თავი XIX

740 43 4
                                    

– მეგონა, ქორწილს მაინც გადამაგორებინებდი!
– ლუ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ედრიანს დავურეკავ, პირდაპირ ეთერში კონფერენციას გააშვებინებს ჟურნალისტებს და უცებ დაივიწყებენ. თანაც, მანქანამდე მიცილება როდიდანაა კახპური საქციელი? ან რამ აფიქრებინათ, რომ დევიდს ვღალატობ?
– ბიანკა, კოცნაზე ატეხეს აჟიოტაჟი, კოცნაზე! რას აპირებ, რას იტყვი?
– ჩემი მონახაზი მაქვს, კრისტიანთან უნდა შევათანხმო. დამიჯერე, კვირის მთავარი თემა შენი ქორწილი იქნება და არა მხოლოდ კვირის, მასზე წლები ილაპარაკებენ.
– იმედი არ გამიცრუო.
გავიდა და კარები მოიჯახუნა. მეც სასწრაფოდ კრისტიანს დავურეკე:
– კრისტიან!
– დილა მშვიდობისა, ბი. უკვე მოგენატრე?
– სტატიები არ გინახავს?
– ჩვენზე? კი, მგონი, რომ გადავავლე თვალი. ამ სისულელეზე ნერვიულობ?
– ლუკრეცია იყო ჩემთან, გიჟს ჰგავს. ახლა ამ ამბის გავრცელება არ გვაწყობს. ქორწილშიც ორივენი იქნებით.
– დავარეკინებ გამომცემლობის მფლობელთან და ყველა სტატია წაიშლება.
– კიდევ დაწერენ. სჯობს კონფერენცია გავმართოთ, კითხვებსაც დაგვისვამენ და დაწყნარდებიან.
– რომელ საათზე გცალია?
– რაც მალე, მით უკეთესი, 12ზე შევხვდეთ.
– კარგი, არაფერზე ინერვიულო.
– უი! სულ დამავიწყდა.. ედრიანის დახმარება დაგვჭირდება. მას ვთხოვ, ჟურნალისტებთან დაკონტაქტებას.. ელისი ამ საქმისთვის არ გამოდგება, დანარჩენი თანამშრომლებიც.
– ნომერი გაქვს? შემიძლია, მე დავუკავშირდე.
– მაქვს და მირჩევნია, თავად გავარკვიო სიტუაციაში.
– როგორც გინდა.
გავუთიშე თუ არა, ედრიანს დავურეკე:
– გამარჯობა, ედრიან, ბიანკა კარინგტონი ვარ.
– გიცანი, ბიანკა. აბა, რით შემიძლია დაგეხმარო?
– ანუ იცი ყველაფერი?
– ნამდვილად, კრისტიანთან ვაპირებდი ამის განხილვას.
– შეგიძლია, ჟურნალისტებს დაუკავშირდე? პირდაპირ ეთერში ვაპირებთ კითხვებზე პასუხების გაცემას, ყველაფერი უცებ ჩაწყნარდება.
– რომელი საათისთვის?
– 12ზე, მასაროტოს სასტუმროს მთავარ საკონფერაციოში.
– გასაგებია.
– მადლობა და შეხვედრამდე.
– შეხვედრამდე.
შავი, მთლიანი კაბა ჩავიცვი, ვიზაჟისტი დავიბარე და  პირდაპირ მასაროტოს სასტუმროში წავედი.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now