სახლში მივედით, თუ არა, კრისტიანის ტანსაცმლის წამოსაღებად ბერნი გავგზავნე, მასაროტომ კი სავარძელზე მოიკალათა. ჯეისონი ჯერ ახლა სწავლობდა დადგომას, შესაბამისად მამის სავარძლია კიდესთან იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა დგომის შენარჩუნებას. მთელი დღე ასე, ერთმანეთთან გავატარეთ და როდესაც ჯეისონს ორივე ერთად ვეთამაშებოდით, წამში ჩემი მშობლებიც მოვიდნენ. კარი გავხსენი, თუ არა, პირველი დედა შემოვარდა.
- ანუ მართალი ყოფილა.
- შენც გამარჯობა, დედა.
- მა, ხომ არ გიჭირს ბავშვის და დაჭრილის მოვლა ერთად?
- ჯერ-ჯერობით არა.
- კარგი, საღამო მშვიდობისა, კრისტიან!
- საღამო მშვიდობისა, მისტერ კარინგტონ, მისის კარინგტონ.
- არ არის საჭირო ოფიციალურობა, რამდენი წელია გიცნობთ. ბიანკა, საყვარელო, პოლიციას რამე ხომ არ გაურკვევია?
- კი, დღეს დარეკა ოფიცერმა. კამერებშიარავინ ფიგურირებს, მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გვერდითა სახლები ცოტა მოშორებითაა, ეზოს გამო, მეზობელსაც კი არ გაუვლია ახლოს, არათი საეჭვო პირს.
- მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ესროლა.
- რა თქმა უნდა, მაგრამ კვალი არ დაუტოვებია. სამაგიეროდ, პოლიციამ მოსასმენები მოგვცა, თუ კიდევ ეცდებიან რამეს. ჩემი კრისტიანთანაა დაკავშირებული, კრისტიანის - ჩემთან. საფრთხის შემთხვევაში, მეორე შეძლებს დახმარებას და პოლიციისთვის შეტყობინებას.
- კარგია, სულ არაფერს სჯობს. შენ როგორ გრძნობ თავს, კრისტიან?
- უკეთ, ამანდა, მადლობა.
- როგორც ჩანს, შეაყვარე უკვე თავი ჩემს შვილიშვილს, გვერდიდან არ გშორდება.
- კი, მა, კრისტიანი ძალიან უყვარს.ორმოციოდე წუთიანი საუბრისა და ვიზიტის შემდგომ, ჩემი მშობლები წავიდნენ, ჯეისონი დავაძინეთ, ხოლო მე და კრისტიანმა ჩვენს საყვარელ ფილმს ვუყურეთ.
გასული ვადისა და მასაროტოს გამოჯანმრთელებასთნ ერთად, მას ჩემთან სრულიად გადმოსვლა შევთავაზე. ცოტა ხანს ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს იმ აზრზზე შევჯერდით, რომ ჯეისონისთვის კრისტიანის სახლი ცოტა არ იყოს და შეუფერებელი იქნებოდა, მუქი ფერებისა და უამრავი ოთახის გამო.
ორი თვის შემდეგ, 3 ივლისს უკვე მისი ყველა ნივთი ჩვენთან იყო გადმოტანილი და ჯეისონის პირველი დაბადების დღის წვეულებისთვის მომზადება დავიწყეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჯეი ჯერ ბაღშიც კი არ დადიოდა და თანაც, ჩემს სამეგობროში ერთადერთი შვილიანი ჯერ მე ვიყავი, ოჯახის წრეში მოგვიწია გადახდა, ულამაზესი, ზღვის თემის ინტერიერი და ტორტი კი საღამოს განსკუთრებულად მოუხდა.
ნაშუაღამევს, როდესაც ჯეისონი დიდი ენერგიის ფასად მივაძინე, კრისტიანმა ეზოში ჩამომიყვანა. ყველაფერი წითელი გამხდარიყო და ცისფერი ფერის ნატამალსაც ვერ დაინახავდით. ირგვლივ მოფენილი თეთრი ვარდის ფურცლები და სანთლების ბაცი ნათება, წუთებს მეტად დასამახსოვრებელს ხდიდა. ირგვლივ მიმოვიხედე, თუ არა კრისტიანი ჩაიმუხლა.
- გახდებით მისის მასაროტო, მის კარინგტონ, გახდებით ჩემი მეუღლე?
- ჰმ.. ცოტა დავფიქრდები.კრისტიანს წამში სახე შეეცვალა, უწინდებურად აღარ უკაშკაშებდა.
- გეხუმრები, სულელო. რა თქმა უნდა, გამოგყვები ცოლად.კრისტიანის მიერ ჩემი ხელში ატაცება და ჯეისონის ტირილის ხმის გაგონება, ერთი იყო. მაგრამ რას ვიზამთ, ახლა ოჯახში სამნი ვართ და ბედნიერებაც სამივემ ერთად უნდა გავიზიაროთ.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...