თავი XLI

472 33 0
                                    

ვცდილობდი, ისეთი არაფერი მეთქვა, რასაც შეეძლო, რომელიმე მათგანთან ჩემი ურთიერთობის გაფუჭება.
- ჯერ მე და კრისტიანსაც არ გვილაპარაკია ამ თემაზე. შესაბამისად არაფრის თქმა შემიძლია.

ამავე წამს გადამცემში ჯეისონის ტირილიც გავიგეთ და სასწრაფოდ, ორივე მეორე სართულზე ავედით.
- მადლობა ღმერთს, რომ იმ საგიჟეთიდან გვიხსნა.
- მახეში გაგვაბეს.
- კი, მაგრამ მგონი, ღირს, ამაზე ლაპარაკი.
- ბი, ძალიან კარგად იცი, ჩემს შენდამი გრძნობას, რაც ჰქვია, მიყვარხარ და აღარ მეშინია, ამის აღიარების. თუ შენც იგივეს გრძნობ, შეგვიძლია ისევ ერთად ვიყოთ, მაგრამ თუ არა, შეგვიძლია ეს დღეც დავივიწყოთ.
- არ შემიძლია, ის გითხრა, რისი გაგონებაც გინდა. რამდენჯერაც საკუთარ თავს შენს მიმართ გრძნობებში გამოვუტყდი, იმდენჯერვე საშინელი მიზეზით დავშორდით. მაგრამ სექსი ამას ხელს ნამდვილად არ უშლის. ვიყოთ ისე, როგორც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ, მაგრამ სახელის დარქმევა ჯერ ადრეა.
- როგორც გინდა.

ჯეისონი ავიყვანეთ და ქვევით, მეგობრებთან ჩავედით. კრისტიანმა საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა და საღამომაც მშვენივრად ჩაიარა. კრისტიანი ღამით ჩვენთან დარჩა და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, დაკარგული დრო აგვენაზღაურებინა. პატარას მშვენივრად ეძინა, როგორც ჩანს, მამის მკლავებში დაძინება, მასზე განსაკუთრებულად დამამშვიდებლად მოქმედებს. მაგრამ ვინ არ დამშვიდდებოდა მის მკლავებში.

დილით ვისაუზმეთ, ბავშვსაც ვაჭამე და საღამოს გასეირნება დავგეგმეთ. ორივენი ძალიან ვემზადებოდით, რადგან ეს პირველი გასვლა იყო გარეთ, ჩვენს შვილთან ერთად, რაც გარკვეული სახის ურთიერთობა კვლავ დავიწყეთ.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now