თავი XXXVI

451 38 1
                                    

3 ივლისი.

დილის 10 საათი იქნებოდა, როცა მუცლის არეში საშინელი ტკივილები ვიგრძენი და მაშინვე სამშობიაროში ჩემი გადაყვანა მოვითხოვე. იგი არ ჰგავდა არც ერთ ტკივილს, რაც კი ოდესმე გამომიცდია და მალე წყლის დაღვრაც მოჰყვა. ამ დროს სახლში ჩემთან ერთად მხოლოდ დევიდი, ლუკრეცია და დოროთა იმყოფებოდნენ. უცებ გამახსენდა, რომ მეორე სართულზე სამშობიაროში წასაღები ჩანთა მქონდა გამზადებული, ლუ ავიდა, ჩამომიტანა და დევიდთან ერთად სამშობიაროსკენ გავეშურეთ. პარალელურად ვცდილობდი, სუნთქვა მეკონტროლებინა და მაქსინალურად მშვიდად ვყოფილიყავი. დანიშნულების ადგილას ჩემი ექიმი შემოგვეგება, რომელთანაც წინასწარ დავრეკეთ და პალატამდე მიგვიყვანა. ჯერ ადრე იყო.
მშობიარობა 3 საათში დამეწყო და მასზე დასწრება ლუს ვთხოვე და მასაც ამაყად ეჭირა ხელი და ცდილობდა მაქსიმალურად შეემსუბუქებინა ჩემთვის მდგომარეობა. თანაც, მისთვის ერთგვარი გამოცდილება იქნებოდა, როცა შვილის ყოლას გადაწყვეტდა, ამის გამოვლაც ხომ აუცილებლად მოუწევდა. საკუთარი შვილი დიდი ძალისხმევისა და ტკივილების შემდეგ, პირველად შუადღის 2 საათზე დავიჭირე. პატარა, ულამაზესი ბიჭი, რომელსაც ჯეისონი დავარქვი. ჯეისონ ლუკას კარინგტონი.

ორი დღის შემდეგ გამომწერეს და პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, იყო დედა. ჯეისონი ღამით არ მაძინებდა და რომ არა ჩემი ოჯახი და მეგობრები, დასვენება სულ არ მეღირსებოდა.

ერთი კვირის შედეგ დნმ-ის ანალიზი ავიღეთ და მოულოდნელად ველოდებოდით, რა პასუხს მოიტანდა და იქნებოდა თუ არა შესაბამისობა დევიდსა და ჯეისონს შორის. მოლოდინის 12 საათი უკიდეგანოდ იწელებოდა და ჩვენც ვუცდიდით, სახლში, სადაც ბავშვის მოვლაზე მორიგეობა გვქონდა დაწესებული. მშობიარობის შემდეგ, თითქოს სახსრებში დალეწილი ვიყავი და ფიზიკურად არ შემეძლო მთელი მოვლა საკუთარ თავზე ამეღო.

13 ივლისს ჩემს მობილურზე ზარი გაისმა და სანდომიანმა გოგონამ მითხრა, რომ დევიდ ჯონსსა და ჯეისონ კარინგტონს შორის შესაბამისობა 0%მდე იყო დაყვანილი. დიახ, ამ დროის მანძილზე იმ ადამიანის შვილს ვატარებდი მუცლით, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს, რომ ბავშვი მუცელში გადარჩა და მეტიც, არანაირი პრობლემა შექმნია.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now