თავი XLVI

549 36 7
                                    

5 ივლისს, საღამოს 8 საათზე გალა საღამო იგეგმებოდა, რომელსაც ერთ-ერთი წარმატებული ფირმა უძღვებოდა და გახსნიდან 25 წელს აღნიშნავდა. მე და კრისტიანიც ვიყავით დაპატიჟებული, ჩემს მთელ ოჯახთან ერთად. როგორც გალა საღამოებს შეშვენის, დრეს კოდს მოვერგეთ და პატარა ჯეისაც პიჯაკი, პერანგი და შარვალი ჩავაცვით, როგორც კრისტიანი იმოსებოდა. მე კი ულამაზესი საღამოს კაბა ავირჩიე და დიდი გზის გამო, 7 საათზე უკვე სახლიდან გავედით.
- ჯეიმს, გამოხვედით უკვე?
- ჯერ არა, ლუკრეცია ემზადება და 10 წუთში ჩვენც წამოვალთ.
- კარგი, დარბაზში შეგხვდებით.

8ს წუთები აკლდა, როდესაც უზარმაზარ დარბაზში შევაბიჯეთ, სადაც სულ დამწყები, თუ უკვე წარმატებული ბიზნესმენები იყრიდნენ თავს. ხალხში გავერიეთ და წამში ჩემი ოჯახიც მოვიდა.
- საღამო მშვიდობისა, კრისტიან, ბიანკა, ჯეისონ.
- საღამო მშვიდობისა, ამანდა.
- ხომ არ დავაგვიანეთ?
- არა, ჯერ შესავალი სიტყვაც არ დაუწყიათ.
- ძალიან კარგი. მე წავალ, ლარსონებს დაველაპარაკები.
- კარგი, მა.

ყველა ნელ-ნელა დავიშალეთ, მაგრამ მე და კრისტიანი ერთმანეთს არ ვშორდებოდით. პატარა ჯეი მამას ჰყავდა ხელში აყვანილი და ხალხმრავლობასაც არ შეუშინებია. მასპინძლებმა მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვეს და დასასრულს, ჩვენსკენ მომავალი დევიდი დავინახეთ.
- გამარჯობა, კარგად ერთობით?
- რისთვის მოხვედი, ჯონს?
- რა მკაცრი ხარ, კრისტიან, მოდუნდი.

მარჯვნივ გავიხედე და იმ წამსვე კრისტიანს გადავულაპარაკე.
- ენი.
- რა?
- აქ არის.

ენი მოვიდა, 6 წლის გოგონასთან ერთად, დევიდს აკოცა და მანაც ხელი წელზე შემოხვია, გვერდით დაიყენა.
- აქ რას აკეთებ?
- ჩემს ოჯახთან ერთად, საღამოთი ვტკბები, როგორც შენ.
- რა?
- ეჰ, საყვარელო, დროა კარტები გავშალოთ. ყველაფერი სულ თავიდან დავიწყოთ. ჩემო ძვირფასო, კრისტიან, იმ ღამეს არაფერი გვქონია, უბრალოდ იმდენად ნასვამი იყავი, არც კი გახსოვდა, რა მოხდა და საერთოდ, მოხდა, თუ არა რაიმე. ბავშვი, რა თქმა უნდა, შენი არ იქნებოდა, მაგრამ მოცემული სიტუაციით ვისარგებლე და მამობა დაგაბრალე. რომ არ გადაგემოწმებინა, ჩემსა და დევიდის შვილს ექნებოდა ახლა ის ანგარიში, რომელიც შენს ნაბიჭვარს გაუხსენი.
- წესივრად ილაპარაკე ჩემს შვილზე.
- ოხ, კარგი, დაწყნარდი, ბიანკა. შენი წასვლის შემდეგ ვფიქრობდით, როგორ გადაგვეხადა სამაგიერო, რომელიც ჩვენთვის სარგებლის მომტანიც გახდებოდა. შევთანხმდით, რომ ის უნდა წაგვერთმია შენთვის, რომლის გამოც ბავშვამდეც და ბავშვის შემდეგად მიმატოვე და ორი აზრი არ არსებობდა, ოდესმე მის დასაბრუნებლად მაინც წახვიდოდი. ის კი დაკავებული დაგხვდებოდა.
- რაზე ამბობ?
- ჩემზე საუბრობს, კრისტიან. - ვუთხარი აღელვებული ხმით.
- მართალია. თანაც, ჩვენდა საბედნიეროდ, ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ლედი აღმოჩნდა, კარგ გასამრჯელოსაც მივიღებდით. დევიდი მასთან გავგზავნე, დროთა განმავლობაში თავი შეაყვარა და საბოლოოდ ცოლობაზეც დაითანხმა. შენი დაბრუნებაც გათვალისწინებული გვქონდა. დევიდი წესიერ, საყვარელი ადამიანისთვის თავდადებულ ბიჭს თამაშობდა, ნუ, თითქმის ყველაფერი გააფუჭა ვაშინგტონში და ბიანკამაც პირველად დაინახა განრისხებული დევიდი საწოლში. უი, როგორ გამომრჩა, შენი ყველა ჯონსთან ერთად გატარებული ღამის შესახებ ვიცოდი, დეტალურად. მოკლედ, დევიდი იმ ადამიანად აჩვენებდა თავს, რომელსაც ნებისმიერი გოგო ინატრებდა გვერდით. მაგრამ შენი ძუკნა ისევ შენ გამოგეკიდა, კვლავ ბუნჩულა პიროვნების შენარჩუნებას ცდილობდა, ბავშვთანაც კი შენზე ადრე მიაღწია. ორსულმა ბიანკამ ახლოსაც არ მიიკარა, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს. ამ კრეტინს მართლა შეუყვარდა ახალგაზრდა კარინგტონი და შენს მოკვლაზეც კი თანახმა იყო. უი, ცოლობაზეც დაგითანხმებია. და ბიანკა, ნუთუ, ის მაინც არ გაგკვირვებია, რომ შენს საქმროს ერთი ნათესავიც არ გაუცნია შენთვის, ამდენი წელი და არ მყავსო, გაიძახოდა. საერთოდ შესაძლებელია ასეთი რამ?
- შენ ესროლე, დევიდ?
- კი და ზუსტად გულში უნდა დამემიზნებინა. თანაც, რა მშვენიერია, როდესაც ყველას სხვა ქვეყანაში ჰგონიხარ და ალიბიც გაქვს ადამიანს.

