თავი VII

1K 48 4
                                    

სახლში დაბრუნებულს დევიდი სავარძელში მოკალათებული, უამრავი ჩემოდნით დამხვდა.
– დევიდ.. სად მიდიხარ?
– ჩვენ მივდივართ.
– კი, მაგრამ სად?
– დასასვენებლად. რთული კვირა იყო და მგონი, მხოლოდ ჩვენ ორისთვის დროს ვიმსახურებთ.
– მითხარი, რა ადგილას მივდივართ, რომ შესაფერისი ტანსაცმელი ჩავალაგო.
– ყველაფერი მზადაა.
– ფირმა?
– მოგვარებულია. შეხვედრები გადავადებინე. საჩქარო არაფერი იყო.
– კარგი..
მანქანაში ჩავსხედით და დაახლოებით სამ საათიანი გზა სიჩუმესა და დაძაბულობაში განვლიეთ.
ვფიქრობდი, კრისტიანზე, რომელიც ჩემს გონებას მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. გვერდით კი ვუყურებდი დევიდს, რომელიც მანქანას მშვიდად ატარებდა, ისე, თითქოს ჩემსა და მასაროტოზე არაფერი მითქვამს. შეუძლია კი  ნამდვილ სიყვარულს ღალატის ფაქტი გადაფაროს? შეძლებს ოდესმე ბოლომდე პატიებას? ან საერთოდ, მე რა მინდა.. ლუსა და მელთან საუბარმა უამრავი კითხვა გამიჩინა.. რატომ არ დამალა კრისტიანმა ტრანზაცია? ჩემთვის მეტად ტკენა უნდოდა, თუ უბრალოდ გამორჩა? რაზე ისაუბრეს მან და დევიდმა კაბინეტში? ამ კითხვებზე პასუხები ჰაერივით მჭირდება, ისევე, როგორც დასვენება საფიქრალის გარეშე. კარგი აზრია საერთოდ იმ ადამიანთან ერთად დასვენება, რომელსაც ამხელა რამ აქვს შენთვის საპატიებელი? ვინ იცის..
ფეშენებელურ სასტუმროსთან მივედით, კორსიერჟმა დახმარება გაგვიწია და ჩვენს მასტერ ლუქს ნომერში ავედით.
საწოლზე ჩამოვჯექი და თავს ცოტა დასვენების საშუალება მივეცი.
– ბიანკა, შეგიძლია გამოიცვალო?
– სადმე მივდივართ?
– ბარში, გასართობად.
– კი, მაგრამ ახლახანს არ ჩამოვედით?
– განტვირთვისთვის კარგი საშუალებაა.
– კარგი, 20 წუთი მჭირდება.
– როგორც ინებებთ, მის კარინგტონ.
დევიდის ამორჩეული კაბებიდან ვერცხლისფერი ჩავიცვი, მაკიაჟი შევისწორე და მასთან გავედი.
– ხომ არ გადაგვედო ქვევით ჩასვლა?
– შენი ინიციატივა იყო, ამიტომ წამოდიიი.
– წავიდეთ, მაგრამ პირობას გაძლევ, ეს კაბა დიდხანს არ გეცმევა.
– ვნახოთ.
ბარში ჩავედით და ორივემ სასმელი შევუკვეთეთ. მოგვიანებით 10წუთით გასვლა მოუხდა, ზარის საპასუხოდ და ნაცნობი ხმაც გავიგე.
– ვისკი? ვიღაცას რთული დღე ჰქონია.
– ეჰ! ვერც კი წარმოიდგენ!
მივიხედე და კრისტიანი აღმოჩნდა, ასევე ვისკით ხელში.
– მითხარი, რომ არ დამსდევ და უბრალოდ დამთხვევაა.
– ბიზნეს შეხვედრის გამო ჩამოვედი და ხვალამდე ცოტა განტვირთვა გადავწყვიტე.
– იგივე სასტუმროში, როდესაც ქალაქში უამრავია?
– ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. თანაც, არ გითხრა შენმა ქმარმა?
