვილი გინახავთ ასე მშვიდად დაშორებულიყო ქორწილამდე 2 თვით ადრე? არც ერთი. განსხვავებაც ამაშია, მასსა და სხვა კაცებს შორის. ისღა მრჩებოდა, კრისტიანთან წავსულიყავი და ყველაფერი მეთქვა, რასაც მთელი ეს დრო ვგრძნობდი. და თქვენ გგონიათ ამ სიხარულმა დიდხანს გასტანა? ძალიან ცდებით, ძალიან...

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now