თავი III

1.5K 65 1
                                    

კაფეში მისულებმა, საყვარელი ფინჯანი ყავა შევუკვეთეთ და იქვე, კუთხის მაგიდას მივუსხედით.
- კრისტიან, ენი და თქვენი შვილი როგორ არიან?
- შვილი არ მყავს..
- ეგ როგორ? ენი ხომ ორსულად იყო..
- ჩემგან არა. ხომ გახსოვს, მხოლოდ ერთხელ ვიწექით ერთად, სწორედ ის ღამე ჩაიხვია და მამობა მე დამაბრალა..
- ვაიმე, კრისტიანნ..
ხელზე ხელი დავადე.
- ნამდვილად არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ დაგემართა.. ძალიან ვწუხვარ..
- ენი რომ არა.. ახლა შეიძლება კვლავ ერთად ვყოფილიყავით..
- შესაძლოა, მაგრამ ახლა დევიდთან ვარ.. ხომ გესმის, რაც ენის ფეხმძიმობაზე გავიგე, ნამდვილად აღარ მინდოდა თქვენს იდილიურ ოჯახში ზედმეტი ვყოფილიყავი. ყველას გვეკუთვნის ბედნიერი დასასრული, ასე არ არის?
- მეც სწორედ ამისათვის დავბრუნდი. შენი აზრით, დევიდთან კარგად იქნები?
- ყოველ შემთხვევაში ასე მჯერა. უზომოდ ვუყვარვარ და მთელი ეს წლები გვერდში მედგა. შენ? არ გყავს ვინმე?
- სერიოზული არაფერი, მხოლოდ ერთ ღამიანი პარტნიორები.
- არადა მართლა იმსახურებ..
- ვიცი - მითხრა და ხელი სახეზე მომკიდა - ვიცი..
ტელეფონის ზარი გაისმა. როდესაც დავხედე, დევიდი აღმოჩნდა. კრისტიანს მოვუბოდიშე და უმალ ვუპასუხე.
- სად ხარ, სიყვარულო?
- აქვე, კაფეში, ყავისთვის შემოვირბინე.
- მარტომ?
- მარტომ.
- კარგი, მე სახლში მივდივარ, გინდა გამოგიარო?
- მძღოლი წამომიყვანს.
-კარგი, გელოდები.
გავთიშე და კრისტიანს ავხედე.
- რატომ დაუმალე, ვისთან ერთად ხარ?
- უბრალოდ არ მინდოდა, ტყუილად ენერვიულა.
- თუ ეეჭვიანა?
- არაფერი აქვს საეჭვიანო, მე ვყავარ.
- ვნახოთ.
ბერნის დავურეკე და სახლში წავედი. კარები დევიდმა გააღო და ყელზე კოცნა დამიწყო.
- სჯობს გავაგრძელოთ, რაც ოფისში დავიწყეთ.
- აუცილებლად.
ხელში ამიტაცა და სამზარეულოს დახლზე დამსვა. ვკოცნიდი და ნელ-ნელა პერანგის შეხსნა დავუწყე.
გულ-მკერდის არე რომ დამიკოცნა, ქვედაბოლო ამიწია და ყველაფერი გამილოკა. ვცდილობდი სიამოვნებისგან არ ამომეკვნესა, მაგრამ უიმედოდ. ამ ადამიანმა ნამდვილად იცოდა, რასაც აკეთებდა.
ღამით, ჩახუტებულებმა კი საყვარელ ფილმს ვუყურეთ. რა ვქნა, რომ სწორედ ეს მგონია ნამდვილი ბედნიერება?
მეორე დილით, გაღვიძებულმა სამზარეულოში დევიდი დავინახე.
- ჰეი! რას შვრები, საყვარელო?
- მომავალ მეუღლეს საუზმეს ვუმზადებ.
- ეხ.. როგორ გაუმართლა, ასეთი ადამიანი რომ ეყოლება..
მივუახლოვდი და ყურის ბიბილოზე წავეთამაშე.
- მეხუთე რაუნდი?
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ კაბის საყიდლად უნდა წავიდე დღევანდელი საღამოსთვის.
- მხოლოდ შენ და მასაროტო მიდიხართ?
- როგორც ჩანს..
- ხომ იცი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო.
- კი და მიყვარხარ!
- მეც მიყვარხართ, მის კარინგტონ.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now