jimin pov:
რაც უფრო ვუახლოდებოდი ჯონის სამყოფელს მით უფრო მიმძიმდებოდა გული. მზად ვიყავი იმისთვის, რომ ასეთ მდგომარეობაში მენახა ის? არა, ასე აღარ ვფიქრობ. სიცოცხლესაც კი გავიღებდი ოღნდ პალატაში შესალს გაღვიძებული ჯონი მეხილა. ხელები მიაფლინდება, ზურში ცივ ოფლს ვგრძნობ და მუხლებში სისუსტეს, ასე მგონია მალე ძირს გავწვები და აქ მოსული ჯონის პალატამდე ვეღარ მივაღწევ, სხეული საშინლად მიკანკალებდა და სადაცაა ისევ ავტირდებოდი. ნამჯუნმა მაშინვე შეამჩნია, რომ ჩამოვრჩი და ფეხებს აბურდულად მივაბიჯებდი.
-შშშ.. მშვიდად.. ბეჭებზე ხელი მომხვია, მე კიდე თავს უფლება მივეცი მას მივყრდნობოდი, რადგან ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი. პალატის წინ ვიდექით უკვე. ორივე მე მელოდებოდა რატომღაც, რომ კარი შემეღო. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და კარის სახელურს მოვქაჩე.
გული კიდევ რამდენჯერ უნდა მომიკვდეს? ის უტეხი და ძლიერი ჯონგუკი, რომლიც თავდავიწყებით საკუთარ თავზე მეტად შევიყვარე, თეთრ საწოლზე მილებში აბლანდული იწვა და ნიღაბის დახმარებით სუნქავდა, მას მძინვარე , სიყვარულით, ვნებითა და ზოგჯერ მრისხანებით სავსე თვალები ერთი თვეა არ გაუხელია. გული მეკუმშება მას ასეთს, რომ ვხედავ.. როგორც კი მივუახლოვდი თვალებიდან ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. მალე ჩვენთან მედდა გაჩნდა საიდანღაც და გვთხოვა მორიგეობით გვენახულა. იუნგიმ და ნამჯუნმა ალერსიანად აკოცეს შუბლზე ჯონგუკს და მარტო დაგვტოვეს. ამ ჟესტმა უფრო დამიმძიმა გული.
როგორც კი ოთახში მასთან მარტო აღვმოჩნდი ძლიერად ჩავეჭიდე მის გაყინულ თითებს, საწოლთან დავეშვი მუხლებზე, მის გაყინულ მკლვავს მივაბჯინე შუბლი და უღონო ქვითინი აღმომხდა.
- მტკივა ჯონ.. ძალიან მტკივა.. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება ჩემთვის? ნუთუ საკმარისად არ დავისაჯე? გთხოვ დაბრუნდი.. არ ვარ ამდენად ძლიერი.. აღარ შემიძლია მეტი.. ამ ჯოჯხოთში როგორ დამტოვე.. როგორ შეგეძლო ასე მოქცევა? ..ძალიან მენატრები.. ახლოს მივიწიე და გაყინული შუბლი და ღაწვები ცხელი ცრემლების ფონზე დავუკოცნე. ვგრძნობდი მარილიანი გემო როგორ ერეოდა წამლების სუნით გაჯერებულ ცივ სხეულს.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)