უკვე ძილის ბურანში ვიყავი გახვეული როცა აბაზანის კარი გაიხსნა და ნაბიჯების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჯონგუკი ჩემს საწოლთან მოვიდა.
-ეეიი გძინავსს?? თავი მოვიმძინარე და პასუხი არ დავუბრუნე. არმინდოდა მაინცდამაინც ახლა მასთან საუბარი. -ეეიი.. და ხელი მხარზე დამადო.ისევ არანაირი რეაქცია. გასწორდა და და ამოილაპარაკა. -ძალიან კარგი! საბანი აწია და გვერდით ჩამოჯდა. -მიიწიე.. მცირედ ზეწოლით გვედით გააჩოჩა ჩემი მსუბუქი სხეული და გვერდით მომიწვა. -კიდე თუ ვინმე გაბედავს შენს შეხებას ხელებს სათითაოდ დავამტვრევ.. ჩურჩულებდა ჩემს საფეთქელთან. ჩემი სხეული კი მკლავებში ძლიერად ჰქონდა მოქცეული. -არმივცემ უფლებას არავის, შეეხოს იმას რაც ჩემია!! .."მოიცაა რაა? მას ჰგონია რომ მისი საკუთრება ვარ? როდიდან გავხდი მისი მარიონეტი? ნაბიჭვარი.." შევიშმუშნე და ზურგის შექცევა გადავწყვიტე, მაგრამ უფლება არმომცა.. -ვერავინ შეგეხება სანამ არ გავიგებ რატომ მჭირდება ასე ძალიან შენი სიახლოვე.. რატომ მეფიქრება გამუდმებით შენზე.. რატომ მოგეჯაჭვე.. რატომ მაინტერესებ!! პასუხები უნდა ვიპოვო!!.. არვიცოდი როგორ უნდა ვყოფილიყავი მისი ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ. გამხარებიდა თუ გავბრაზებულიყავი. ის ჩემში უამრავ სრულიად სხვადასხვა ემოციას იწვევდა. ნდობას.. ვნებას.. სიძულვილს.. ზიზღს.. ტკივილს.. ლტოლვას... ახლა კი ვხედავდი, რომ ჯონგუკი ჩემს მსგავსად გაურკვევლობაში იყო. მაგრამ ამჯერად მას ეს ჩემზე მეტად აწუხებდა და სტანჯავდა. დილით სასიამოვნო შეგრძნებებმა გამაღვიძა მზე ახლად ამოდიოდა და ჩემს სხეულს სხივებით დასთამაშებდა, ტყის გრილი სუნი ტრიალებდა კოტეჯში, ჩიტების გალობა ფანჯრიდან გვანებივრებდა. გვერდით კი სასიამოვნოთ თბილი და სურნელოვანი ჯონგუკი იწვა, რომელიც მთელი სხეულით მეკვროდა.
ჯონგუკს მკლავებიდან დავუსხლტი და ნელა გამოვძვერი საწოლიდან ჩანთას ხელი დავტაცე და გარეთ გავედი. ყველა საუზმობდა მეც მათ შევუერთდი და როცა შევამჩნიე, რომ ჯექსონი გვაკლდა მისი ამბები გამოვიკითხე. როგორც აღმოჩნდა მისმა ძმამ ჩამოაკითხა და მანქანით დაბრუნდა სეულში. საუზმის შემდეგ ავტობუსში დავბრუნდი და ამჯერად სხვა ადგილი დავიკავე ფანჯარასთან გვერდით კი სასიამოვნო ახალგაზრდა მომიჯდა. "მთავარია, რომ ეს ჯონგუკი არიყო". დაძინებას ვაპირებდი როცა ბიჭი შემომიტრიალდა და ფართოდ გამიღიმა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)