თავი XLIV

472 34 0
                                    

– ყველაფერი რიგზეა?
– პაციენტმა გაიღვიძა, სხვა ორგანოები არ აქვს დაზიანებული. შეგიძლიათ მოინახულოთ.

ლიამს გავხედე, ვანიშნე, რომ კრისტიანთან მივდიოდი და პალატაში შევედი.
– მასე აღარ გვანერვიულო, კრისტიან.
– ნელ-ნელა ვეჩვევი იმას, რომ დღეს  ყველას ვიღაც კრისტიანში ვეშლები.
– რა?
– როგორც კი გავიღვიძე, ყველამ ამ სახელით მომართვა დამიწყო. და თქვენ? კრისტიანის მორიგი გოგო ხართ?
– მორიგი და თან მესამე პირში? ჩემამდე კიდევ იყო აქ ვინმე მოსული?
– ყოველ შემთხვევაში მე ვისი ნახვაც გამიხარდებოდა, ის – არა.
– დეგენერატი ხარ, კრისტიან!
– გახალისების უფლებაც აღარ მომცეთ ახლა. ექიმმა ფიზიკური დატვირთვა ამიკრძალა ხელზე.
– ოხ, თითქოს რთული იყოს შენი  გაჩერება ჩვეულებრივ დღესაც.
– ბი, ამ შემთხვევაში გაუნძრევლად უნდა ვიყო და მკლავს ძალა არ უნდა დავატანო.
– ახლა კი მივხვდი შენს სადარდებელს. – გამეცინა.
– ჯეისონი სად არის?
– ჯეიმსს წავაყვანინე, აქ გაუჭირდებოდა ყოფნა, ძილიც აერეოდა.
– იტირე?
– ცოტა.
– ბი, დასიებული გაქვს უპეები, ნუ მატყუებ.
– კარგი, მართალი ხარ. აბა, რას ელოდი ჩემგან, დავჯდებოდი და ბედნიერი სახით დაგელოდებოდი, როდის გამოხვიდოდი ოპერაციიდან? ასე არ ექცევიან ადამიანს, რომელიც..
– უყვართ.
– რა?
– გავიგე, რაც მითხარი, საოპერაციოში შესვლამდე და მეც ძალიან მიყვარხართ, შენც და ჩვენი შვილიც.
– ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 27 წლის ასაკში ამას გავიგებდი, თანაც კრისტიან მასაროტოსგან.
– პრივილეგირებული ხარ, ბი და დააფასე.
– ოხ, როგორც ჩანს, კარგად გრძნობ თავს.
– ვცდილობ.
–დაინახე, ვინ იყო?
– ვერა.
– იქნებ, ჩემთვის იყო ეს ტყვია?
– ჩემს გადმოსვლას დაელოდნენ და შენთვის მოსარტყამ ტყვიას, მარცხენა მკლავში, გულთან ახლოს მე არ მესროდნენ მაშინ.
– საშინელებაა. პოლიციას შეატყობინა ჯეიმსმა და დასაკითხად მოვლენ უკვე მალე. კოშმარია, სრული კოშმარი. ედრიანს ვუთხრა, რაც მოხდა?
– კი. იცოდეს, რის გამო ვერ მოვახერხებ მის დახვედრას.
– კარგი.

კრისტიანს თავზე ხელი გადავუსვი და თმა ავუჩეჩე.
– გიხდება, ხომ იცი.
– ოხ. – თქვა და ჩემთვის ხელის მოკიდება სცადა.
– კრისტიან, გთხოვ, თავს მოუფრთხილდი.
– კარგი.

ოთახში ექთანი ჭრილობის გადასახვევად შემოვიდა და მეც გარეთ, ლიამთან გავედი.
– როგორაა?
– ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ თუნდაც ხელს რომ წევს, თვალებში ეტყობა, რომ სტკივა.
– იცის, ვინ ესროლა?
– არა, მაგრამ იქნებ, პოლიციამ გაარკვიოს.

კრისტიანის ტელეფონს დავხედე, ედრიანი იყო. გვერდით გავედი და ვუპასუხე.
– კრისტიან, გამოვდივარ უკვე, 7 საათში მანდ ვიქნები.
– მე ვარ, ედრიენ, ბიანკა.
– უი, კარგი. კრისტიანი სადაა?
– პალატაში წევს.
– რა მოუვიდა?
– მკლავში ესროლეს.
– თავს როგორ გრძნობს?
– ახლა უკეთ.
– კარგია. მეც ვინახულებ აუცილებლად, კოორდინატები მომწერე.
– კარგი.

ექთანი ოთახიდან გამოვიდა თუ არა,  წამში შევედი.
– ედრიანმა დარეკა, გამოვდივარო და ვუთხარი შენი ამბავი.
– რა გიპასუხა?
– კარგიო. ექთანმა რა გითხრა, როდის გაგწერენ?
– როცა გათენდება, უკვე შეგეძლება წასვლაო.
– ჩემთან მინდა, რომ წამოხვიდე და დარჩე ეს დღეები. ბავშვთან ახლოსაც იქნები და არ მინდა შენმა დიასახლისმა მოგხედოს, როცა აქ ვარ.
– ჯეისონიც არაა მარტივი მოსავლელი და გაგიჭირდება, ბი.
– უარი არ მიიღება.
– კარგი, ხო.

დილით, 9 საათზე პოლიცია მოვიდა და ყველაფრის მოყოლა გვთხოვა. ჩვენი ჩვენებები ზუსტად ჩაიწერეს და გვითხრეს, თუ რაიმეს იპოვნიდნენ კამერებიდან, აუცილებლად გვეტყოდნენ.

10 საათი იქნებოდა, როდესაც კრისტიანი ჩემს სახლში გადავიყვანეთ და პატარა ჯეიც დედ-მამას დაუბრუნდა.

როგორც გავიგეთ, ეს ამბავი ჩემი მშობლების ყურამდეც მისულა, ჩემი ძვირფასი ძმის წყალობით და საღამოს მოსვლას აპირებენ. სახლში, სადაც ის ადამიანი მყავს, რომლის გამოც ამ ადგილს წელიწად-ნახევარი არ გავკარებივარ.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now