თავი XL

525 28 0
                                    

კრისტიანი მთელი ორი კვირა გვერდიდან არ მოგვშორებია. ჯეისონი ხან პარკში დაგვყავდა, ხან კი უბრალოდ სახლში ვიყავით და სამივენი ერთად ვთამაშობდით. დიდხანს ვფიქრობდი, სამსახურში გავსულიყავი, თუ არა სრული დროით, მაგრამ როცა 10 თვის ჩვილი გყავს სახლში, ნახევარ განაკვეთზე ყოფნაც კი სრულ სიგიჟედ გეჩვენება ადამიანს, ენერგია ხომ, საერთოდ აღარ გყოფნის. ამიტომ ოჯახს დაველაპარაკე და მხოლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებზე მიწევს წასვლა, ბიზნესის 30% კი კვლავ ჩემია, ზედმეტი თავის ტკივილისა და ორად გახლეჩვის გარეშეც.

დილით ბავშვი ბენთან და ლუკრეციასთან დავტოვე, ხოლო მე ბიზნეს შეხვედრაზე წავედი. ფანჯარასთან ვიდექი და დაწყებას ველოდებოდი, როდესაც კრისტიანი ჩემთან მოვიდა და წინ დამიდგა.
- არ მეგონა, აქ თუ გნახავდი.
- მუშაობით, ვერ ვიმუშავებ ოფისიდან დროებით, შესაბამისად ათასში ერთხელ, როცა მოსვლა მომიწევს, აუცილებლად უნდა მოვიდე.
- ჯეისონი?
- ჩემს დას დავუტოვე, ჯეისაც უყვარს მათთან ყოფნა.

მალე ჯეიმსიც შემოვიდა და თათბირიც დაიწყო. საბოლოოდ ფირმების განვითარებისთვის საერთო პროექტები მოვიფიქრეთ და დავიშალეთ. შენობიდან გამოვდიოდი, როდესაც კრისტიანი წამომეწია.
- სახლში მიდიხარ?
- ჯერ ლუკრეციას უნდა გავუარო და ჯეისონი წამოვიყვანო.
- წაგიყვან და ჯეისაც ვნახავ.
- როგორც გინდა.

მთელი გზა სიჩუმეში განვლიეთ და ლუს სახლსაც მალე მივაღწიეთ.
- ასე ადრე არ გელოდებოდით.
- მოდი, დე, ჩემთან. ნახე, მამიკოც აქაა.
- გამარჯობა, ლუკრეცია.
- გამარჯობა. შენს ნახვას ჩემთან, ყველაზე ნაკლებად ველოდი დღეს.
- ბავშვის ნახვა მინდოდა.
- კარგი, გასაგებია.
- ლუ, დღეს ხომ მოდიხართ ჩვენთან?
- კი, ვიქტორიას ველაპარაკე და ჯეიმსსაც სცალიაო 7 საათის შემდეგ. დრო ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მაინც ხომ სახლში ხართ.
- კი, დაგელოდებით.
- ესეც იქნება?
- კრისტიან, არავის დაუპატიჟებიხარ.
- ვნახოთ.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now