Karma

691 83 23
                                    

-ჯიმინ.. რაზე ფიქრობ? ჯონგუკი ფრთხილად მიუახლოვდა ჯიმინს რომელიც აივანზე იდგა და ტბას გაჰყურებდა. ზურგზე მოეხვია, ხელები ირგვლივ შემოავლო, მკლავებში მოიქცა და თავი ჯიმინის მხარზე დაასვენა. 


-ჯონგუკ.. რატომ შეგიყვარდი? დიდხნიანი დუმილი ჯიმინის ნაზმა, მელოდიურმა ხმამ დაარღვია. 

-ჰმმ.. რთული კითხვაა ჯიმინ.. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო.. რთულია ერთი მიზეზის დასახელება.. მაგრამ ვფიქრობ ყველაზე მთავარი მიზეზი ისაა, რომ შენ ჩემი ხარ.. და რომ შენც გიყვარვარ.. 

-ფიქრობ ეს საკმარისია ურთიერთობისთვის? ჯონგუკმა ამოიოხრა, ჯიმინი მისკენ შემოატრიალა, თავი დახარა და ჩუმად განაგრძო საუბარი.. 

-ჯიმინ, არა ასე არ ვფიქრობ, ურთიერთობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ერთგულება და ნდობა.. 

 -გასაგებია.. მშრალად ამოილაპარაკა და ისევ ტბას მიაბყრო მზერა.

 -მაპატიე.. მაპატიე, რომ არ გენდობოდი ჯიმინ.. მაგრამ ეს ადრე იყო.. მე შევიცვალე ჯიმინ.. შენთვის.. ჩვენთვის.. მე შენ გენდობი და შენ ჯიმინ? ჯიმინმა დუმილი ამჯობინა საუბარს. შემდეგ კი სამყაროს ისევ ახალი კითხვით დაუბრუნდა.

-ჯონგუკ? და შენზე რას მეტყვი? ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში იყავი ერთგული? ჯონგუკს ამ სიტყვებზე გააჟრჟოლა, თავი ასტკივდა, გული აუჩქარდა და თითქოს სუნქვა შეწყვიტა წამით. ის არ იყო ერთგული. მან ჯიმინთან იგივე შეცდომა დაუშვა, რაშიც მას  ადანაშაულებდა. არაგონიერად იმპულსებს აყოლილმა ჯენისთან უღალატა. ეს ისეთი სამარცხვინო და დამამცირებელია.. ჯონგუკი გაფითრდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეპასუხა ჯიმინზე. ეღიარებინა თავისი დანაშაული, რომელიც ჯიმინს სამუდამოდ დააკარგინებდა თუ მოეტყუებინა ჯიმინი და სინდისის ქენჯნით გაეგრძელებინა მასთან ყოფნა. ჯიმინმა აქამდე ტბაზე მიბყრობილი გულგრილი მზერა ჯონგუკისჯენ გადმოიტანა, რადგან ჯონგუკი პასუხის დაბრუნებას ასე იგვიანებდა. ის დაბნეული, შეშინებული და გაფითრებული იყო, სახე დახრილი ჰქონდა და თვალებით იატაკს მისჩერებოდა..

უსაფრთხო ჯოჯოხეთი (დასრულებული)Where stories live. Discover now