თავი XXII

642 47 4
                                    

დილით პირველი ვიქტორია დავინახე.
– ბიანკა, როგორ გრძნობ თავს?
– უკეთ. რა მოხდა?
– ლიფტში გიპოვე. ექიმმა გნახა და ყველაფერი რიგზე იყო, გული წაგივიდა.
– გუშინ ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, მაგის გამო წავედი წვეულებიდან.
– მახსოვს და მაგიტომ აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო. შეიძლება დაიღალე, ან სასმელმა და ხმაურმა იმოქმედა.
– მადლობა, ვიკი.
– არაფრის, ლამაზო. მთავარია, ახლა ხარ კარგად.
– ცოტა თავი მტკივა. შეგიძლია, წამალი მომაწოდო?
– რა თქმა უნდა.
წამალი დავლიე და საწოლიდან წამოვდექი. ვიქტორია წავიდა, ხოლო მე გამოვიცვალე და გავიგონე, კარებზე ვიღაც აკაკუნებდა. დევიდი აღმოჩნდა.
– აქ რა გინდა?
– შენი ნახვა მინდოდა.
– უნდა ვილაპარაკოთ, დევიდ.. ვიცი, ეს მთელი ამბავი ჩემს გამოა. ისიც ვიცი, რომ შენთვის ბევრს ვნიშნავ და არ გსიამოვნებს ის ფაქტი, რომ შეიძლება სხვაც შემეხოს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ჩემი დის წინასაქორწილო წვეულებაზე კრისტიანისთვის დარტყმა? ლუკრეციას არ დაუმსახურებია თავისი ქორწილის ამბები, რომელსაც წლებია ელის, თუნდაც სხვა ამბავმა გადაუფაროს. მაგალითად შემდეგმა სტატიამ : "რა გახდა დევიდ ჯონსსა და კრისტიან მასაროტოს შორის დაპირისპირების მიზეზი?". იმედია ხვდები, ლუსთვის ეს ბევრს ნიშნავს. ამჯერად გადავრჩით, არავის დაუნახავს, არაფერი დაწერილა, მაგრამ ქორწილშიც იგივე რომ გაიმეორო, ლუკრეცია ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებს.
– აღარ განმეორდება.
– მპირდები?
– გპირდები.
ჩემსკენ გადმოიხარა, წელზე ორივე მხრიდან ხელი წამავლო და მისკენ მიმიზიდა.
ამ დროს კი ვიქტორია შემოვიდა.
– ბიანკა, აბა როგორ ხარ? უიი! მგონი, ცუდ დროს შემოვედი.
– არაფერია, ვიკი.. თავი ისევ მტკივა, ცოტა სუსტადაც ვარ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენთან ერთად შეძლებ წამოსვლას?
– შევძლებ.
ვიქტორიას გასვლა და დევიდის მიერ კითხვის დასმა ერთი იყო.
– საყვარელო, ცუდად ხარ?
– გუშინ თქვენი სასტუმროდან ლიამმა წამომიყვანა, აქ რომ მოვედი, ლიფტში გული წამივიდა. არც თქვენთან და არც გოგონების წვეულებაზე ვგრძნობდი თავს კარგად. სასმელმა და ხმაურმა თავისი ქნა.
– სიმშვიდე გჭირდება, ცოტა დასვენება, რაც გოგონებთან ერთად თვითმფრინავში არ გეღირსება.
– აბა რა ვქნა?
– ნიუ-იორკში დავრეკოთ და კიდევ ერთი თვითმფრინავი მოვაყვანინოთ. ერთად წავიდეთ. ის მაინც მეცოდინება, წამალი რომ დაგჭირდეს, თხოვნას მუსიკა არ გადაფარავს. რას იტყვი?
– კარგი, დავრეკოთ.
დევიდმა პილოტთან, ხოლო მე გოგონებთან დავრეკე და ყველაფერი ვუთხარი. მათაც გამიგეს და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შემომთავაზეს.
გამგზავრებამდე ოციოდე წუთი დარჩენილიყო. მეც მთელი ეს დრო ჩანთის ჩალაგებას დავუთმე.
როდესაც თვითმფრინავში ავედით, დევიდმა უზარმაზარ საწოლზე წამომაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა. მიმიხუტა და საყვარელი წიგნის კითხვა დაიწყო. თვალები სულ რამდენიმე წუთის დახუჭული მქონდა, როდესაც ტელეფონი აწრიპინდა. რა თქმა უნდა, კრისტიანი! შეტყობინება გამოეგზავნა:
– როგორ ატარებთ დროს დევიდთან ერთად?
– შეუძლოდ ვიყავი და გოგონებთან აღარ გამიშვა.
– ბრძანებლობაც შესძლებია.
– კრისტიან, არ მაქვს ცინიზმის ატანის თავი.
– თუ დაგჭირდი, წამში მანდ გავჩნდები.
– ვიცი, კრისტიან, ვიცი.
– სხვათაშორის რაც ავფრინდით, მხოლოდ შენზე ვფიქრობ.
– რას?
– მომენატრა შენი შეხება, მოფერება..
– საოცარი დრო აგირჩევია ამაზე სასაუბროდ.
– ნუ მომატყუებ, თითქოს მთელი ღამე ჩემთან დაწოლაზე არ გიფიქია.
– ამას არ აქვს ამ წამს მნიშვნელობა.
– დევიდი იეჭვიანებს?
– გვერდით მიწევს.
– ისიამოვნოს ერთად ყოფნის ბოლო დღეებით.
– ნუ ხარ კრისტიან დეგენერატი.
– თითქოს ჩემი ხასიათი არ იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მირჩევ.
– წადი შენი, მასაროტო!
– მეც გკოცნი.
რამ შემაყვარა წლების წინ ეს თვითკმაყოფილი იდიოტი?

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now