მთელი კვირა სრულ დეპრესიაში გავატარე. ოთახიდან არ გამოვდიოდი და ჩიტივით ვიკვებებოდი. შესამჩნევად დავიკელი და სახის ნაკვთები გამომეკვეთა. სკოლაში წასვლა საშინლად არ მინდოდა ვიცოდი იქ ჯონგუკი აღარ დამხვდებოდა. გაზრდილი თმა შავად შევიღებე და უძინარი უპეების დასაფარად ცოტა მაკიაჟი გავიკეთე. პირველ დღეს ყველა კარგ ხასიათზე იყო და მესალმებოდნენ. მე კიდე არავის დანახვა არ მინდოდა. ჩემი სწავლის ნიშნებმაც საგრძნობლად იკლო. ვერ ვკონცენტრირებდი. არასწორი კვების და წონის კლების გამო საცეკვაოდ ძალა აღარ მყოფნიდა. მუსიკიდან გამოვედი, რადგან სიმღერის ხასიათზე აღარ ვიყავი და ხელოვნებაზე ჩავეწერე მედიტაციაში მეხმარებოდა. ჩემი ერთი სემესტრი სრული კრახით გავიარე. დედამაც შემაჩნია ჩემი ხასიათის სრული ცვლილება და უხასიათობა. რამდენჯერმე მკითხა მიზეზი. ჯონგუკის მოყვანაც კი მთხოვა. პასუხი უბრალოდ არ არსებობდა. მხოლოდ დუმილით შემოვიფარგლებოდი. დედას ჩემი ასე ყოფნა აწუხებდა და პიანინოს გაკვეთილზე ჩამწერა, რათა დეპრესიიდან გამოსვლაში დამხმარებოდა. რამაც გაამართლა. რაც უფრო დრო გადიოდა თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი. ზამთრის არდადეგები ისევ ბუსანში გავატარეთ. ახალმა სემესტრმა ისევ უღიმღამოდ ჩაიარა. მთელი კი ზაფხული ვმუშაობდი. აგვისტოსთვის ბანაკში ისევ ჩავეწერე. მაგრამ ამჯერად სხვაგან. ზღვის გარემოცვაში. არ მინდოდა რამე მეკეთებინა რაც ჯონგუკს გამახსენებდა. მთელი ზაფხული ვმუშაობდი და ფული დავაგროვე მაგრამ არ დამიხარჯავს მინდოდა უნივერსიტეტისთვის შემომენახა და მოტოციგლეტი მეყიდა. ახლა მხოლოდ ახალი ცხოვრების დაწყებაზე ვფიქრობდი. ბანაკში დარდი ზღვას გავატანე. სასიამოვნოდ დავისვენე და გავირუჯე. ყველაფერი იდეალურად იყო. სახლში კი გაჯანსაღებული დავბრუნდი.
სკოლის პირველი დღე იყო. გული ისევ დამიმძიმდა. ერთადერთი სკოლა იყო რომელიც გამუდმებით მის თავს მახსენებდა. შავ ჯინსსა და შავ პერანგში გამოვეწყვე თითქოს სამგლოვიაროდ მივდიოდე. შავი თმა უკან გადავიწიე და სკოლის გზას დავადექი. ყველაფერი ისევ ისე იყო ძველებურად. ბავშვები იზრდებოდნენ და ლამაზდებოდნენ. ნეტა როგორია ახლა ჯონგუკი. ალბათ ორმაგად უფრო ლამაზი და სიმპატიური ვიდრე ოდესმე. მასწავლებელმა გვამცნო, რომ ახალი კლასელი შემოგვემატა. ყველამ ჩურჩული ატეხა მე კიდე თვალები გამიფართოვდა როცა კლასში შემოსული ჯექსონი დავინახე. ჯექსონმა თვალი ჩამიკრა და ჯისუს მიუჯდა გვერდით, მთელი გაკვეთილი ეს ორნი გაუჩერებლად ლაპარაკობნენ. ვგრძნობდი ჯექსონი როგორ აპარებდა შიგადაშიგ მზერას ჩემკენ. მან დიდი თხოვნით ჯისუს ადგილი გაუცვალა და მისი ადგილი დაიკავა, ჩემს უკან. ყოველდღე ცდილობდა ჩემთან საუბარს და დაახლოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი კარგი ადამიანი იყო და ძალიან მიმზიდველი მისი დანახვისას ყოველთვის ჯონგუკი მახსენდებოდა. ეს კი ჩემი ცუდ ხასიათზე ყოფნის კიდევ ერთი მიზეზი იყო. ჯექსონი ყველგან თან დამყვებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თავიდან სულერთი იყო მაგრამ შემდეგ გამაღიზიანა მისმა ასეთმა ყურადღებამ. უბრალოდ მინდოდა ნორმალურად მეცხოვრა ყოველგვარი ურთიერთობების გარეშე. ზამთრის საზეიმო წვეულებაზე ჯექსონიც ჩაერთო. მისმა ასეთმა სერიოზულმა დამოკიდებულებამ ყველაფრის მიმართ ჩემი აღტაცება გამოიწვია. მისი მოძრაობები უბრალოდ საოცრება იყო. რაც ჩემი ცეკვაზე დაბრუნების მიზეზი გახდა. მე და ჯექსონი შეუჩერებელ რობოტებადაც კი შეგვრაცხეს. ზოგჯერ რეპეტიციის ოთახში იატაკზე გვეძინა ცეკვისგან დაღლილებს. პროგრამას 2 თვეში დავეწიეთ და შეჯიბრებაშიც მივიღეთ მონაწილება. მე, ქაი, თემინი და ჯექსონი_ საუკეთესო ოთხეულად შეგვკრეს და საოცარი ნომრით სინგაპურში გაგვიშვეს, სადაც მორიგი შეჯიბრი გველოდა.
YOU ARE READING
უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)
Romanceჯიმინით შებყრობილი ეჭვიანი ჯონგუკი გამუდმებით ცდილობს მის იზოლაციას სხვებისგან. (დასრულებული)