A painful dilemma

829 93 77
                                    

მეორე დღეს ჯონგუკი მართლაც მოვიდა ფურცლებით ხელში და თავ აუღებლად დაიწყო პროექტზე მუშაობა. ყურადღებას არც კი მაქცევდა. ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ვცქმუტავდი და ვერ ვხდებოდი რა იყო მისი ნამდვილად აქ ყოფნის მიზეზი. 

 -ჯიმინ? ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა. 

-ჰმმ.. 

-რა გჭირს? რატომ ვერ ისვენებ? რამეს თუ ვერ იგებ მკითხე.. 

-აჰამ.. თავი დავუქნიე და ისევ პრეზენტაციას ჩავაცქერდი ვითომ დიდი ინტერესით, ჩემი გონება კი სინამდვილეში ათასი კითხვით იყო სავსე.. ჯონგუკი მას შემდეგ ყოველდღე მოდიოდა და პროექტზე მუშაობას აგრძლებდა, რასაც ვერ ვიგებდი მიხსნიდა. როცა სხვა თემაზე ვიწყებდი საუბარს ისევ პროექტზე გადაჰქონდა, ამიტომ მეც დავნებდი. ვიფიქრე, რომ ვალს მიბრუნებდა, ამიტომ მუშაობდა მარტო ამ პროექტზე.  პარასკევს იყო პრეზენტაცია და ჩემი ამდენხნიანი დასვენების შემდეგ პირველი დღე. კლასში შესვლისთანავე თემინი და ქაი დამეტაკნენ. მათმა ასეთმა ჟესტმა ნასიამოვნები დამტოვა, ჯისუც გადამეხვია და მომილოცა დაბრუნება. მიხარია, რომ კლასში ყველას არ ვეზიზღები. დღემ კარგად ჩაიარა მასწავლებელმა ჯონგუკს პროექტი მოუწონა, შეგვაქო და უმაღლესი შეფასებით დაგვასაჩუქრა. აი ისევ, თოთქოს წრეზე დავდივართ. დასრულდა ჩემი და ჯონგუკის შეხვედრები ამ პროექტთან ერთად. ჩემი ცხოვრება კი თავის რიტმს დაუბრუნდა.სკოლა, შემდეგ კი ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილები. თემინის წვეულების შემდეგ გადავწყვიტე უარი მეთქვა მსგავსს წვეულებებზე წასვლაზე. ექიმმაც ამიკრძალა რამოდენიმე თვე ალკოჰოლი. ამიტომ ერთი და იგივე რუტინაში ვტრიალებდი.

დანარჩენი თვეები უინტერესოდ გადიოდა. ჯონგუკი სრულიად ჩამომშორდა და სკოლაშიც იშვიათად დადიოდა. თემინმა მისი ორიენტაციის შესახებ მითხრა და მისი ბოიფრენდი გაგვაცნო მე და ქაის. ქაი ტიპიური ქარაფშუტა იყო კარგი გარეგნობით, მალევე იცვლიდა შეყვარებულებს. ქაი ბისექსუალი აღმოჩნდა ამიტომ მისი შეყვარებულები ხან ბიჭები იყვნენ, ხან გოგონები სახელების დამახსოვრებასაც კი ვეღარ ვასწრებდით მე და თემინი. ლისას დავუახლოვდი, ბუფეტში ერთად ვსხდებოდით და ცეკვაზე ვსაუბრობდით. ზოგჯერ სახლშიც ვაცილებდი მაგრამ რატომღაც ჩვენი ურთიერთობა წინ ვერ მიიწევდა. შეიძლება მიზეზი მე ვიყავი, რადგან არ ვჩქარობდი მისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ზამთრის არდაგეგები ბუსანში გავატარე ოჯახთან ერთად. სკოლის დაწყების დღეს ამდენი დროის შემდეგ შესასვლელში ჯონგუკს დავეჯახე. 

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now