ვხედავდი კრისტიანის განრისხებულ სახეს და ვიცოდი, აუცილებლად რამეს იზამდა, იმოქმედებდა. ვცადე, სიტუაციას გამერიდებინა.
- უბრალოდ წავიდეთ.
- არ შემიძლია.
- ჩემი და ჯეისონის ხათრით, გთხოვ.

კრისტიანი ძლივს გავარიდე იქაურობას და ჯეიმსთან მივედით. ყველაფერი მოვუყევით.

წასვლა როცა დავაპირეთ, საპირფარეშოში მაკიაჟის შესასწორებლად გავედი. სიმართლე რომ ითქვას, კი უფრო დასამშვიდებლად. ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოვიღე და ტუჩებზე გადავიტარე. კარების გაღების და ჩაკეტვის ხმა გავიგე.
- კრისტიან?
- აქ ვარ, მშვიდობაა?

კრისტიანის პასუხი მოსასმენიდან გავიგე და იმავე წამს სარკის ანარეკლში დევიდი დავინახე.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- იმას, რისგანაც ამდენი ხანი თავს ვიკავებდი.

კედელს მიმაკრა და კაბის აწევა დამიწყო, პარალელურად პირზე ხელი ამაფარა.

- ბი! მოვდივარ. - გავიგე მოსასმენიდან.

ოციოდე წამში სახელურის გადატრიალების მცდელობა იყო, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ კი კარები ფეხით შემოხსნა და ჩემსკენ წამოვიდა. მასაროტომ დევიდი მომაცილა და მუშტები დაუშინა. ჯონსი იატაკზე დავარდა, კრისტიანმა ერთიც დაარტყა.
- ჩემს ოჯახს ახლოსაც არ მიუახლოვდე.

ოთახიდან გამიყვანა.
- როგორ ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა?
- ვერ მოასწრო.
- საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, რომ დამეგვიანა.

ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. კრისტიანმა პიჯაკი მხრებზე მომაფარა და შენობიდან გამიყვანა.
- ჯეისონი?
- ჯეიმს ჰყავს, გთხოვ, ამაზე ნუ იდარდებ. როგორ გაბედა, კიდევ ვერ ვიჯერებ!
- საჭესთან არ დაჯდე, კრისტიან, აღელვებული ხარ.
- რამე ხომ არ გჭირდება? წყალი? საუბარი?
- უბრალოდ წავიდეთ.

ბერნიც მოვიდა და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანა. ემოციურად განადგურებული ვიყავი. ჯერ, თურმე გეგმის ნაწილი ვყოფილვარ მთელი 5 წელი და შემდეგ ამავე ნაძირალამ ჩემი გაუპატიურება სცადა.

პოლიციაში ჩვენი მოსასმენები მივიტანეთ, დევიდის აღიარებისა და ძალადობის ხმოვანმა ჩანაწერებმა საქმე დახურა და ჯონსი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

_________________________________________
გაგრძელება იქნება. გამიზიარეთ ამ თავის შთაბეჭდილებები.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now