თავი XVI

804 44 0
                                    

– კრისტიან, შენ ხარ?
ვიკითხე და თვალები გავახილე.
– არ მეგონა, კიდე თუ გეღვიძებოდა.
წამოვჯექი და ბალიშს მივეყრდნე, ისიც საწოლზე ჩამოჯდა.
– რას შვრებოდით?
– ვისკს ვსვამდით, სიგარას ვეწეოდით, შენზე ვლაპარაკობდით.
– რას?
– როგორც აღმოჩნდა, სამივესთვის ძვირფასი ადამიანი ხარ.
– შენთვისაც?
– ძალიან, ბი.
მისკენ მიმიზიდა, მეც თავი მხარზე ჩამოვადე.
– მიხარია, თუ კარგად გაუგეთ ერთმანეთს.
– ნამდვილად. ბი, თვალები გეხუჭება, დაიღლებოდი, დაიძინე და მეც მოგიწვები.
– სად მიდიხარ?
– გამოვიცვლი.
–  არ დამტოვო.
– არასდროს, ბი. ამის არ უნდა გეშინოდეს.
ფეხსაცმელები გაიხადა, ფეხები ამოწია და მეც მის გულ-მკერდზე, მიხუტებულს ჩამეძინა.
დილით 7 საათი იქნებოდა, როდესაც თვალები გავახილე და ყურს საამური ხმა მოესმა.
– დილა მშვიდობისა, ბი.
– უკვე გღვიძავს?
– ჩაიცვი, მოწესრიგდი და სანაპიროზე გავიდეთ, სანამ დანარჩენები გაიღვიძებენ.
– ჰმ.. კარგი.
წამოდგომისას მაკოცა და მეც ტანსაცმელი სააბაზანოში შევიყოლე.
თხუთმეტ წუთში უკვე სახლიდან გავედით.
– გამომყევი.
– სად მივდივართ?
– კატერით, ჩემს საყვარელ ადგილას.
სანაპიროზე კატერში ჩაჯდა და მეც ხელი გამომიწოდა.
დაახლოებით ათ წუთში ულამაზეს ადგილას მივედით. ირგვლივ სიმწვანე, ბუნგალო და უზარმაზარი ქვები იყო, რომელნიც წყლის სიღრმეს გვავარაუდებინებდა.
– ულამაზესი ადგილია, კრისტიან.
– მინდოდა, სანამ აქ ვიქნებოდით, შენთვის მეჩვენებინა.
– ისე, ბევრი გოგო გყავს აქ მოყვანილი?
– გააჩნია, ბევრს რამდენ გოგოს ეძახი.
ხელი გავაშვებინე და ახლოს ჩამოკიდებული საქანელისაკენ წავედი.
– ბი, ერთადერთი ხარ, ვინც აქ მოვიყვანე.
– მართლა?
– კი.
მობილურის ზარის ხმა გაისმა, ჯიბიდან ამოვიღე და ვუპასუხე:
– დილა მშვიდობისა, ლამაზო.
– დილა მშვიდობისა. რამე გინდოდა?
– დღეს რომელ საათზე ჩამოდიხართ? შემიძლია დაგხვდე.
– არ ვიცით, ტომასთან არ მილაპარაკია ჯერ. ფირმაში რა ხდება?
– ყველაფერი რიგზეა, რომ ჩამოხვალ, დანარჩენს შემდეგ მოგიყვები. გამოგივლი საღამოს.
– კარგი.
გავუთიშე, კრისტიანს კითხვის დასმა არ დავაცადე და მაშინვე ვუთხარი, რომ დევიდი იყო.
– რა უნდოდა? ყველაფერი რიგზეა?
– უბრალოდ მომიკითხა, რომელზე ჩავდიოდით, ის აინტერესებდა, დაგხვდებიო.
– ცოტა არ იყოს, მობეზრებული ურთიერთობა გაქვთ. იმის გამო ხომ არაა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღე?
– ოხ, კრისტიან! შეიძლება, შეიძლება უკვე მივიღე.
– ვის სასიკეთოდ?
– თქმა აუცილებელია? შემიძლია მოქმედებით გაგცე პასუხი.
– საინტერესოა.
მივუახლოვდი, მისი თავი ხელებს შორის მოვიქციე და ვაკოცე. ხელში ამიტაცა და ბუნგალოსკენ წამიყვანა.
მის ზემოთ მოვექეცი, როცა ერთიც ვაკოცე და ვუთხარი:
– პასუხს ერთ კვირაში გაიგებ.
ჩამოვედი, ნაპირისაკენ წავედი და ქვიშაზე ჩამოვჯექი. კამკამა წყალი ქვებთან პატარა ტალღებს ქმნიდა.
– არც შენ ხარ ნაკლები.
