მასაროტოს ფირმის მთავარ შენობასთან მივედით, როდესაც კარგად გავიაზრე რა ხდებოდა. მძღოლმა კარი გამიღო, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. არ მინდოდა გადასვლა. რა სიტუაცია დამხვდებოდა?
ლიფტით მე16 სართულზე ავედი და კრისტიანის ოფისისაკენ გავემართე.
წითურთმიანმა გოგონამ ამჯერად აღარ შემაჩერა, მაგრამ ალმაცერად ნამდვილად მიყურებდა.
კაბინეტში, სკამზე მოკალათებულიყო და საბუთებს ჩასცქეროდა. როდესაც დამინახა, სახე გაუნათდა და მკითხა:
– ბი.. ყველაფერი რიგზეა? დაელაპარაკე?
ხმას ვერ ვიღებდი. მომიახლოვდა და წელზე ხელი წამავლო. თვალებში ვერ ვუყურებდი, მზერა კარისკენ მიმეპყრო.
ამ დროს კი დევიდი შემოვიდა.
– ბი.. რა ხდება?
– ხელები მოაშორე, მასაროტო.
– ვინმე ამიხსნის აქ რა ჯანდაბა ხდება?
ხმაში ბრაზი აშკარად შეიმჩნეოდა.
– საკმარისად გაანადგურე და ამის უფლებას მესამედ ნამდვილად აღარ მოგცემ.
– ბიანკა, რას აკეთებს ეს კაცი ჩემს კაბინეტში.
– კრისტიან, ხელშეკრულების გაუქმება მინდა.
– მიზეზი?
– ეს არ უნდა გაგეკეთებინა. გენდობოდი, მაგრამ იმედი გამიცრუე.
ოთახში გაჩერება აღარ შემეძლო და კაბინეტიდან გავედი.
ფოიედან მათი კამათის ხმა მესმოდა. დაახლოებით 10წუთში დევიდი გამოვიდა, ხელი მომკიდა და შენობიდან გამიყვანა.
– რაზე ილაპარაკეთ?
– ასახსნელი არაფერი აქვს.
– ხელშეკრულება?
– ჯერ-ჯერობით გაუქმება შეუძლებელია. იურისტებთან გავარკვიოთ და პირველივე შესაძლებლობაზე, ანულირება მოვახდინოთ.
– კარგი. ლუსა და მელანიეს სანახავად უნდა წავიდე, საუკუნეა არ მინახავს.
– მასე ჯობია. ცოტა დამშვიდდები. მიყვარხარ.
– თავს მიხედე.
ტელეფონს დავხედე და უკვე საღამოს 5საათი ყოფილიყო. სწრაფად დავურეკე მათ და უახლოესი კაფესაკენ გავემართე.
ლუკრეცია, ჩემზე ორი წლით, ხოლო ჯეიმსზე ხუთი წლით უმცროსი დედმამიშვილია. ერთმანეთს ძირითადად საოჯახო შეკრებებსა და
ბიზნეს შეხვედრებზე ვხედავთ. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები არიან. ალბათ, ასეც უნდა იყოს. არა?!
მელანიე კი ჩემი თანაკურსელი და "Carrington Co"-ში მარკეტინგის განყოფილების მმართველია.
მათთან შეხვედრამ აშკარად დადებითად იმოქმედა ჩემზე. ყველაფერი მოვუყევი და რჩევებმაც არ დააყოვნა.
– ვფიქრობ, კრისტიანს რაიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა. მახსოვს თქვენი მაშინდელი ურთიერთობა და ნამდვილად არ მგონია, ამდენად შეცვლილიყო. ბოლოსდაბოლოს შენზე ნამდვილად ზრუნავდა.
მელანიემ თვალები გადაატრიალა და მითხრა:
– ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ერთხელ გიღალატა და არა მგონია, მეორედაც გაუჭირდეს. რაც არ უნდა იყოს, ბიზნესში ერთად ხართ და არაფერი უნდა დაემალა. დევიდი ძალიან გონივრულად მოიქცა, მაგრამ გაპატიებს კი სრულად ოდესმე?
– ბიანკამ თავადაც არ იცის რა უნდა, მელ. ერთ მხარეს მოსიყვარულე საქმრო და მეორე მხარეს პირველი სიყვარული, დრამატული წარსულით, რომელიც მის დასაბრუნებლად მოდის.
– ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა იყო მისი ნამვდილი მოტივი, ბიანკას ცხოვრებაში ხელახლა გამოჩენის. ან რა დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კიდევ სხვა რამეს არ მოიფიქრებს?
– ჯერ ისიც არ ვიცი, დევიდს კიდევ უნდა თუ არა ჩემი ცოლად შერთვა.
– აქ ის უფრო მთავარია, შენ რა გინდა.
– ჩემსა და კრისტიანს შორის კვლავ არის რაღაც, რაც მაბრკოლებს. ლტოლვა? მონატრება? ვნება? არ ვიცი, მაგრამ აშკარად ისაა, რაც დევიდთან არასდროს მიგვრძნია. აქეთ კი მყავს დევიდი რომელსაც იმდენად ვუყვარვარ, კრისტიანთან დაწოლაც კი მაპატია.
ერთხანს დუმდნენ, სიჩუმე კი ბოლოს მელანიემ გაარღვია:
– კი, მაგრამ კრისტიანს თავისუფლად შეეძლო ყველანაირი გადარიცხვების დამალვა, რაც არ გააკეთა, აქ საკამათო არაფერია. ჭკვიანია, გონიერია და სურვილისამებრ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ..
– არ დაუმალავს.
წინადადება დავასრულე და აზრების ზღვაში გადავიკარგე. რა ხდებოდა ჩემს თავს? რისი ჩამდენი იყო კრისტიანი და რატომ არ დაფარა გამგზავნის ვინაობა? რა აკავშირებს გარსიასთან? ნეტავ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შემეძლოს.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...