ჰიუნჯინის მოულოდნელმა გაუჩინარებამ ამაღელვა. ისიც კი ვიფიქრე ამაში ჯონგუკის ხელი ხომარ ერია და მან ხომარ დაუშავა რამე. ტელეფონი გამორთული იყო დაკავშირებას რამდენიმე კვირა ვერ ვახერხებდი, რაც უფრო მანერვიულებდა. თვის ბოლოს კი მეილზე უშველეველი ტექსტის ფონზე გამომემშვიდობა და მითხრა, რომ მის კარიერაში მნიშვნელოვანი ძვრები იყო და უარს ვერ იტყოდა. მას ამერიკაში მოუწია წასვლა სამუშაოდ. ისიც ისეთივე კარიერისტი ნაბიჭვარი აღმოჩნდა, როგორებიც ჯონგუკი და ჯექსონი იყვნენ. არვიცი ასე უცებ რატომ გამიჩნდა მის მიმართ ზიზღი. პასუხის მიწერა სავალდებულოდ აღარ ჩავთვალე და ცხოვრება მის გარეშე გავაგრძელე.
ამ პერიოდის განმავლობაში სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველგან ჯონგუკს ვეჩეხებოდი, თითქოს ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. სადაც კი ფეხს დავდგამდი მოულოდნელად ჩნდებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თავიდან გამიჭირდა შეგუება, მაგრამ შემდეგ მისი მოულოდნელი შემოჭრები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეჭვიანობა ჩემი თაყვანისმცემლების მიმართ უკონტროლო იყო. ასე ალბათ სამუდამოდ მარტოხელა დავრჩებოდი. მოახლოებაზე, რომ არაფერი ვთქვათ და შეხებაზე.. შემოხედვის უფლებასაც კი არავის აძლევდა. თავი საშინლად მომაბეზრა მისმა გამოხტომებმა. ამიტომ ვცდილობდი მის თვალწინ თუ კი ვინმე ფლირტს დაიწყებდა მაშინვე გავცლოდი. პასუხად კი ჯონგუკის კმაყოფილ ღიმილს ვიღებდი, თითქოს მაქებდა და მეუბნებოდა
"-ყოჩაღ ჯიმინ, კარგი ფინია ხარ" ამის გამო საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მაგრამ ერთაადერთი რაც ახლა მინდოდა ნორმალური სამუშაო და მშვიდი ცხოვრება იყო. მე ხომ ცეკვა იმის გამო მივატოვე რომ სრულ სიგიჟესთვის დამეღწია თავი.
-----------------------------------
Jungkook pov:
ჰიუნჯინი როგორც კი თავიდან მოვიცილე, მხოლოდ ერთადერთი რამ რჩებოდა პრიორიტეტად, ჯიმინის დაბრუნება. მაგრამ არ მინდოდა მისთვის რამე დამეძალებინა, ან თავი შემეცოდებინა. მინდოდა სიყვარულის და ჩემთან ყოფნის ძლიერი სურვილის გამო ყოფილიყო ჩემთან. მინდოდა ისეთივე თვალებით შემოეხედა, როგორც იმ სასტუმროში მიყურებდა, როცა პირველად დამითმო მისი უმანკოება. მინდოდა მის თვალებში ისევ ისეთი ძლიერი სურვილი დამენახა ჩემდამი. ამ აზრით ისე ვიყავი შებყრობილი, მის განსახორციელებლად ეშმაკსაც კი მივყიდდი სულს.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)