– რას გულისხმობ?
– ადამიანების წამება გეხერხება.
– ვიცი, ხშირად მეუბნებიან.
ხელი გამომიწოდა და წყალში შემიყვანა. ცოტა ხანს ვიცურავეთ, შემდეგ დამიჭირა, ხელში ამიყვანა და მაკოცა.
– მთავარია, არჩევნის გაკეთების შემდეგ არ ინანო. ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნება, სამუდამოდ გაგეცალო. არ მინდა, სხვა კაცთან ერთად დაგინახო. იმის წარმოდგენაც კი, როგორ გეხება, ჭკუიდან მშლის.
– მიხარია, რომ ჩამოხვედი.
– ამ ფონზე შენს დანახვას ვერ გამოვტოვებდი.
– მიყვარს, როცა ასე მელაპარაკები.
ამასობაში 11 საათიც გამხდარიყო და ჩვენც დავბრუბდით. ლიამის ჭიშკარს მივუახლოვდით, როდესაც დავინახეთ, მის ეზოში ყველანი ისხდნენ და საუზმობდნენ.
– დილა მშვიდობისა!
– ბი, სად იყავით?
– ჯეიმს, ცოტა გავიარეთ.
– არ დაგვეწვევით?
– რა თქმა უნდა.
მივუსხედით სუფრას და ცოტა ვისაუბრეთ.
– მამას ელაპარაკეთ?
– სამზე წავიდეთ, დაახლოებით ექვსისთვის უკვე შინ ვიქნებითო.
– ძალიან კარგი.
– შენ რას იზამ, კრისტიან?
– პილოტს დავურეკავ და წამიყვანს, თქვენი წასვლის შემდეგ.
– დიდხანს აპირებ დარჩენას?
– მიყვარს აქაურობა, მაგრამ ჯობია დღესვე წამოვიდე ნიუ იორკში.
– ლიამ, შენ და ვიქტორია როდის წამოხვალთ? ქორწილი ოთხ დღეშია.
– არ ვიცი, დავჯავშნით თვითმფრინავში ბილეთებს და გაგაგებინებთ.
– არა, არაა საჭირო. თუ სამისთვის შეძლებთ, ჩვენ წაგიყვანთ, თუ არა და კრისტიანი უარს არ გეტყვით, საღამოს მას რომ გამოყვეთ, არა კრისტიან?
– რა თქმა უნდა, დაახლოებით შვიდი საათისკენ ვაპირებ გამგზავრებას.
– შენ რას იტყვი, ვიკი?
– კარგი, ლიამ, კრისტიანს გავყვეთ.
– ძალიან კარგი, მაგრამ სად უნდა დავრჩეთ?
– სასტუმრო მაქვს, დიდი სიამოვნებით დაგითმობდით ორ ნომერს.
– დიდი მადლობა, კრისტიან.
– ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც ბის მეგობრებისთვის შემიძლია.
საუზმის შემდეგ ყველანი ისევ სახლში შევიდნენ, ჰამაკში კი მე და მასაროტო დავრჩით. კალთაში თავი ჩავუდე, წამოვწექი და მანაც თმაზე თამაში დამიწყო.
– მოხვალ სასტუმროში, როცა ჩვენც ჩამოვალთ?
– დევიდმა უნდა გამომიაროს სახლში, ჩემი ნახვა უნდა.. მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, არ მინდა ვიქტორიამ თავი მარტო იგრძნოს.
– დევიდს ეტყვი?
– რის შესახებ?
– ჩემი ჩამოსვლის.
– არ ვიცი. მგონი, ჩვენ ექვსს შორის უნდა დარჩეს.
– როგორც გადაწყვეტ.
ამასობაში სახლიდან ლუკრეციაც გამოვიდა.
– ბი, ორი საათი ხდება, უნდა წავიდეთ, ყველაფერი ჩავალაგოთ, რომ წასასვლელად მზად ვიყოთ.
– მოახლე ვერ ჩაალაგებს?
– ვერ გაურკვევია, აქ რომელ ტანსაცმელს ტოვებთო.
– კარგი, კარგი. კრისტიან, შენ რას იზამ?
– დაველოდები, როდესაც ვიქტორია და ლიამი მზად იქნებიან, ჩვენც წამოვალთ.
– ძალიან კარგი. ლუ, არ მოდიხარ?
– ჯეიმს დაუძახე და მეც მოვალ.
სახლში შევდიოდი, როდესაც მათ საუბარს მოვკარი ყური..

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now