მეორე დღეს დილით ადრე გამეღვიძა, ვისაუზმე და სამსახურის გზაზე საყიდლებზეც შევიარე.
შენობაში ასვლისას ნაცნობი ხმა გავიგონე და ჯეიმსისაკენ მივტრიალდი.
– ბიანკა!
– ჯეიმს? ხომ ყველაფერი რიგზეა?
– მამამ საბუთები გამომატანა.
– რის შესახებ?
– ადგილობრივი ჟურნალის შესყიდვა უნდა, დაწვრილებით საოჯახო შეკრებაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ გვინდოდა საქმის კურსში ჩაგვეყენებინე.
2-3ფურცელს თვალი გადავავლე და ვკითხე:
– როდის ვიკრიბებით და სად?
– 2დღით ვილაზე უნდა წავიდეთ, ყველანაირი პაპარაცისა და ცნობისმოყვარე ჟურნალისტების გარეშე. თვითმფრინავით დღეს ვაპირებთ წასვლას, შენი წამოსვლაც აუცილებელია.
– დაგეგმილი მქონდა დღევანდელი საღამო, მაგრამ კარგი, გადავდებ.
– კიდევ ერთი ფაქტორია..
– გისმენ.
– მხოლოდ ოჯახის წევრები მივდივართ. არც დევიდი და არც ბენი უნდა წამოვიდნენ.
– არ იქნება პრობლემა, უბრალოდ იმას ვფიქრობ, ეს დრო ბიზნესი ვის ჩავაბარო..
– დევიდს, მაგრამ ნუ, რაღა თქმა უნდა, შეგიძლია დისტანციურად დაესწრო შეხვედრებს.
– მასე აჯობებს.
ლიფტით ჩემს სართულზე ავედი და ელისს ვუთხარი, მასაროტოს ფირმასთან დავეკავშირებინე.
– კრისტიან!
– შენც მშვიდობიანი დილა, ბი!
– ნუ როგორც არის. დღეს ვეღარ მოვახერხებ გამოსვლას და საერთოდ, ჯობია ეს დარჩენილი 3 კვირა აღარ ვიკონტაქტოთ, მხოლოდ საქმიან შეხვედრებზე ვნახოთ ერთმანეთი. ბევრად გამიმარტივდება გადაწყვეტილების მიღება, ზედმეტი ზეწოლა არცერთისგან მჭირდება.
– მასე არ გამოვა.
– რატომ?
– ბენმა ქორწილში დამპატიჟა.
– საიდან იცნობ?
– კურსელები ვიყავით, რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შევხვდით და როგორც აღმოჩნდა, ლუკრეცია მოჰყავდა ცოლად.
– დევიდიც მოდის და იმედია, ერთმანეთს არ დაჭამთ.
– რამე რეალურზე იოცნებე, ბი.
– მოუშორებელი პარაზიტი ხარ.
– ხედავ? შენვე ამბობ, რომ მოუშორებელი ვარ.
– თვითკმაყოფილი იდიოტიც, არ უნდა გამომრჩეს.
– მაგიტომაც გიყვარვარ.
სამსახურის ტელეფონი გავთიშე და საქმეს მივუბრუნდი.
საღამო ხანს სახლში დავრეკე, ჯენას ტანსაცმლის ჩემოდნებში ჩალაგება ვთხოვე, მშობლების სახლამდე კი მძღოლმა მიმიყვანა.
კარები ბიატრისმა გამიხსნა და სასტუმრო ოთახისაკენ გამიძღვა.
– ჯეიმს!
– ჯერ არ მოსულა, ბი.
– კარგი, თქვენ როგორ ხართ?
გადავეხვიე მონატრებულ მშობლებს.
– ყველაფერი რიგზეა.
– დედა, შენ მოდიხარ?
– საყვარელო, ხომ იცი, ბიზნესის საქმეებში არ ვერევი. თანაც, კაროლინთან ერთად თავიდან უნდა გადავიარო ქორწილის ამბები. შენ და დევიდი რას აპირებთ?
– იქამდე დროა, დე, ჯერ ჩემი ქორწილია ჩასატარებელი.
