broke

591 77 33
                                    


Jimin pov: 


 ძლივს გავახილე თვალები. ასე მეგონა თვალებზე რაღაც უხილავი ძალა მაწვებოდა. მაგრამ კარზე ზარის ხმა გაჩერებას არაპირებდა. პლედში გავეხვიე და ნახევრად გახელილი თვალებით გამოვაღე კარი. თვალები გამიფართოდვდა ჩემს მდგომ გამოსახულების დანახვისას. ნუთუ მეჩვენება? დაბრუნდა? ის ჩემთან დაბრუნდა?

 -ჯონგუკ?? 

-ჯიმინ მე ვარ.. მისი ხმა ისევ ისეთია, თბილი და სიყვარულით სავსე. 

-ჯონგუკ შენ დაბრუნდი? ბედნიერების შეკავება შეუძლებელი გახდა. პლედი გადავიძრე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ხელებს მჭიდროდ ვკრავდი და ვცდილობდი მთლიანად შემეგრძნო მონატრებული სხეული და სურნელი. 

-ჯიმინ საშინლად მომენატრე.. მისი ხმა ალერსით იყო სავსე. ტუჩები ჩემს კისერზე მოათავსა და დაუსრულებლდა მკოცნიდა. 

 თვალები დავხუჭე და ცხელ ცრემლებს საშუალება მივეცი გზა გაეკვლიათ სახეზე. ახლა ჯოჯოხეთის და სამოთხის გასაყარზე ვიდექი. მე გუშინ ჯონგუკს ვუღალატე. ადამიანს რომელიც ასე ძალიან მიყვარდა მისივე დეიდაშვილთან ვუღალატე. მის მკლავებში ყოფნა ჩემთვის ერთდროულად სამოთხეც იყო და ჯოჯოხეთიც. ორ სრულიად საპირისპირო გრძნობას მარწუხებში ვყავდი მოქცეული. ჩემი გული საშინლად სწრაფად ცემდა, ცრემლები კი გაჩერებას არ აპირებდნენ. ჯონგუკი კი საპასუხოდ მჭიდროდ მეხუტებიდა, ზურგზე და თმაზე მეფერებოდა და ჩემს ყურთან დამამშვიდებელ სიტყვებს ჩურჩულებდა 

-შენთან ვარ მინი.. მე არასდროს მიგატოვებ.. დამშვიდდი.. მე შენ მიყვარხარ.. შენ ისევ ჩემთან ხარ.. ნურაფრის გეშინია პატარავ.. გულზე თითქოს დიდი ლოდი მედო რომელიც ამოსუნქვის საშუალებას, ხოლო ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი, რომელიც საუბრის არ მაძლევდა. 

 -ჯონგუკ.. ვცდილობდი მისგან თავი დამეხსნა მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლებდა. -გთხოვ გამოშვი ძლის ამოვიხავლე. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now