საღამოს 5 საათი იქნებოდა, როდესაც სახლიდან გავედით და პიკნიკზე, მდელოზე წავედით. ჩანთიდან სენდვიჩები, სალათი, ტრადიციულად ფორთოხლის წვენი ამოვალაგე და თეთრი ზეწარი მწვანე, ხასხასა ბალახზე გავაფინე. სპეციალურად უამრავი ხის ჩრდილის ქვეშ აგვერჩია ადგილი, რამეთუ ჯეისონი მზის სხივებს არ შეეწუხებინა. პატარას სათამაშოები წამოვუღეთ და მთელი დრო იჯდა და ხან ერთს აკონწიალებდა, ხან მეორეს. მე და კრისტიანი კი, ერთმანეთთან მიხუტებულები საკვებს მივირთმევდით.
– მგონი, ცუდი აზრი არ ყოფილა აქ წამოსვლა და ხშირად უნდა გავიმეოროთ. არც ჟურნალისტები არიან, რომელთაც უამრავი სტატიის შეთხზვა შეუძლიათ და არც ნებისმიერი, თუნდაც კეთილმოსურნე სულიერი, რომელიც დაგვინახავს და თუნდაც წამიერი მოსალმებით, ძვირფას დროს დაგვაკარგინებს.
– ჯეისაც მოეწონა სუფთა ჰაერზე, დედ-მამის გარემოცვაში. ნეტავ, რას იტყვის, როცა გაიზრდება და ჩვენს ისტორიას გაიგებს.
– ალბათ თავიდან გაოგნებული თვალებით შემოგვხედავს, შემდეგ კი გაუხარდება, რომ ბოლოს მაინც ერთად დავრჩით.
– დავრჩებით, რომ?
– აუცილებლად.ხელი ხელზე გადამადო და მისკენ მიმიზიდა.
– იმედია.
– ნუ იქნები პესიმისტურად განწყობილი, ბი, ახლა ყველაფერი გამოგვივა.8 საათი იქნებოდა, როდესაც მოსაღამოვდა, აგრილდა და კვლავ ნიუ-იორკისაკენ გავემართეთ. ჩემს სახლთან მანქანა გავაჩერეთ და ვკითხე:
– შემოხვალ?
– ბოდიში, ბი, დღეს არ შემიძლია. ხვალ ედრიანი ჩამოდის საფრანგეთიდან და უნდა დავხვდე.
– კარგი, მოკითხვა გადაეცი.
– აუცილებლად.
– კარგი, წავიყვან მაშინ ჯეისონს და შევალთ.
– არა, გადმოვალ და მოგეხმარები.ჯეისონი ხელში ავიყვანე და კრისტიანმაც ჩემი პატარა, სამგზავრო ჩანთა დაიჭირა.
ჭიშკარი გავხსენი და შევდიოდი, როდესაც მოულოდნელად სროლის ხმა გავიგე. შეცბუნებულმა უკან მივიხედე და ჩაკეცილი კრისტიანი დავინახე. მკლავიდან სისხლი მოსდიოდა და ისიც მის შეჩერებას ცდილობდა, პარალელურად კი ტკივილისგან თვალები ეხუჭებოდა.არადა შენ არ მითხარი, კრისტიან, ახლა ყველაფერი კარგად იქნებაო?
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Roman d'amourბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...