თავი XXVIII

577 35 1
                                    

მანქანისკენ წავედი და დავინახე, როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას ტელეფონზე, წამში გათიშა და მეც ავტომობილში ჩავჯექი.
– ყველაფერი რიგზეა?
– ტომასმა მხარს გიჭერო, აი დედაჩემის რეაქცია კი თავადაც ნახე.
– თავს როგორ გრძნობ?
– დავიღალე, ემოციურად მძიმედ ვარ. როგორ არ შეუძლია ქალს, რომელმაც გამზარდა, ჩემი გაგება?
– ყველაფერი მალე მოგვარდება, ბი, მაგრამ იქამდე ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო.
– და სად?
– იტალიაში ნამყოფი ხარ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულად?
– ჩემს მშობლიურ ქალაქში.
– პორტოფინოში? არა, არ ვყოფილვარ.
– ეს უნდა გამოვასწოროთ.

გზა განვაგრძეთ და ნახევარ საათში კრისტიანის კერძო თვითმფრინავიც გამოჩნდა.
– დღეს მივდივართ?
– დრო რატომ უნდა დავკარგოთ.
– ტანსაცმელი ხომ მჭირდება?
– სიმართლე რომ გითხრა, ჩემთვის შენი შიშველი სხეულის ყურება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ესეც მოგვარებულია.

ავტომობილიდან გადავედით თუ არა, ჩემი მძღოლი კრისტიანისკენ წამოვიდა და ჩემი 2 ჩემოდანი მიაწოდა.
– ბერნი, აქ რას აკეთებ?
– თქვენი ნივთები მოვიტანე, მის.

კრისტიანს გავხედე და ჩამეცინა. ყველაფერი უკვე დაგეგმილი ჰქონდა.
ხუთიოდე წუთში მისი პილოტიც გამოვიდა და მომსახურე პერსონალმა თვითმფრინავში ჩასხდომისკენ მოგვიწოდა.
შევედით თუ არა, ჩვენს მიერ მოთხოვნილი შოკოლადი  მოგვიტანეს და ჩვენც საძინებელთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ კაბინაში მოვკალათდით. ჩავრთეთ ფილმი, რომელიც აქამდე არც ერთს გვენახა და ერთმანეთთან მიხუტებულები ვუყურებდით. ასეც მიმეძინა, კრისტიანის გულ-მკერდს მიკრობილს.
დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც პორტოფინოში ჩავაღწიეთ. მიყვარს ღამით მგზავრობა, თითქოს ვერ იგებ როგორ გავიდა მგზავრობის მთელი 8 საათი და დასვენებულ-გამოძინებული ჩადიხარ დანიშნულების ადგილას.
ნივთები კრისტიანის ავტომობილში გადავიტანეთ, რომელიც იქვე დაგვხვდა და ოციოდე წუთში მასაროტოს კუთვნილი სახლიც გამოჩნდა. სიტყვებით რთულია ამ პატარა ქალაქის სილამაზის აღწერა  მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ნანახი იტალიური ქალაქებიც არ ჩამოუვარდებოდნენ ულამაზესი არქიტექტურით მას, აქ რაღაც სხვა გრძნობა დამეუფლა. პირველ რიგში მესიამოვნა, რომ კრისტიანმა ამის ჩემთვის გაზიარება გადაწყვიტა და რაც მთავარია, წამომიყვანა არა სასტუმროში, არამედ სახლში, სადაც მისი უარავი მოგონებაა თავმოყრილი.
ახლა კი მცირეოდენი ინფორმაცია. პორტოფინო იტალიის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს. პორტოფინოში ყველანაირი მშენებლობა აკრძალულია და ქალაქი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც მე-19 საუკუნეში, როცა აქ მხატვრები და მწერლები ცხოვრობდნენ.¹

არც კრისტიანის სახლი გამოირჩეოდა გარედან თანამედროვე არქიტექტურით. ღია ყვითელში გადაწყვეტილი ფასადი ძველ, იტალიურ სახლებს მოგაგონებდათ. აი ინტერიერში კი მაქსიმალურად ერწყმოდა თანამედროვე და მე-19 საუკუნის იტალიისათვის დამახასიათებელი ორნამენტები, დეტალები.
ყველამ დაგვტოვა, ჩვენ კი ტემპერატურის შესაბამისად გამოვეწყვეთ და პორტთან ახლოს მდებარე პატარა კაფეებიდან ერთ-ერთში ვისაუზმეთ.
საოცარი იყო ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩების შემდეგ, მშვიდ პორტოფინოში ჩამოსვლა. ირგვლივ სულ კატერები და მომღიმარი ადამიანები იყვნენ. და მე თუ მკითხავთ, სწორედ ასე გამოიყურება დასვენება. ძველი იტალია და საყვარელი ადამიანი. იდეალური დუეტია, არა?
საუზმის შემდეგ ძველ ქუჩებში ფეხით გავისეირნეთ და გზად კრისტიანის დედას გადავეყარეთ.
– ბიანკა, კრისტიან! აქ როგორ აღმოჩნდით?
– დღეს ჩამოვედით. – ორივემ გადავკოცნეთ დანიელა.
– რატომ არ გვითხარი? არა, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს ყოველივე. დღეს, საღამოს 8ზე ჩვენთან გელოდებით. ბიანკა, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, საყვარელო.
– მეც, მისის მასაროტო.
– მხოლოდ დანიელაც საკმარისია.
– კარგი, დანიელა, აუცილებლად მოვალთ, მადლობა.

უცებ ავტომობილში ჩაჯდა და მზარეულთან დარეკა.
– უზომოდ საყვარელი ქალია, კრისტიან.
– როგორ გაუხარდა შენი დანახვა.
– სასიამოვნოა, ჩვენი დედებიდან ერთს მაინც თუ უხარია ჩვენი ერთად ყოფნა.
– ცოტაც დაიცადე, ბი. ყველაფერი დალაგდება.
– იმედი მაქვს. მაგრამ იქამდე, დღეს რა ჩავიცვა?
– ტანსაცმელი ხომ წამოვიღეთ.
– არ ვიცი ჩემი სამოსი ვინ აარჩია და ჩაალაგა, მაგრამ აშკარად შენი თვალებისთვის უზრუნია. ამათ ვერ ჩავიცვამ შენს მშობლებთან.
– მაშინ ვიყიდოთ.
– წამიყვანეთ, ბატონო კრისტიან, მაღაზიებში.
– ახლავე, ქალბატონო ბიანკა. – მითხრა და წამში ხელში ამიტაცა.
– კრისტიააან!! დამსვი!
– თქვენს დავალებას ვასრულებ, მის კარინგტონ. ახლა კი, მაცადეთ თქვენი მშვენიერი უკანალის ტარება.
– დეგენერატი ხარ, კრისტიან.
– შევასწორებ, ბი. შენი დეგენერატი ვარ.
– იცოდე, გამოგცვლი. – ჩავიცინეთ და მეც თმა ავუჩეჩე.

¹ პორტოფინოზე ინფორმაციის წყარო – Turebi.ge

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now