– რა უნდა ეთქვა?
– ვუთხარი, რომ ვაშინგტონში, ამა და ამ სასტუმროში, კონფერენციისთვის ჩამოვდიოდი. სხვათა შორის, იმ კონფერენციისთვის, რაზეც შენც იყავი მიწვეული და რატომღაც უარი განაცხადე.
– უარი არაფერზე მითქვამს.
– სამწუხაროა, მაგრამ შეხვედრასა და ჩემზე თქვი.
– ის გააკეთე, რაც არ გეპატიება. უნდა გეთქვა, რა გაკავშირებდა გარსიასთან, მაგრამ არაფერი მითხარი.
– კაბინეტიდან ისე გახვედი, არ დამაცდე.
– შეგეძლო დაგერეკა, ან როგორც ფილმებშია, გამომკიდებოდი.
ჩავიცინეთ.
– შენი ქმრის თვალწინ?
– დევიდი არ არის ჩემი ქმარი. ჯერ..
– უბრალოდ ახსნის საშუალება მომეცი და აზრს შეიცვლი.
– რა გარანტია მაქვს, რომ კვლავ არ გამომიყენებ?
– ეს კითხვა აღარ შეგაწუხებს, როცა ყველაფერს გაიგებ.
– როდის და სად?
– ხვალ, ჩემს ნომერში.
– რომელ ნომერში რჩები?
– რატომღაც თქვენი ნომრის მოპირდაპირედ.
– რომელ საათზე?
– 4ზე, იქამდე ბიზნესის საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
– მოვალ.
– ბი..
სახეზე ერთი ხელი მომკიდა, მეორე კი კაბის ქვეშ შემიცურა, მომიახლოვდა და ყურში, დამძიმებული ხმით ჩამჩურჩულა:
– არ მალოდინო.
წავიდა და 2წუთში დევიდიც გამოჩნდა.
– ხომ არ გალოდინე, საყვარელო?
– არა, დევიდ.. შეგვიძლია უკვე ავიდეთ?
– როგორც ინებებთ, მომავალო მისის ჯონს.
ამ მომართვამ ადგილზევე გამყინა. შეძლებისდა გვარად ბარის სკამიდან ჩამოვედი და ლიფტში შევედით.
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. წელზე ხელი უხეშად წამავლო და თავისკენ მიმიზიდა. კოცნა დამიწყო და ფეხი ამაწევინა. ყელზე მკბენდა, როდესაც ჩვენს სართულზე ავედით.
თავისი ნომრის კართან კრისტიანი იყო, რომელიც ოთახში შესვლას ცდილობდა.
დევიდმა ხელში ამიტაცა, კარები გახსნა და ნომერში შემიყვანა. საწოლზე გადამაწვინა, კაბა ამიწია და ზევიდან მომექცა. გულ-მკერდი ამილოკა და გადამაბრუნა.
ასეთი უხეში არასდროს მინახავს. თითქოს, შიმშილი კლავდა, ჩემში ყოფნის ძლიერი სურვილი.
უკვე საცვალს მხდიდა, როდესაც გავაჩერე და ვკითხე, ჩემთან ერთად ყოფნა კიდევ რატომ უნდოდა.
ერთი აღმოხდა, რადგან მინდიხარო და საწოლიდან წამოვდექი.
– მაპატიე, დევიდ, ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. უნდა დავიძინო.
სახეზე გაურკვევლობა დატყობოდა.
– კარგი, როგორც გინდა.
გამოვიცვალე და დევიდის საპირისპირო მხარეს დავწექი. მიუხედავად ამისა, ღამით გზა იპოვა და ხელი გადამადო.
დიდხანს ვფიქრობდი, ხვალ რა მელოდა, რას მომიყვებოდა კრისტიანი, რატომ შეეძლო ამას ჩემი შთაბეჭდილების შეცვლა..
როგორც ჩანს ბოლოს ჩამეძინა და დილით, საწოლში მარტოს გამეღვიძა.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now