ორი დღის შემდეგ სამსახურში დაბრუნება გადავწყვიტე. უამრავი შეხვედრის მიუხედავად ნერვებს ვინარჩუნებდი მაქსიმალურად ვცდილობდი, მათ მაინც არ ემოქმედათ ჩემზე.
დილით ელისს ყავა მოვატანინე და დევიდის კაბინეტისაკენ წავედი.
– დილა მშვიდობისა, დევიდ!
– დილამშვიდობის.
– საბუთები მზადაა?
– ორ საათში იქნება და შემიძლია, მდივანს გამოვატანო.
– კარგი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ მოვსულვარ.
– გისმენ.
მივუახლოვდი და სავარძელზე ჩამოვჯექი.
– როგორც იცი, ერთ კვირაში ლუკრეციას და ბენის ქორწილია. დღეს საღამოს დედა და მამა ვახშამს აწყობენ და ყველას გვეპატიჟებიან, შეძლებ ჩემთან ერთად წამოსვლას?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან კარგი, 7ზე გამომიარე.
– როგორც მიბრძანებთ.
გამეღიმა და კაბინეტიდან გამოვედი. გზად ელისმა ახალი შეხვედრის დეტალები დამაწია და კვლავ საკონფერენციო დარბაზისაკენ გავემართე.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ძალა მაინც შემრჩენოდა, ელისისთვის მეთქვა, რომ კამილასთან დარეკვა და ჩემს სახლში მოსვლა ეთხოვა.
კამილა წლებია ჩემი ტანსაცმლის მრჩეველი და დიზაინერია.
მოკლე, თეთრი კაბა ავარჩიეთ და ზუსტად შვიდ საათზე დევიდიც მოვიდა.
სახლში შემოვიდა, მაკოცა და მანქანისაკენ მიმაცილა. მშობლების სახლში დაახლოებით ათ წუთში მივედით.
შესვლისას ყველა გადავკოცნე და უკმაყოფილებაც აღარ დაუმალავთ.
– ბიანკა, რატომ დაიგვიანეთ? – მკითხა დედამ.
– ამანდა, ახალგაზრდა შეყვარებულები არიან, სადმე შეივლიდნენ გზად – გამოეპასუხა მამა.
– კი, ასეა – დაეთანხმა დევიდი – ღვინო მოგიტანეთ.
– მადლობა, დევიდ – უთხრა ამანდამ.
სუფრასთან ლუკრეცია, ბენი, ჯეიმსი, დედ-მამა, ბენის მშობლები და ბენის უმცროსი და – არიანა დამსხდარიყვნენ. ჩვენც ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებზე მოვკალათდით და მალე მომსახურე პერსონალმა კერძების შემოტანაც დაიწყო.
– ქორწილისთვის ყველაფერი მზად არის: ბენდი, ყვავილები, ვერანდა, დარბაზი, ტანისამოსები და უამრავი წვრილმანი, ასევე სტუმრების სიაც შედგენილია, მაგრამ თითქოს რაღაც გვავიწყდება – თქვა კაროლინმა.
– ბუნებრივია, შვილის ქორწილისთვის ყველაფერი კარგი გვინდა, ნერვიულობაც მატულობს. შემოწმებულია ყველაფერი და არაფერი გამოგვრჩენია, ნუ დარდობ.
– როგორ უმკლავდებით ორ ამდემად საპასუხისმგებლო საქმეს, ამანდა? ბიანკაც ხომ დევიდს მიყვება ცოლად..
უხერხულად შევიშმუშნე, მე და დევიდმა ერთმანეთს გადავხედეთ და საბოლოოდ გაღიმება გადავწყვიტეთ.
დრომ სწრაფად გაირბინა, ტომასმა ყველას შინ დარჩენა შემოგვთავაზა, ცამეტი საძინებლის ფონზე, ადგილი ყველასთვის იყო, შესაბამისად მამის შემოთავაზებაზე არც მე მითქვამს უარი. დევიდს ჩავჩურჩულე:
– დარჩები?
– როგორც გირჩევნია, ისე მოვიქცეთ.
– მამა, მე და დევიდიც დავრჩებით, ჩემს ოთახში.
– ძალიან კარგი, საუზმეზეც დაგვეწვევით.
დევიდმა ხელი ჩამკიდა და მესამე სართულზე, ჩემს ძველ საძინებელში ავედით. როგორც ყოველთვის პიჟამები მოემზადებინათ და სასტუმროებისთვის ჩვეული კომფორტისათვის საჭირო ყველა ნივთი მოემარაგებინათ.
– იმედია, არ მიწყენ.
– რას?
მომიახლოვდა და ვნებიანად მაკოცა. მომნატრებია, მისი შეხება და თავი მეც არ შემიკავებია.
პიჯაკი გავხადე და პერანგის შეხსნა დავუწყე. კაბა ამიჩოჩა და საწოლზე გადამაწვინა.
– გავაგრძელო?
– არ შეჩერდე – ვუთხარი და ყელზე კოცნას კბენაც შეურია.
არჩევნის გაკეთება ნელ-ნელა უფრო რთულდებოდა.
მოზღვავებულმა სიამოვნებამ ყველაფერი დამავიწყა და დილით მასთან მიხუტებულმა, სრულიად შიშველმა გავიღვიძე.
– დილა მშვიდობისა, მის კარინგტონ.
– მომნატრებიხარ.
– ვიგრძენი.
–ოხ! – ჩამეცინა.
კარზე კაკუნი გაისმა.
– ბი, დევიდ, საუზმე მზად არის, არ ჩამოხვალთ?
– ლუ, ათ წუთში ჩამოვალთ.
– კარგი.
საწოლიდან წამოვდექი, მაგრამ დევიდი განძრევასაც არ აპირებდა.
– ადექი, დაბლა გველოდებიან.
– ცოტა ხანს სანახაობით დავტკბები.
– დევიდ!
– კარგი, კარგი, ოღონდ ჯერ უნდა გაკოცო.
გადამაწვინა და კოცნა დამიწყო. ხელი ვკარი და საპირფარეშოში შევედი. ცოტა მოვწესრიგდი, ტანსაცმელი ჩავიცვი და დევიდიც შევაგდე კბილების გამოსახეხად.
კიბეებს ჩავუყევით და მაგიდას კვლავ მივუსხედით.
– როგორ გეძინათ?
– ამმ.. მშვენივრად.. ყავას არ მომიტანთ, გრეტა?
– ახლავე, საყვარელო.
– სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ უგემრიელესი ტოსტები და სალათებია – ვუთხარი მზარეულს.
– შეგერგოს.
10საათი იქნებოდა, როდესაც მშობლების სახლი დავტოვეთ და დევიდის სახლში, სამსახურისთვის ტანსაცმელების გამოსაცვლელად წავედით.
კაბინეტში ჯერ კიდევ ახალი შესული ვიყავი, როდესაც ელისმა ყავასთან ერთად შეხვედრის მონაცემები შემომიტანა.
" 02:00 p.m. შეხვედრა მასაროტოს ფირმასთან."
ეჰ! ესღა მაკლდა ზუსტად ახლა სრული ბედნიერებისთვის! მაგრამ სხვა რა გზაა..
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...