ადგილობრივი მაღაზიების შემოვლაში ნახევარი დღე განვლიეთ. ბოლოს კი, 8 საათი ხდებოდა, როდესაც მასაროტოების მამულს მივაღწიეთ.
გარედან, დიდი ღობითა და ჭიშკრით შემოსაზღვრულ უზარმაზარ სახლს, სიხალისე დასტყობოდა, ემჩნეოდა, მამულში ბავშვი აუცილებლად ეყოლებოდათ.
ჭაობისფერი ჭიშკარი გავიარეთ და დიად ეზოში შევაბიჯეთ. სასადილო ოთახს აქედანვე შეამჩნევდით, ირგვლივ თეთრი, ძველი იტალიური კედლები ეკრა და ულამაზეს
ბუხართან შუშის კარი ამშვენებდა.
– ბიანკა! მიხარია, რომ მოხვედით! – კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ დანიელას.
– სინიორ ალესიო.
– მოხარული ვარ, რომ გვესტუმრეთ, მის კარონგტონ.
– ბი, ესენი ჩემი დები: კიარა, ლეია და ამელია არიან.
– კრისტიააან! – დაიძახა ბავშვმა და კრისტიანისაკენ გაიქცა. მანაც ხელში აიტაცა.
– ეს კი ბიანკაა. ჩემი...
– შეყვარებული.
– სასიამოვნოა.
– წამოდით, მაგიდას მივუსხდეთ.და ჩვენც გავყევით მასაროტოების უზარმაზარ ოჯახს. კიარა კი კვლავაც არ მოშორებოდა კრისტიანს მხრებიდან. ეკითხებოდა, თუ რატომ არ ჩადიოდა ხშირად, ხომ ენატრებოდა.
საოცარია, როგორ დუმდა გარშემო ყველა და მხოლოდ მისი ტიკ-ტიკი ისმოდა.
მალე კრისტიანის ბიძაშვილები – არმანდო და ლეტიციაც შემოგვიერთდნენ. ბევრი ვისაუბრეთ, როგორც მსგავს შეკრებებს სჩვევია, დანიელამ უამრავი სასაცილო ისტორია მომიყვა, რომელიც რა თქმა უნდა, ჩემს რჩეულს გადახდენოდა.
ვახშამის შემდგომ მათთან დარჩენა შემოგვთავაზეს, ჩვენც დავთანხმდით და მათივე უზარმაზარ ეზოში გავედით.
ციოდა. თუმცა, რას ველოდი, 2 ნოემბრის საღამოს, იტალიაში. კრისტიანიც წამსვე გამოჩნდა პლედით ხელში და საქანელა სავარძელზე ჩამოჯდა, მეც მას მივუწექი:
– აბა, რას ფიქრობ აქაურობაზე?
– საოცარი ადგილია. შენი ოჯახიც. იმდენად სასიამივნო ადამიანები გყოლიან გვერდში. მაგრამ ის ვერ გამიგია, როცა ფინანსურად ძალიან კარგად ხართ, რატომ არ ტოვებთ პატარა პორტოფინოს.
– მამას ყოველთვის უყვარდა მშვიდი, ფერადი იტალია. პორტოფინიც მის ბავშვობასთან ასოცირდება და ძნელია მისთვის, უბრალოდ წასვლა და მოგონებების მიტოვება. დედამაც იცოდა, რაზეც მიდიოდა, როდესაც ალესიოს ცოლობაზე დათანხმდა.
– დანიელაც იტალიელია?
– ნახევრად იტალიელი, ნახევრად ამერიკელი. მამაზე დაქორწინებამდე ნევადას შტატში ცხოვრობდა.
– რთულია, ხმაურიანი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ წყნარ იტალიაში გადმოსვლა.
– მასეც ნუ იტყვი, გვაქვს როგორც ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე, ისე მშვიდი ქალაქებიც.
– მაგრამ მაინც დასაფასებელია, საყვარელი ადამიანის გამო საცხოვრებელი გარემოს გამოცვლა.
– რა თქმა უნდა.
– შენი დები რას ასაკის არიან?
– მათ შორის ყველაზე უფროსი და ამელიაა, 23წლის ხდება სულ რამდენიმე კვირაში. ლეია 20 წლისაა, ხოლო კიარა – ათის. ყველაზე უფროსი მე ვარ და არმანდოსთან ერთად გავიზარდე, 1წლითაა მხოლოდ ჩემზე დიდი. შემდეგ ლეტიცია და ამელიაც გაჩდნენ და ასე გაგრძელდა კიარამდე.
– მიყვარს დიდი, იტალიური ოჯახები. თითქოს, ვერასდროს მოიწყენ.
– ბი, თავადაც ხომ გყავს და-ძმა.
– ჯეიმსი, მე და ლუკრეციაც თითქმის ერთად გავიზარდეთ, მაგრამ რა ჯობია, როდესაც ბაღში არა სამი, არამედ ექვსნი თამაშობთ. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა.ის იყო ვთქვი და კრისტიანს წამში მიმიკა შეეცვალა. სახეზე ხელით მოვეფერე და ვკითხე:
– შვილები არ გინდა, ხომ?
– სამომავლოდ კი. ალბათ. მაგრამ ენის ინციდენტის შემდეგ ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს და ძნელია.
– მესმის.
– ახლა კი წამოდით ქალბატონო, კარგად გამოვიძინოთ. ხვალ უამრავი საქმე გვაქვს.
– მართლა გამოსაძინებლად მეპატიჟები?
– თქვენი აზრით?
– ჰმმ.. იმედი მაქვს, რომ არა.
– მართალი ბრძანდებით, მის კარინგტონ. აქვე დავაზუსტებ, რომ საშინლად სქელი კედლებია და თავი არაფრისგან შეიკავოთ.სახლში უზარმაზარი შესასვლელიდან შევედით. უშველებელი კიბე ავირბინეთ და ოთახში შევიკეტეთ.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...