თავი XV

797 41 2
                                    

მისაღებ ოთახში დავბრუნდი და ორ საათსა და ოცდაათ წუთში ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა.
– ბი, შეგიძლია გამოხვიდე?
– სად უნდა გამოვიდე, კრისტიან, სად?
– ჭიშკართან ვარ, გელოდები.
სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე გამითიშა.
– ლიამ, ცოტა ხნით გარეთ გავდივარ, აქვე.
– კარგი.
მოსაცმელი არც გამხსენებია, გარეთ ისე გავედი და სანაპიროს ფონზე მამაკაცის სილუეტი დავინახე, მომღიმარი მიყურებდა.
ნელ-ნელა მისკენ მივდიოდი და თან ვესაუბრებოდი.
– არ მეგონა, მართლა თუ ჩამოხვიდოდი.
– შენთვის ყველაფერს ვიზამ, ხომ იცი.
– ახლა უკვე კი. მეგობრებთან ვიყავი, შევიდეთ და გაგაცნობ.
– გამიძეხი.
წელზე ხელი შემომხვია და სახლის კარებიც შევხსენი.
ყველანი ჩვენსკენ წამოვიდნენ.
– კრისტიან, ესენი ლიამი და ვიქტორია არიან, ჩემი ბავშვობის მეგობრები და სკოლელები.
– ეს კრისტიანია, ჩემი..
– პარტნიორი.
სიტყვა შემაშველა მასაროტომ.
– ბიზნეს პარტნიორი. ლუ, ჯეიმს, თქვენ წესით უნდა იცნობდეთ მას.
ლუკრეცია მასთან მივიდა და გადაკოცნა, ხოლო ჯეიმსმა ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა.
ყველანი ერთად სავარძლებისაკენ წავედით და ჩვენც ორადგილიანზე ჩამოვსხედით.
– კრისტიან, როგორ ჩამოხვედი მაიამიში?
– ვეტმფრენით ჩამომიყვანა პილოტმა.
– ახლა სად არის? – ვკითხე და ჩემს მუხლებზე დადებულ მის ხელს, ხელი გადავადე.
– სასტუმროში დავაბინავე.
– შენც იქ უნდა წახვიდე?
– კი.
– აქ დარჩი, ბიანკას მეგობარს სასტუმროში ვერ გაგიშვებთ. – შესთავაზა ლიამმა.
კრისტიანმა გადმომხედა და მკითხა:
– შენ რას ფიქრობ, ბი?
– მგონი, ჯობს აქ დარჩე.
– კარგი, მაშინ დავრჩები.
– ძალიან კარგი.
ჯეიმსი კრისტიანს ჯერ დაჟინებით უყურებდა, შემდეგ კი ოფიციალურადაც მიმართა.
– მისტერ მასაროტო, რა გახდა თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი?
კრისტიანმა ხმადაბლა მკითხა, იცოდა თუ არა ჯეიმსმა ჩვენზე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
– პირველ რიგში, შეგიძლიათ შენობით მომმართო. ახლა კი რაც შეეხება დასმულ შეკითხვას.. საკმაო დრო გავიდა, ისე, რომ ბიანკა არ მინახავს, შესაბამისად მასთან ჩამოვედი.
– მხოლოდ 3 დღე არ გინახავს.
– სამი დღე საკმაოდ დიდი დროა, საყვარელი ადამიანის მოსანატრებლად.
სიტუაციის განეიტრალება მინდოდა, შესაბამისად როიალისაკენ გადავიტანე ყურადღება.
– ვიქტორია, მახსოვს, თითქოს როიალზე მშვენივრად უკრავდი, შეგიძლია ახლა რაიმე ნაწარმოები შეგვისრულო?
–რა თქმა უნდა.
ვიქტორია წამოდგა, მივიდა და ძალიან ლამაზი ნაწარმოების შესრულება დაიწყო. წამით ფეხზე წამოვდექი და ბიძგი ვიგრძენი. მასაროტომ ხელი მომკიდა და წამში მის კალთაში აღმოვჩნდი.
– კრისტიან!
– გისმენ.
– ჩემი ძმაა ოთახში.
– ამან უნდა დამაბრკოლოს?
– ნორმალური რომ ყოფილიყავი, უნდა გაეჩერებინე ამ ფაქტს.
– თავადაც აღიარებ, რომ არ ვარ.
– ოხ, კრისტიან..
დავრჩი ამჟამინდელ ადგილას, ხელები კისერთან მოვხვიე და მივეხუტე.
ჯეიმსი მოვიდა და მითხრა:
– ბიანკა, შეგიძლია გამომყვე?
– კი, კი, ახლავე.
წამოვდექი და სამზარეულოსაკენ გავყევი.
– რატომ არ ეუბნები?
– რაზე ამბობ?
– რომ არჩევანი უკვე გაკეთებული გაქვს.
– რადგან არ მაქვს.
– სხვანაირად ჩანს.
– ჯეიმს, მეშინია, არ მიყენებდეს, მხოლოდ სექსისთვის არ იყოს ჩამოსული.
– ეტყობა, რომ მისთვის ძვირფასი ხარ. ამხელა გზაზე უბრალოდ სექსის გამო არა მგონია ჩამოსულიყო, თანაც, ნიუ იორკში ვერ იპოვი გოგოს, ვისაც მასაროტოსთან დაწოლა არ ენდომება.
– მართალი ხარ.
– მაგრამ შეგვიძლია გავარკვიოთ.
– რას გულისხმობ?
– არჩევნის წინაშე დავაყენოთ.
მისაღებ ოთახში გავედით და დავინახე, როგორ უკრავდა კრისტიანი როიალზე. ერთხანს ვუსმენდი  შემდეგ კი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
– არ მეგონა, დაკვრა თუ იცოდი.
– კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, რაც ჯერ არ გინახავს და გამოგიცდია.
– იდეალური ადგილია სექსზე სალაპარაკოდ, ხომ?
– რა შუაშია, ბი, სულ სხვა რამეზე ვამბობ.
ჩაიცინა.
– დეგენერატი ხარ, მასაროტო.
– მაგიტომაც ხარ ამ სახლში ჩემთან ერთად და არა დევიდთან.
გავუღიმე.
– ბიანკა, ძალიან მეძინება, არ ამოხვალ?
– კი, ლუ..
– ბი, შენი ოთახი დაკავებულია?
– ლუკრეციამ აღარ გვინდა დამატებითი ოთახის გამოყენება, შენს გვერდით დავიძინებო..
– ბიანკა, ჩემთვის გაიშლება საწოლი თუ კრისტიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს? მე გადავალ იმ ოთახში და თქვენ ერთად იყავით.
– მადლობა, ლუ. კრისტიან, არ ამოხვალ?
– ვიფიქრე, ჩემთან და ლიამთან ერთად სიგარას მოწევდა, ვისკის შევსვამდით და ვისაუბრებდით – თქვა ჯეიმსმა.
– ბიჭებთან დავრჩები, ბი, შენ დაწექი.
მომიახლოვდა, თმა გადამიწია და ტკბილი ძილი მისურვა.
მეც ოთახში ავედი და ჩამეძინა.
ღამის ოთხი  საათი იქნებოდა, როდესაც საძინებელში სიარულის ხმა გავიგე.
–კრისტიან, შენ ხარ??
ვთქვი და თვალები გავახილე.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now