დილით პოლიციამ დარეკა და მტკიცებულებების საფუძველზე 21 ივლისს სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ჩვენი მოთხოვნა, მის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველივე მოსმენაზე დააკმაყოფილა და დევიდს 14წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჩვენც ცხოვრების გაგრძელება ჩვეულებრივი რიტმით გავაგრძელეთ და მომავალი წლის მარტში მეორე ორსულობის ამბავი გავიგეთ. მთელი ეს დრო კრისტიანი განსაკუთრებული მზრუნველობით მიდგებოდა. ბედნიერნი ვიყავით ყოველი გათენებული დღით და ფეხმძიმობაც სრულ იდილიაში მიმდინარეობდა. ამავე წლის 4 აგვისტოს, პატარა ქორწილი გავმართეთ, იტალიის ულამაზეს ქალაქ - პორტოფინოში, რომელიც აგრეთვე გემახსოვრებათ და კრისტიანის მშობლიური ქალაქი გახლავთ. წვეულებას მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ხელის მომკიდეებად ლუკრეცია, ვიქტორია, ლიამი და ჯეიმსი ავირჩიეთ. საღამოს დასასრულს კი ღია ცისფერში გადაწყვეტილ, ულამაზეს ბაღში მაგიდებს მივუსხედით და ყველაფერი ნელი ცეკვით დავაგვირგვინეთ. 37 კვირის ორსულმა ესპანეთში, 23 დეკემბერს ვიმშობიარე. პატარა ნათანიელ მასაროტო პირველმა მამამ დაიჭირა და ცხოვრებაში მეორედ დავინახე კრისტიანის თვალზე მომდგარი ცრემლი. საინტერესოა, როგორ უჩვილებენ შვილები გულს კაცს, ვისზე ძლიერი, მამაცი და გაწონასწორებული დღემდე არავინ მინახავს. 35 წლის ვიყავი, როდესაც ქვეყანას პატარა ლეა და ნიკოლასი მოევლინენ, გრილი გაზაფხულის 7 აპრილს. გამოვტყდები და ყოველთვის მინდოდა დიდი, იტალიური ოჯახი, ეს კი ერთმა ნახევრად იტალიელმა მამაკაცმა შვიდიოდე წელში რეალობად მიქცია. საცხოვრებლდ გარკვეული პერიოდი იტალია ავირჩიეთ, მასაროტოების ოჯახთან ახლოს, სადაც ოთხივე შვილის მშვიდად აღზრდას შევძლებდით, შემდეგ კი კვლავ შეერთებულ შტატებში დავბრუნდით, სადაც ბავშვები სწავლას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამერიკულ სკოლაში გააგრძელებდნენ. აქვე, მაქსიმალურად ვცდილობდით არ დაგვეკარგა ნაპერწკალი, რომელიც წლები გვაკავშირებდა და ვიყოლიეთ იმდენი შვილი, რამდენიც ღმერთმა გვარგუნა. ნუ დავივიწყებთ ვიქტორიასა და ჯეიმსსაც, რომელთაც ჩვენს შემდეგ, გრანდიოზულად იქორწინეს და პატარძალი საკურთხეველთან ლიამმა და პატარა ჯეისონმა მიაცილეს. მათაც ჩვენთან ახლოს ყოფნა ამჯობინეს და საცხოვრებლად ულამაზესი ნიუ-იორკი აირჩიეს. ლიამი ჩვენი კვლავ შეხვედრიდან 10წლის შემდეგაც ეული დადიოდა, სანამ საბოლოოდ ერთ, ფრანგ გოგონაზე არ დაინიშნა და საფრანგეთში დაფუძნება გადაწყვიტა. მელანიე? იგი ჩვენს მოკითხვას ერთადერთხელ გამოეხმაურა და საბოლოოდ გავარკვიეთ, რომ მას კრისტიანთან სიახლოვეს ყოფნა, თავისივე სიმპათიის გამო არ შეეძლო. ამანდა კრისტიანს უკვე კარგად ექცეოდა და ნათანიელის დაბადებით გამოწვეულმა სიხარულმა იგი ოჯახშიც მიაღებინა.
რა ხდება ახლა? ვზივარ, ძვირფასო მკითხველო, აივანზე, სადაც ჩემი დღიურის ფურცლებს უწინდებურად ვავსებ, ვასრულებ ისტორიას, რომელმაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ყველაფერი მოგიყვათ. 54 წლის ასაკში ვზივარ და თვალს ვავლებ თითოეულ გვერდს, ჩაწებებულ ვარდების ფურცლებს თითებს ვატარებ და ყველა ფოტოს საათობით ვაკვირდები. გვერდით კი კვლავ მიზის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული, რომლის გარეშეც ცხოვრება დღითი დღე, მეტად და მეტად აღარ შემიძლია. ვსხედვართ და ვუსმენთ სიმღერას, ჩვენი ლამაზი ქორწილის დღიდან, ვტკბებით ოჯახთან გატარებული ყოველი წამით და ახალგაზრდობას ვიხსენებთ. ჩვენი სიყვარულის ისტორია ამით არ მთავრდება, კვლავაც, უამრავი წელი იარსებებს, მაგრამ ამით უნდა დაგემშვიდობოთ. გიტოვებთ პირობას, რომ შემდეგი, თავის ისტორიას ჩვენი ნათანიელი მოგიყვებათ. მასაც ვჩუქნი ამავე დღიურს და ისიც დაუზარელად მპირდება, რომ პირობას შეასრულებს. გემშვიდობებით.
- დიდი სიყვარულით, თქვენი ბიანკა კარინგტონ-მასაროტო.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romansბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...