Taehyung pov:
კლინიკიდან მეორე დღესვე გამოვიქეცი მიუხედსვად იმისა, რომ ჯერ სრულად არ გამოვრჯანმრთელებულვარ. ჯიმინის ბედი უნდა გამეგო არ დავუშვებდი ჯონგუკი ჯიმინსაც ჩემს მსგავსად მობყრობოდა. ჯერ მის ბინაში მივედი, შემდეგ მშობლების სახლში თუმცა არსად იყო. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამიტომ სამსახურში მივაკითხე მაგრამ არც ჯონი და არც ჯიმინი სამსახურში არ გამოცხადებულან. ჯონგუკის სახლში მისვლას ვერ გავბედავდი, ამით შეიძლება ჯიმინი უარეს მდგომარეობაში ჩამეყენებინა. ამიტომ დეტექტივი დავიქირავე. მისგან ყოველდღე ვიგებდი სიახლეებს ჯიმინზე.
ჯიმინმა 2 კვირა სრულ იზოლაციაში გაატარა და სახლიდან არ გამოსულა. შემდეგ კი მისი ოჯახის წევრები და მეგობრები დადიოდნენ ხშირად მასთთან. ჯიმინი ისევ იშვიათად გამოდიოდა გარეთ. ისიც მხოლოდ ბაღში სასეირნოდ. მუდამ წაშლილი სახით იდგა და ერთ წერტილს აშტერდებოდა.
"ნუთუ ეს არის სიყვარული? ნუთუ ჯონმა ეჭვიანობის გამო ჯიმინი გატეხა?" ყველა გზა უნდა მენახა მასთან სალაპარაკოდ. მაგრამ ჯონს ის თავის გალიაში ჰყავდა გამოკეტილი და ჯიმინიც უსიტყოდ რჩებოდა მის ტყვეობაში. არცერთი მცდელობა იქედან გამოღწევის. არცერთი მცირეოდენი სურვილი, ეს რომ შემენიშნა მე მას დავხმარებოდი. ის უბრალოდ სიტუაციას შეეგუა.
"ნუთუ ასე ძალიან უყვარს, რომ თანახმაა მიიღოს ეს სასჯელი წუთიერი სისუსტისთვის?" იმ მტკივნეული შემდეგ ჯონიც აღარ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს და მენატრება ჯერ კიდევ არ შემიძლია თვალებში ჩახედვა. მე მის თვალში ბოლომდე დავეცი. ეს ჩვენი ურთიერთობის დამხობის უკიდურესი ფორმა იყო. მას ჩემთვის ბევრი ღვაწლი გაუწევია. უამრავჯერ ჭაობიდან ამოვუთრევივარ. სისუსტეს როცა ვიჩენდი ყოველთვის ჩემი საყრდენი იყო. მე კი სანაცვლოდ მას გული ამოვგლიჯე. არც კი ვიცი მის ადგილას რას გავაკეთებდი. მაგრამ მე ახლა მხოლოდ უდანაშაოლო ჯიმინზე შემიძლია ფიქრი და ღელვა. ჩვენ_ მე და ჯონი, ორივე ძლიერები ვართ და ყველაფერს ავიტანთ. მაგრამ ჯიმინი? ის ზედმეტად უმწეოა ასეთი სასჯელისთვის. ერთადერთი ის ფაქტი მამშვიდებდა, რომ ჯიმინი უვნებელი იყო.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)