-პირველია, იმედია მოგეწონებათ.. კომენტარებს ველოდები, რადგან მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება.. :))))
-----------------------------------------------------------
სამსახურიდან როგორც ყოველთვის გვიან და დაღლილი დავბრუნდი, მაგრამ როცა ვიცოდი, რომ სახლში ჯიმინი მელოდებოდა თავისი არაჩვეულებრივი ღიმილითა და ვანილის არომატით ენერგიით ვივსებოდი, ამიტომ გადავწყვიტე მასთან ერთად მევახშმა და შემდეგ სიყვარულით დავკავებულიყავით. სამი დღეა რაც არც კი შევხებივარ. ეს რომ მახსენდება უფრო მენატრება მისი შეხება. კარზე დავაკაკუნე მაგრამ არგააღო, პირველივე რაც ვიფიქრე "ისევ ჩემს მოლოდინში ჩაეძინა". ამიტომ გასაღები მოვიხელთე, კარი შევაღე და მისაღებში ენერგიულად შევედი. რატომღაც მეგონა დივანზე მოკუნტული დამხვდებოდა როგორც სჩვევია ხოლმე.
"ჰმმ.. ალბათ დღეს დაიღალა და ოთახში სძინავს" ამიტომ გეზი საძინებლისკენ ავიღე, ოთახში შესულს არც იქ დამხვდა და ავტომატურად სააბაზანო შევემოწმე სადაც უკანასკნელ იმედს ვიტოვებდი, რომ იქ დამხვდებოდა. სახელურს მოვქაჩე და კარი გამოვაღე. იმედი ბრაზით შემეცვალა და ტვინი ამიდუღდა ის არც იქ იყო. "სად ჯანდაბაში უნდა წასულიყო!" მაშინვე ტელეფონი ამოვიღე და გადავრეკე მაგრამ არ გავიდა. მობილურს ხელს ვუჭერდი, ბრაზისგან მალე ყველაფერს გადავუვლიდი. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა "ამას მწარედ ინანებ პაკ ჯიმინ!" იცოდა, რომ გაუფრთხილებლად ფეხს თუ ისევ გადაადგამდა ეს ცუდ შედეგამდე მიიყვანდა.
-დროა ჭკუა ისწავლო პატარა ნაბიჭვარო. ამოვისისინე გამწარებულმა.
გადავწყვიტე ჯიმინს დავლოდებოდი. სისულელე იქნებოდა მისი მაშინვე მოძებნა. ეს ჩემი სტილი არ არის. არვაპირებ პანიკიორი შეყვარებულის როლის თამაშს. ბრაზისგან დაღლამ და შიმშილმა გადამიარა. ცივი შხაპი მივიღე გონების მოსაკრებად. კომფორტული სპორტულებით სიბნელეში დივანზე ჩავეში და ფიქრს მივეცი თავი. ნეტა სად უნდა ყოფილიყო? გონებაში ვიგონებდი გზებს თუ როგორ დამესაჯა ჯიმინი ასეთი უტიფრობისთვის. არმახსოვს რამდენი საათი ვიჯექი ასე გაყინული სახით და ადუღებული გრძნობებით. უბრალოდ ვიჯექი და თითქოს ამ სამყაროს არვეკუთვნოდი. ჩემი გონება ჯიმინს მოეცვა მთლიანად და ვერსად გავურბოდი იმ აზრს, რომ მისით ასე ვიყავი შეპყრობილი. ვიაზრებდი რამდენად მაღიზიანებდა მისი სიშორე და არარსებობა ჩემს სიახლოვეს. მზად ვიყავი, რომ ხელები სათითაოდ ყველასთვის დამემტვრია ვინც მის შეხებაზეც კი გაიფიქრებდა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)