კრისტიანი დილით ადრე მოვიდა და ბავშვს მართლაც, რომ უამრავი სათამაშო მოუტანა.
– დილა მშვიდობისა!
– დილა მშვიდობისა, კრისტიან.
– მოდი, ჯეისონ, ჩემთან.
– ნახე, რამდენი რამ მოუტანია მამიკოს შენთვის.
– არ ვიცოდი, რა სჭირდებოდა და სათამაშოები ნეიტრალურ ვარიანტად მომეჩვენა.
– დალევ რამეს?
– ყავას.
– ტრადიციულად?
– როგორც ყოველთვის.წამოვდექი თუ არა, წამში შემაჩერა.
– გადაღლილი მეჩვენები.
– მთელი ღამე არ მიძინია, ჯეისონმა ჯერ ძუძუ მოითხოვა და შემდეგ საერთოდ აღარ დაუძინია.
– დაიძინე, ბი, მე მივხედავ პატარა ჯეისაც და სახლსაც.
– დარწმუნებული ხარ?
– კი, მიდი, დაისვენე.ზევით ავედი და მონატრებული ორ საათიანი ძილის შემდეგ კვლავ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
– მეხუმრები, ხომ?
– რა ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე.
– არც კი ვიცოდი, რომ მომზადება შეგეძლო და სახლის მილაგება.. ბავშვი?
– როგორც კი ახვედი, მიიძინა და თავის საწოლში ჩავაწვინე. მთელი ეს დრო კამერით ვუყურებდი.
– მადლობა. ნამდვილად მჭირდებოდა დასვენება.
– ეს ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც შენთვის და ჩვენი შვილისთვის შემიძლია. თუ, რა თქმა უნდა, მომცემ საშუალებას, ხშირად მოვიდე.
– არ მითქვამს, რომ არ შეგიძლია, უბრალოდ გაითავისე, რომ შენი აქ ყოფნა მხოლოდ ჯეისონს უხარია.
– შენ?
– მე?! შენი ყურებაც კი რთულია ჩემთვის.
– მესმის. რაც შეეხება ჯეის. მისი სრული სახელი რა არის?
– ჯეისონ ლუკას კარინგტონი.
– კარინგტონი?
– ჯონსს ელოდი?
– იმედი მქონდა, რომ ჯონსი არ იქნებოდა. მინდა, გვარი მივცე.
– კარგი იქნებოდა. სულ რამდენიმე საბუთზე იქნება ხელი მოსაწერი, პლუს დაბადების მოწმობაშიც უნდა დაფიქსირდე.
– როდის აქვს დაბადების დღე?
– 4 ივლისს.
– ანგარიშს შევუქმნი, როგორც წესია და წვდომას 18 წლის ასაკიდან მივანიჭებ.
– როგორც გადაწყვეტ, შენი შვილიცაა. ისე, თითქოს შენც გგავს, თვალებით, ცხვირით, ღიმილით..
– არ შემიმჩნევია.
– რატომ? შენსავით თავმოყვარე გამომეტყველება და სუსხიანი, ნაცრისფერი თვალები აქვს.
– შეგიძლია, პირდაპირ გამასწორო მიწასთან, არაა საჭირო ამაში ჩვენი შვილი გარიო.
– არც მიფიქრია.
– არ იცვლები, ბი. დევიდმა დიდი დრო გაატარა თქვენთან?
– რაც მაიამიში წავედით, ყოველ დღე მირეკავდა, შაბათ-კვირას კი ჩამოდიოდა.
– რჩებოდა?
– კი, მუდმივად, სამშობიაროშიც იყო.
– არ მითხრა, რომ ჩემი შვილი პირველმა შენმა ყოფილმა საქმრომ და ახლანდელმა საყვარელმა დაიჭირა.
– როგორ გეკადრება. ტკივილისას სულ იმაზე ვფიქრობდი, ეს რომ მერე კრისტიანმა გაიგოს, ეწყინება-თქო.
– კი, ძალიან სასაცილოა, ბიანკა, გეთანხმები.
– შენ მოითხოვე.
– რაც გაიგო, რომ მამა მე ვიყავი, აღარ გამოჩენილა?
– არაა ამერიკაში.
– საცხოვრებლად გადავიდა?
– არა, მივლინებითაა.
– დრო იხელთა და სათავისოდ გამოიყენა, ხომ მთელი ჩემი არ ყოფნის დრო?
– კრისტიან, რა გინდა?
– უბრალოდ გეკითხები.
– კი, გამოიყენა. დამშვიდდი?
– ჯეისონს დავემშვიდობები და წავალ, გაუღვიძია.ზევით ავიდა და ბავშვი ჩამოიყვანა. პატარა ჯეი ისე ეკვროდა მამას, რთული იყო, მისგან დამეშორებინა. კრისტიანიც კვლავინდებურად განაგრძობდა ისეთი სიფაქიზით მის ჭერას, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამოუჩენია.
მანგრევდა საყვარელ ადამიანთან ასე ახლოს და ამავდროულად ამდენად შორს ყოფნა. ბოლოსდაბოლოს მასთან, საერთო შვილი მაკავშირებდა.
YOU ARE READING
"კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"
Romanceბიანკა კარინგტონი 26წლის, ნიუ-ორკელი გოგონაა, რომელიც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფირმას მართავს. რა მოხდება, როდესაც ყოფილი საყვარელი, კრისტიან მასაროტო, კონტრაქტს სთავაზობს, მეტოქის ერთად დასამარცხებლად? გრძნობა გაიღვიძებს თუ ჩვეუ...