Regret

734 80 16
                                    

სეულის საავადმყოფოს წინ ტაქსი გაჩერდა საიდანაც ახალგაზრდა, მაღალი, ქერათმიანი, მეტად სიმპათიური ახალგაზრდა, ბიჭი გადმოვიდა. ჟაკეტი შეისწორა და უკანა კარი ენერგიულად გამოაღო, საიდანაც ასევე ახალგაზრდა კარგად ჩაცმული და  მაღალი ბიჭი გადმოვიდა, რომელიც წელში მოხრილიყო და სახე ჩალურჯებებით ჰქონდა სავსე. ქერა თმიანი მოხერხებულად ამოუდგა გვერდით შავგრემან ბიჭს ხვეული თმით და საავადმყოფოს კარებში ფრთხილად მასზე დაყრდნობილი შეიყვანა. 


 თეჰიონმა საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე საათი დაჰყო. უამრავი სისხლჩაქცევა სახისა და მუცლის არეში სერიოზულ გამოკვლევებს მოითხოვდა. მათ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ შინაგანი სისხლდენა არ აღენიშნებოდა. თეჰიონის მამა ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ამიტომ მისვლისთანავე მთელი სავაადმყოფო თავს ეხვია. როგორც კი გამოკვლევები დასრულდა დასასვენებლად მაარტო დატოვეს. მან მაშინვე მისი გადამრჩენწლი იხმო ოთახში. უცნობი ბიჭი ამ ხნის განმავლობაში მოთმინებით ელოდა გარეთ მათგან კარგ სიახლეს, რათა ბარში მშვიდად წასულიყო და გაეგრძელებინა დალევა. რამდენიმე საათში მასთან მედდა გამოცხადდა, რომელმაც შეატყობინა, რომ პაციენტს მისი ნახვა სურდა. ქერა უხმოდ გაჰყვა მედდას პალატაში.

Taehyung pov: 


რამდენიმე საათიანი მტანჯველი გამოკვლევების შემდეგ, როგორც იქნა პალატაში გადამიყვანეს დასასვენებლად.  როგორც კი გამაყუჩებლებმა იმოქმედა და ტკივილი შემიმსუბუქდა მაშინვე ის ქერა ბიჭი ამომიტივდა თავში, რომელმაც ასე უსასყიდლოდ მოინდომა ჩემი დახმარება. მედდა ვიხმე და დავავალე ჩემთან მოეყვანათ თუ ისევ აქ იყო. ჩემდა გასაკვირად კი დიახ ის აქ იყო. მან არ დამტოვა. საინტერესოა რატომ აკეთებს ამას და რა მოტივი ამოძრავებს. 

კარის ხმაზე მზერა მაშინვე კარებში მდგარ ბიჭს მივაბყარი. ახალგაზრდა, ქერა თმებით, ცისფერი თვალებით, ოდნავ შესამჩნევი ჭორფლით და მკაცრი მზერით. საკმაოდ მაღალი, გამხდარი და ნავარჯიშევი სხეულით. მისი ხმა კი მახვილი და ღრმა იყო. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now