გაგებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დევიდს მოვუბოდიშე, რომ 9 თვე უბრალოდ დავაკარგვინე.
შემდეგი ათი თვე კი, კიდევ მაიამიში დავრჩი და ჯეისონის წამოზრდასთან ერთად, გადავწყვიტე, ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავი, სადაც ოჯახისგან მაქსიმალურ ყურადღებას მიიღებდა და საცხოვრებელ გარემოსაც შევაჩვევდი, თანაც, სრულდებოდა ის წელიწად-ნახევრიანი შვებულება, რომელიც საკუთარ თავს დავუწესე.
10 მაისს საკუთარ სახლში დავბრუნდი და არა მგონია, ჩემზე ბედნიერი ვინმე ყოფილიყო. მომნატრებოდა ყოველი ოთახი.
საღამოს, სტუმრად ჩემი მთელი ოჯახი და ვიქტორია მოვიდნენ , რამაც პატარა ჯეი უზომოდ გაახარა. ყოველთვის უყვარდა ბიძასთან ერთად სათამაშოებით თამაში. აქვე გავიგეთ სიახლე, რომელსაც მე პირადად ყოველ წუთს მოველოდი.
- ვიცი, რომ უმეტესობას არც გაგიკვირდებათ, ხოლო ზოგისთვის შეიძლება სრულ შოკს უდრიდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე და ვიქტორია ერთად ვართ. ვიკი დღეს ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად.აი, ამ განცხადებას კი მოჰყვა ჟრიამული, რომელსაც შამპანიურის გახსნაც დაერთო. ყველას ძალიან გაგვიხარდა ჯეიმსის ამბავი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რატომღაც თავს იკავებდა სერიოზული ურთიერთობებისგან.
ბავშვის გამო მალევე დავიშალეთ და მეორე დღეს სამსახურს დავუბრუნდი. რთული იყო ჩემთვის ფეხმძიმობის შემდეგი ნიშნებიც კი შეემჩნიათ, რამეთუ გენეტიკურად წონის დაკლება არასდროს მიჭირდა. ამას დაერთო ვარჯიშიც, რომელმაც ფიზიკურად ყველაფრის კვალი წაშალა.
ფირმაში ყველას გაუხარდა ჩემი დაბრუნება და მეც ყველა იმ საბუთს გადავხედე, რაზეც ინფორმაცია საერთოდ, ან ყოველ შემთხვევაში სრულად არ მქონდა. უამრავი შეხვედრის ჩანიშვნისა და ნახევარ-განაკვეთიანი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც ჩემს ჭიშკართან კრისტიანი დავინახე.
- აქ რა გინდა?
- გავიგე, რომ ჩამოხვედი და მინდოდა, მენახე.
- და რატომ?
- ამაზე ლაპარაკი, ნამდვილად შუა ქუჩაში გინდა?
- კარგი, შემოდი და გისმენ.
- საშინლად მოვიქეცი, არ უნდა წავსულიყავი. ვცდილობდი კიდეც ახსნას, მუდმივად გირეკავდი, შენებთან მივდიოდი, მაგრამ უშედეგოდ, ხმა ვერ მოგაწვდინე.
- ვიცი.
- ნეტავ, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ბავშვი.. ბავშვს მაინც არ დავკარგარგავდით.
- ცოტა გვიანი ხომ არაა, კრისტიან, ამის განსახილველად?! დიდი დრო დამჭირდა ამ ამბის გადასახარშად. არც კი იცი, როგორ გამიჭირდა გადატანა.
- უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან ვნანობ. ენის ინციდენტმა ძალიან შემცვალა.
- ვიცი, რომ არ ყოფილა შენთვის მარტივი ამ სიტუაციის გამოვლა, მაგრამ უნდა გცოდნოდა, მე ენი არ ვარ და იგივეს არასდროს ჩავიდენდი.კარებზე ზარი გაისმა.
- კრისტიან, აქ დარჩი, არ გამოხვიდე. - ვუთხარი და შემოსასვლელში გავედი.სწორედ ის დრო იყო, როცა ლუკრეციას ჯეისონი უნდა მოეყვანა.
- მადლობა, ლუ. მოდი, დე, ჩემთან.
- ბიანკა, ჯობია, მე წავალ.ჯეისონი გამოვართვი და უკან გავიხედე. ჩემს წინ კრისტიანი იდგა.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...