ჯეიმსთან მივედით და სწორედ ისე მოვიქეცი, როგორც მან მითხრა. საღამოს 4 საათი იქნებოდა, როდესაც დევიდს დაურეკა და მოსვლა სთხოვა. დევიდმაც არ დააყოვნა და ათიოდე წუთში მოვიდა.
– მე დაგტოვებთ, სალაპარაკო ბევრი გექნებათ.
– კარგი, ჯეიმს.
– ბიანკა, რა ხდება?
– ოთხი კვირის ფეხმძიმე ვარ.
– ამას არ მოველოდი.
– იცი, საკმაოდ დიდი ნერვიულობა გადავიტანე უკვე დღეს და თუ წასვლა გინდა, უბრალოდ წადი. აუცილებლად უნდა გცოდნოდა.
– არსად წავალ.
– რაც შეეხება ბავშვს.. გახსოვს, როცა გითხარი, რომ კრისტიანთან ვიწექი?
– კი.
– 4 კვირის წინ იყო.
– ანუ?
– არ ვიცი, შენი შვილია, თუ კრისტიანის.
– ჩემთვის, იცი, რომ შენ ხარ მთავარი. თუ მასაროტოსთან გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ცხადია, რომ ასეა, შეგვიძლია ბავშვი ერთად აღვზარდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემია, თუ არა.
– არ შემიძლია, სხვისი შვილი გაზრდევინო. ბოდიში, ცრემლები თავისით წამომივიდა. ემოციების კონტროლი მიჭირს ამ მდგომარეობაში.
– არაფერია, მესმის.ჩემსკენ გადმოჯდა და ხელი მომხვია, დამშვიდება სცადა.
– დარჩენილი დრო მოგეხმარები. ვიზიტებზე სიარული, ვარჯიშები, კვება, განსაკუთრებული მოვლა, ემოციური მხარდაჭერა.. ბევრი რამ დაგჭირდება.
– მადლობა. რომ გავაჩენ, დნმ-ით უკვე გავიგებთ, რა სცენარი დატრიალდება.
– აი, ასე. ცოტა გაიღიმე და არაფერზე ინერვიულო, შენთან ვარ.ამასობაში ჯეიმსიც გამოვიდა.
– ყველაფერი რიგზეა?
– კი, მართალი იყავი.
– ძალიან კარგი.
– შხაპის დროს ვფიქრობდი და რას იტყვით, წელიწად-ნახევრით მაიამიში ხომ არ გადავიდე?
– არ არის ურიგო იდეა.
– ჟურნალისტებსაც თვალთა ხედვიდან გავერიდები და ბავშვიც შედარებით სიმშვიდეში წამოიზრდება.
– კარგი, მაგრამ რა ვთქვათ?
– რომ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიუ-იორკის დატოვება მომიწია.
– კრისტიანსაც ვუთხრა ამ გეგმის შესახებ?
– პირველ რიგში მისი დანახვა არ მინდა და იმიტომ მივდივარ.
– ხომ შეიძლება მამა ის იყოს?
– როცა ვუთხარი და მსგავსი არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა, მაშინ ეფიქრა.
– ანუ რას ვეუბნებით?
– რომ ბავშვი ნერვიულობის ნიადაგზე დავკარგე.
– დარწმუნებული ხარ?
– კი.
– დედას და მამას მე ვუთხრა, თუ თავად ეტყვი?
– შენ უთხარი, გთხოვ. ლუკრეციას, როცა ჩამოვა, მაშინ უთხარი, არ მინდა, დასვენების ნაცვლად ჩემზე ინერვიულოს.
– კარგი.
– როდის აპირებ წასვლას?
– იქნებ, ხვალვე წავიდე.
– სამსახურის გამო, სულ ვერ წამოვალ, მაგრამ მუდმივად გინახულებ და ზოგჯერ დავრჩები ხოლმე.
– ვერც გთხოვდი ამას, დევიდ.
– სამსახურში როგორც გადაწყვეტ, ისე მოვიქცეთ. შემიძლია შეგცვალო და შენი საქმეც გადავიბარო.
– სანამ შემეძლება, ონლაინ ვიმუშავებ.
– კარგი.
– ბიანკა, დღეს აქ რჩები? თუ გაგიყვანო სახლამდე, რომ წავალ?
– გამოგყვები.
– თავს მოუფრთხილდი, დაო.დევიდის მანქანაში ჩავჯექი და განვაგრძეთ გზა, ჩემი სახლისაკენ.
– ვწუხვარ, რომ ჩემთან კონტაქტი კიდევ მოგიწია.
– არასდროს შემიძულებიხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ხარ, ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ხარ, როგორც ერთად ყოფნისას იყავი. თანაც, შეიძლება, ახლა მუცლით ჩემს შვილს ატარებდე.
– შეიძლება.ვუპასუხე და წამში მისი ხელი ჩემს მუცელზე აღმოჩნდა.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...