თავი XXXI

448 36 0
                                    

ტყეში შევედი და იქამდე ვიარე, სანამ კოკისპირული წვიმა არ დაიწყო და ხის ფანჩატურს შევაფარე თავი. ვიჯექი და ჩემს ცრემლებს ლოყაზე სრიალის ნება მივეცი. მალე კრისტიანიც გამოჩნდა, გამოსაცვლელი ტანსაცმლით, ქურთუკებით, პლედითა და პატარა ჩანთით ხელში. გვერდით მომიჯდა.
– ტანსაცმელს თუ არ გამოიცვლი, გაცივდები, ქალბატონო.
– აჰამ.

სპორტულები გამოვართვი და მაგიდის საპირისპირო მხარეს წავედი გამოსაცვლელად.
– მეხუმრები?
– რა?
– ბი, იმაზე ბევრად შიშველი მყავხარ ნანახი, ვიდრე ახლა ხარ.
– გამოსწორებადია.
– არ ვიცოდი, რამდენ ხანს მოგვიწევდა წვიმის გამო გარეთ დარჩენა და ცხელი ყავა და სენდვიჩები წამოგიღე.
– მადლობა.
– რაც შეეხება კოტეჯს, არ მინდოდა ყველაფერი ასე განვითარებულიყო. აქ იმის გამო არ მომიყვანიხარ, რომ ნებისმიერი კლუბში გაცნობილი გოგოსავით გამეჟიმე და მეორე დღეს უკვე ცალ-ცალკე წავსულიყავით ჩვენს გზებზე. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ლამაზი ხედი, ცივი ნოემბერი და საყვარელი ადამიანი ერთად იდეალურ ტანდემს შექმნიდა. შენი ცრემლები? განა, ვღირვარ ამად?
– დაღვრილ ცრემლებს ვეღარ დავიბრუნებ, ასე რომ..

ჩავიცინე და ვაკოცე. ასე მიხუტებულები ვისხედით, სანამ მივხვდით, წვიმა კარგა ხანს აღარ გადაიღებდა და სახლისკენ ყველაფრის ფასად, ხელ ჩაკიდულებული გავიქეცით.

ჩვენი სამ დღიანი დასვენება მალე ამოიწურა და დილის 10 საათზე უკვე მასაროტოების კერძო თვითმფრინავში ვისხედით
– თითქოს კარგად ჩაიარა იტალიურმა არდადეგებმა, არა?
– კიი და თუ შენი პარტნიორი ნახევრად იტალიელია, ეს ყველაფერს ბრწყინვალებას მატებს.
– თავს როგორ გრძნობ?
– თავი ისევ მტკივა და ცოტა სუსტად ვარ.
– ანუ დამაგვიანდა.
– რა?
– მაინც მოასწარი ცუდად გახდომა.
– გაციებას თავის ტკივილი ჯობია, გენიოსო.
– წამალი?
– უკვე დავლიე, მაგრამ შედეგი არ აქვს. როცა ჩავალთ, წავალ ექიმთან, სხვა რა გზაა. გავიგებ მაინც, როგორ მოვიქცე.
– წამოგყვე?
– არა, მძღოლს ვეტყვი და წამიყვანს.
– კარგი.

კრისტიანი მთელი გზა გვერდიდან არ მომშორებია. ვიწექით და სოციალურ ქსელებს ვათვალიერებდით, რომელიც უკვე მივიწყებული გვქონდა, უამრავი საქმის გამო. მალევე ჩამეძინა და მხოლოდ დაშვებისასღა შევფხიზლდი. თავი ისევ ძალიან მტკიოდა და ამასთანავე სისუსტეც არ მომშორებებოდა. ექიმთან ვიზიტი გარდაუვლად მეჩვენებოდა.

მასაროტომ სახლში მიმიყვანა, ჩანთები მეორე სართულზე, ჩემს ოთახში დამილაგა, რათა მეტად მათი თრევა არ მომწეოდა, მაკოცა და წავიდა.

რამდენიმე საათიანი დასვენების შემდეგ მივხვდი, რომ დროის დაკარგვა არაფრად მიღირდა და კლინიკაში წავედი. პირადმა ექიმმა ყველაფერი ცუდის გამოსარიცხად თითქმის ყველა სახის ანალიზის ჩაბარება მირჩია და დიაგნოზზე სასაუბროდ უკვე მეორე დღეს დამიბარა, როცა პასუხები უკვე მოსული იქნებოდა. მანამდე კი მხოლოდ და მხოლოდ დასვენება მრჩებოდა. მარტო, საკუთარ თავთან.

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now