თავი XXVII

605 37 1
                                    

დილით, 8საათზე მარტოს გამეღვიძა, უმალ მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი. გზად ვიქტორიაც შემხვდა, ამხელა სახლში დაკარგულიყო. ბიჭები სავარძლებზე ვიპოვნეთ. ყველას მივესალმე და კრისტიანს ზურგიდან მივეხუტე, ხელები კი მის გულ-მკერდზე დავასვენე.
- როგორ გეძინათ?
- ძალიან კარგად, ბიანკა.
- მელ, შენ?
- შესანიშნავად. დღეს რა გეგმები გვაქვს?
- მე სამსახურიდან 3 დღე თავისუფალი ვარ, დევიდის წასვლის გამო უამრავი შეხვედრა გადაიდო, სანამ ახალ "დევიდს" არ ვიპოვნით, იქამდე ასე მოგვიწევს მუშაობა.
- ლამაზო, კრისტიანი ვერ ჩაანაცვლებს?
- მელ, კრისტიანს თავისი ფირმა აქვს, რატომ უნდა იყოს ჩვენთან, თანაც ჩემს დაქვემდებარებაში?
- რატომაც არა, ბიანკა! თუ საწოლში კრისტიანით ჩაანაცვლე, ფირმაში რა პრობლემაა?!
- რა გჭირს?
- უნდა წავიდე.

თავისი ნივთები წამიერად შეაკოწიწა და კარი გაიჯახუნა.
- ხომ..
- უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები, რა მოუვიდა.
- ბი, დამშვიდდება და დაილაპარაკებთ, არ ღირს ახლა ნერვიულობად.
- მართალი ხარ - ვაკოცე და ყველანი სამზარეულოსკენ გავემართეთ.

ოციოდე წუთში მაფინები, ყავა და ტოსტი მზად გვქონდა, შესაბამისად ყველანი მაგიდას მივუსხედით და ვისაუზმეთ.
დღის 11 საათი იქნებოდა, როდესაც დავიშალეთ. სახლში მხოლოდ მე დავრჩი. მთელი დღე თავის მოვლას, ფსიქოლოგიურად წინასწარ შემზადებას დავუთმე და საღამოს კრისტიანმა მანქანით მომაკითხა:
- თავს როგორ გრძნობ?
- ვნერვიულობ.
- თუ წამოსვლა მოგინდება, ნებისმიერ დროს შეგვეძლება შენი მშობლების სახლის დატოვება და ეს არ დაგავიწყდეს.
- კარგი.

ავტომობილი გავაჩერეთ და უზარმაზარი ჭიშკრის გავლით სახლში შევედით. "დაცვა, როგორც ყოველთვის შესასვლელში დაგვხვდა, ვინ იცის, იქნებ შეატყობინეს უკვე ჩვენი მისვლა" - ვფიქრობდი.
კარი ნაცნობმა, სანდომიანმა დამხმარემ გაგვიხსნა და ჩვენც სასადილო ოთახისაკენ გავემართეთ. უზარმაზარი, ძვირფასი ნივთებითა და შპალერით შემკული დერეფანი გავიარეთ. ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა ჩემი ბავშვობის სურნელი, რასაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი. დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ თუ არა, დევიდი დავინახე. არც კი ვიცი, როგორ ავხსნა ის, თუ რა ვიგრძენი. დაბნეულობა აღბეჭდოდა სახეზე, ისევე, როგორც ჩვენ.
- დევიდ? აქ რას აკეთებ?

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now