თავი VIII

973 52 6
                                    

დილით საწოლში მარტომ გავიღვიძე, თვალებით დევიდს ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ.
ტელეფონი ვიპოვე და დარეკვა ვცადე. უცებ ზარის ხმა ჰოლიდან შემომესმა. დევიდი ნომერში ლანგრით შემოვიდა.
- დილა მშვიდობისა, პატარავ!
- დილა მშვიდობისა. სად იყავი?
- ჩემს ულამაზეს საცოლეს საუზმე ამოვუტანე.
გავუღიმე, გვერდით მომიჯდა და ავოკადოს ტოსტი თავისი ხელით შემაჭამა. მიმიხუტა, ფორთოხლის წვენი მომაწოდა და მკითხა:
- რამე გაწყენინე გუშინ?
- იმდენი რამ მოხდა, ხასიათზე არ ვიყავი. თანაც, ცოტა უხეშად მეპყრობოდი. ხომ იცი, რომ ნივთი არ ვარ?
- მაპატიე, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. ხომ გაგაფრთხილე, ეს კაბა დიდხანს არ გეცმევა-თქო.
ჩამეცინა.
თვალებში ძველებური სიმშვიდე და სითბო ერეკლებოდა.
- დღეისთვის გვაქვს რამე დაგეგმილი?
- ვიფიქრე, სპა პროცედურები მოგიხდებოდა.
- მხოლოდ ჩემთვის, თუ შენც შემომიერთდები?
- ძირითადად წყვილებისთვისაა.
სამი საათი ხდებოდა, როდესაც მე და დევიდი საუნაში ჩავედით. კაბინაში მარტონი ვიყავით. დევიდმა ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
- დევიდ, ცხელა..
ამოვიწუწუნე და ხელი გადავადებინე.
- საყვარელო, რა გჭირს?
- რას გულისხმობ?
- საერთოდ აღარ მიკარებ. იმ მასაროტოს გამოა?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
წამოვდექი და ნომერში ცივი შხაპისთვის ავედი.
ოთხს მხოლოდ 10წუთი აკლდა, როდესაც გამოვიცვალე და კრისტიანთან წავედი.
კარი პირსახოცშემოხვეულმა გამიღო.
- ბი? ასე ადრე არ გელოდებოდი.
- ვიმედოვნებდი, აქ დამხდვდებოდი. შეგვიძლია, ახლა ვისაუბროთ?
- მაშინ ჩავიცვამ.
- არ შეწუხდე.
გამიღიმა და სავარძელზე ჩამოჯდა. წვეთები დაკუნთულ სხეულზე მოსრიალებდა და პირსახოცს ასველებდა.
- ასე შორს უნდა იდგე?
- რამე პრობლემას წარმოადგენს? აქ შენი ვერსიის მოსასმენად მოვედი.
- ვერსია არაა, ერთადერთი სწორი ისტორიაა.
- გისმენ.
- ტრანზაცია მართლა მოხდა, ჩემი ფირმის ანგარიშიდან გარსიასთვის.
- მეც სწორედ ამას გეუბნები.
უკვე კარებისკენ მივდიოდი, როდესაც ხელი მომკიდა და მისკენ შემაბრუნა.
- ბოლომდე მომისმინე.
მითხრა დამძიმებული ხმით და თხრობა განარგრძო.
- ჩემი ფირმის ერთ-ერთი თანამშრომლის ნახელავია. ნახევარი მილიონი დოლარი გააგზავნა და თან ინფორმაციაც მიაყოლა. ამის გამო, რაღა თქმა უნდა, სამსახურიდან გავაგდეთ.
- რაში სჭირდებოდა გაგზავნა, ან როგორ მიუწვდებოდა უბრალო თანამშრომელს ჩემი ფირმის ინფორმაციაზე ხელი?
- რა შენი ფირმის ინფორმაციაზე?
- სამომავლო ბიზნეს გეგმებზე.
- ვინ გითხრა ეს სისულელე?
- ჩემმა აიტი ჯგუფმა დაურეკა შენთან წამოსვლამდე დევიდს და უკვე გადამოწმებული გვითხრა.
- ამ ამბავში მხოლოდ მე დავზარალდი. არც შენ და არც შენს ბიზნესს შეხებია. ჩემს მიერ შეძენილ აქციათა მონაცემები მიეწოდა ემილის მთავარ მდივანს.
- კი, მაგრამ..
- არაფერი გაქვს სათქმელი, ბი. ხომ იცი, რომ მსგავს არაფერს დაგიმალავდი. სხვათა შორის არც მეგონა, რომ მომისმენდი.
- მელანიესა და ლუკრეციას ველაპარაკე წამოსვლამდე. მელმა შემახსენა, რომ გამგზავნის ვინაობის დაფარვა შეგეძლო, რაც არ გააკეთე და მაგან გამიჩინა ეჭვი.
- დევიდთან რას აპირებ? კარგი იყო გუშინდელი ღამე?
- გუშინ არაფერი მომხდარა.
- სხვანაირად ჩანდა.
- შევაჩერე.
- გაიგეთ, მის კარინგტონ, ნამდვილი მამაკაცის გემო და სხვას აღარ კადრულობთ?
- ეჰ! კრისტიან, როდის შეიცვლები. თვითკმაყოფილი იდიოტი როდემდე უნდა იყო?
- რა? ტყუილს ვამბობ?
- არანაირად.
პრესზე თითები ავატარე და ვგრძნობდი, სუნთქვა როგორ უხშირდებოდა.
- დევიდთან რას აპირებ?
- არ ვიცი, ყველაფერი იმდენად არეულია, ნორმალურად ფიქრის საშუალებაც არ მაქვს.
- დაახლოებით რა დრო დაგჭირდება?
- 1თვე საკმარისი იქნებოდა.
- ნამდვილად?
- ნამდვილად.
ლოყაზე ვაკოცე, გასვლისას კიდევ ერთხელ გავხედე და დევიდთან დასალაპარაკებლად წავედი.
ნეტავ, როგორ მიიღებს დევიდი? მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now