თავი XXXV

434 34 1
                                    

ავტორის შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ დარჩენილი 8 თვის ყოველი დღის აღწერა მეტად შორს წაგვიყვანს და ისტორიას უსასრულოდ განავრცობს, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას.

ორსული ბიანკა მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ყოველ შაბათ-კვირას დევიდი სტუმრობდა და ღამით რჩებოდა, მოჰქონდა ჯანსაღი პროდუქტი და ნივთები, რომელიც ახალშობილს დასჭირდებოდა. იგი ყოველ დღე ცდილობდა ბიანკას დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. მათ შორის კოცნაც კი არ ყოფილა, თუმცა კი  ყოფილი საქმროსგან ამის მცდელობა მუდმივად იყო.
რაც შეეხება ვიქტორიასა და ლიამს, ისინი მასთან ერთად მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ და მთელ თავისუფალ დროს ბიანკასთან ატარებდნენ და ეხმარებოდნენ, დოროთასთან ერთად. ყოველი ტკივილისას ექიმი მასთან სახლში მიდიოდა და ყველაფერი მაქსიმალურად კომფორტულად იყო მოწყობილი. საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოსული ლუკრეცია პირდაპირ დასთან გაეშურა და მუდმივად სტუმრობდა. ამანდა გონს მოეგო და მხარი დაუჭირა შვილს. მთელი ოჯახი კი ერთად, ორი თვის ფეხმძიმეს ესტუმრა საშობაოდ. უსამართლობა იქნება, აქვე არ ვახსენო კრისტიანიც, რომელზე ფიქრიც წამით არ შეუწყვიტავს მომავალ დედას და ბევრი ღამეც უნებლიედ, ტირილში გაუთენებია. არც მასაროტო წყვეტდა მასთან დარეკვას. ყოველ დღე რეკავდა, მაგრამ მისი ყოველი ზარი უპასუხოდ რჩებოდა მანამ, სანამ მისი ნომერი საბოლოოდ არ დაბლოკა. ასევე ხშირად მიდიოდა კარინგტონების სახლში, სადაც მუდმივად ერთსა და იმავე პასუხს იგებდა: "ბიანკას ნერვიულობის გამო მუცელი მოეშალა და საზღვარგარეთ წავიდა. მისთვის ასე უკეთესია, შენ კი არ გაქვს უფლება ასე გამოცხადდე ჩვენთან, როცა ეს ყველაფერი შენს ნამუსზეა". რაც შეეხება მუშაობას, მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება სამსახურზე გადაეტანა, სანამ მუცელი და სიმპტომები ხელს შეუშლიდა, შემდეგ კი ჯეიმსი შეენაცვლა. ალბათ, გახსოვთ მასაროტოსა და კარინგტონების ფირმების პარტნიორობის შეთანხმებაც. იგი არ დარღვეულა და ამაში დიდი წვლილი ბიანკას მიუძღვის. მან საგულდაგულოდ გააფრთხილა ოჯახი, პირად ცხოვრებაში რეგრესს ნუ მივცემთ უფლებას ბიზნესს საფრთხე შეუქმნას, მისი პარტნიორობა გვჭირდებაო. ახლა კი იმ დღეს დავუბრუნდეთ, როცა პატარა ქვეყანას მოევლინა და დედამ, რომელმაც სქესის გაგებაზე თავდაპირველად უარი თქვა, ხელში პირველად დაიჭირა შვილი, რომელიც 9 თვე მუცლით ატარა.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now