სახლში შევდიოდი, როდესაც მათ საუბარს მოვკარი ყური..
– ძალიან კარგად მოიქეცი, გაგვახარა შენმა ჩამოსვლამ.
– იმედი მაქვს.
– ვინ გითხრა, სად ვცხოვრობდით?
– შენმა საქმრომ.
– ვიცოდი, რომ არჩევანში არ ვცდებოდი.
გაეცინათ.
– სხვაგვარად არც კი ვიცი, როგორ უნდა მომეგნო თქვენთვის.
– კრისტიან, ვიცი, რაც თქვენს შორის მოხდა წლების წინ, მაგრამ ახლაც ვხედავ, როგორ უყურებ ჩემს დას, მისთვის რამდენს აკეთებ, აბედნიერებ და მინდა იცოდე, რომ მართლა ვაფასებ. შეიძლება ბიანკა გაწვალებს, მაგრამ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, შენ აგირჩევს. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს. თანაც, უნდა იცოდე, რამხელა მსხვერპლზე მიდის, თუნდაც ამ გადაწყვეტილების მიღებით. შენ თუ აგირჩევს, მედია ცოცხლად შეიწირავს და ამად მაინც უნდა უღირდეს ეს ყველაფერი.
– ლუ, ერთადერთი, დადებითი პასუხი მინდა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიანკა ინატრებს.
– მიხარია, რომ კვლავ გამოჩნდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიანკას ყველანაირი გადაწყვეტილების მიღების შედეგად მხარს არ დავუჭერ. არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, შესაბამისად კონკრეტული მხარის არჩევას არც მე ვაპირებ.
ამასობაში ჯეიმს დავუძახე, ვიქტორიასა და ლიამს დროებით დავემშვიდობე და ეზოში კვლავ მასაროტოსთან და ლუკრეციასთან გამოვედი.
ლუს თავისი მობილური მივაწოდე და კრისტიანისაკენ წავედი.
– როგორც კი წავა, აუცილებლად გამოვალ.
– მაშინ დაგელოდებით.
მაკოცა და ჩვენც ჩვენი ვილისაკენ წავედით. უცებ ხელში ვიბრაცია ვიგრძენი, ზარი დაწეული მქონია. მესიჯი კრიდტიანისაგან იყო მოსული:
"– სხვათაშორის შესანიშნავი უკანალი გაქვთ, მის კარინგტონ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, შეთამაშება ნამდვილად სჭირდება."
გამეცინა, ეს კაცი არასდროს ისვენებდა, მუდმივად მუშაობდა, სტრესის ქვეშ იყო, მაგრამ მაინც იმ ადამიანად რჩებოდა, ვისაც ნებისმიერ წამს შეუძლია ხალხის ცუდი მდგომარეობიდან გამოყვანა.
"– ოცნება გააგრძელეთ, მისტერ მასაროტო."
ყველაფერი ჩემოდნებში ჩავალაგეთ, კერძო თვითმფრინავში ავედით და დაახლოებით 6 საათი იქნებოდა, როდესაც ნიუ იორკში ჩავაღწიეთ.
– დევიდ, ჩამოვედით და შეგიძლია გამომიარო? მშობლების სახლში ვარ და რადგან მაინც აპირებდი წამოსვლას..
– რა თქმა უნდა, ბი. ათ წუთში მანდ ვიქნები.
– კარგი, გელოდები.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნამდვილად გავიგე მანქანის ხმა და კარიც წამში გაიხსნა.
– საღამო მშვიდობისა, ყველას.
– საღამო მშვიდობისა.
ჩემსკენ გამოემართა, წელზე ხელი შემომხვია და მაკოცა.
– ლამაზო, წავიდეთ?
– კი, კი. ლუ, შენც ხომ არ წამოხვალ?
– ბენს დაველოდები.
– კარგი.
მშობლებს დავემშვიდობე და მანქანაში ჩავსხედით.
მუხლზე ხელი დამადო და გზა სიჩუმეში განვლიეთ.
ჩემს სახლთან მივედით, როდესაც გადმომყვა, მოახლეების რამდენიმე დღით დათხოვნის გამო, თავად მოუხდა ჩემოდნების შემოტანა და ზღურბლსაც გადავაბიჯეთ.
– შენს ოთახში ავიტანო?
– იყოს, დევიდ, სადაც არის.
– ჰმ, კარგი.
დივანზე ჩამოვჯექი და ისიც წამსვე მომიჯდა.
– სიგიჟემდე მენატრებოდი.
– მეც მენატრებოდი, დევიდ.
– მეტი აღარ შემიძლია.
ჩემსკენ გადმოიხარა და კოცნა დამიწყო
გადამაწვინა და კაბის შეხსნა დამიწყო, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
– მაპატიე, დედაჩემია და უნდა ვუპასუხო.
დივნიდან წამოვფრინდი და უმალ ვუპასუხე.
– დე? ყველაფერი რიგზეა?
– კი, ბიანკა. უბრალოდ შენს ჩანთებს მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც გამოყვა. აუცილებლას გვჭირდება, შეგიძლია მოიტანო?
– ბერნის ვერ გამოგზავნით?
– საკმაოდ მნიშვნელოვან და ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, მძღოლს ვერ ვანდობთ.
– კარგი, როდისთვის გჭირდებათ?
– დღესვე.
– კარგი, გამოვდივარ.
გავუთიშე და ტანსაცმლის სწორება დავიწყე.
– რა მოხდა?
– რაღაც საბუთი გამომყოლია და უნდა მივიტანო.
– მიგიყვანო?
– ჩემი მანქანით წავალ.
– როგორც გინდა.
მივედი, კალთაში ჩავუჯექი და წაკით ვაკოცე, შემდეგ კი სხვადასხვა მანქანებისაკენ გავემართეთ.
რვას წუთები აკლდა, როდესაც კრისტიანმა დამირეკა. საკმაოდ უცნაურად მეჩვენა, წესით ახლა გზაში უნდა ყოფილიყვნენ.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...