სიტყვა შემომაშველა ლუკრეციამ და ამით დიდ აჟიოტაჟს გადამარჩინა.
გადავეხვიე და ჰოლში შემომავალი ბენი დავინახე.
– ლუ, მამამ ოჯახის წევრების გარდა არავინ წამოვიდესო.. – ჩავჩურჩულე დას.
– ვიცი, ბი, უბრალოდ აქამდე მომიყვანა.
ამასობაში ჯეიმსიც მოვიდა და მიუხედავად მხოლოდ 10წუთიანი ლოდინის მიუხედავად, ცოტა წავითამაშე.
– ყველანი აქ ხართ?
– შენგან განსხვავებით, ერთ საათიანი ლოდინისთვის არ გამიმეტებია ოჯახის წევრები!
– ნეტავ, ოდესმე შეწყვეტს წუწუნს?
– ვერ მოესწრები.
მივეგებე ძმას და ჩემოდნები შევაჩეჩე.
– გაძლებას და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!
დაგვემშვიდობა დედა და ჩვენც პარკინგზე, კერძო თვითმფრინავში ავედით. ლუკრეციას გვერდით ჩამოვჯექი.– ბი.. აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ ბენმა კრისტიანიც დაპატიჟა.
– ვიცი, მახარა დღეს.
– ისე.. რამე გადაწყვიტე?
– არ ვიცი.. სიტუაციით ორივემ ისარგებლა, ორივესთან ბოლო 48საათში ვიწექი, მაგრამ ახლა თავის შორს დაჭერა გადავწყვიტე და ვფიქრობ, ეს უფრო გამიმარტივებს საბოლოოდ პასუხის თქმას.
– იცი.. შენს გვერდით, მიუხედავად დევიდის სიკარგისა, კრისტიანი უფრო წარმომიდგენია. მთელი ცხოვრებაა გიცნობ და ვიცი, თავგადასავლები და ამოუხსნელი სიტუაციები ბევრად გიზიდავს, ვიდრე დაღეჭილი მასალა. კრისტიანი ბევრად საინტერესოდ გაგატარებინებდა ცხოვრებას, მაგრამ ამას მხოლოდ იმის გამო არ გეუბნები, რომ ბენის ძველი მეგობარია. დევიდი თითქოს სტერეოტიპულია, მაგრამ სიყვარული თვალებშივე ეტყობა და ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ.
– როდესაც დევიდთან ვარ, არ ვიცი რა უნდა ვიგრძნო. ვთვლი, რომ მიყვარს, მაგრამ ხან მის გვერდით ჯდომაც კი აუტანლად მეჩვენება, ხან კი მინდა ჩვენს შორის მილიმეტრიანი დისტანციაც არ არსებობდეს. მაგრამ.. რომ მიყვარდეს, მეორე კაცზე დავფიქრდებოდი? შენ გიფიქრია ვინმე სხვაზე?
– არა, არასდროს...
– რაზე საუბრობთ?
ჯეიმსი გამოვიდა, სახელურზე ჩამოჯდა და მხარზე ხელი გადამადო.
– დევიდზე და კრისტიანზე.
– საბოლოო გადაწყვეტილება როდის უნდა მიიღო?
– სამი კვირა კიდევ მაქვს, უამრავი რამ შეიძლება შეიცვალოს.
– თვითონ როგორ მიიღეს?
– დევიდი ხვდებოდა, რომ ასე მოხდებოდა, შესაბამისად არც გაკვირვებია.
– მასაროტო?
– არც კი უშვებს, რომ შეიძლება ის არ ავირჩიო.
– რთული სიტუაციაა, მაგრამ შეგიძლია, ნებისმიერ დროს გვერდით მიგულო. მაგისთვის ვართ დედმამიშვილები.
– ძალიან მიყვარხართ!
– ჩვენც, ბი, ჩვენც.
რამდენიმე საათმა უცებ გაირბინა და ჩვენც დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. ვიცოდი, გადატვირთული ორი დღეც კი ამდენ აურზაურში შვებად მომეჩვენებოდა..
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romansბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...